ავტორი:

რას ცოდავენ ზოდიაქოს ნიშნები: ცუდი ჩვევების ჰოროსკოპი

რას ცოდავენ ზოდიაქოს ნიშნები: ცუდი ჩვევების ჰოროსკოპი

სხვაში ცუდის დანახვა ადვილია, მაგრამ ვერც თქვენი დაიკვეხნით იდეალურობით, თუ არ გჯერათ, მოძებნეთ საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის დახასიათება.

ვერძი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები იმპულსურები და დომინანტები არიან. მათი გაგებით, არსებობს მხოლოდ ორი თვალსაზრისი: ერთი, რომელსაც ისინი იცავენ და მეორე: არასწორი. გარდა ამისა, ვერძი ხშირად იტანჯება ალკოჰოლიზმით და უყვართ ყველა სახის დოპინგი.

კურო

კუროს უყვარს ჭამა. ალკოჰოლიზმი მათ არ ემუქრება, რადგან ირჩევენ ძვირად ღირებულ და გემრიელ სასმელებს.

ტყუპი

ამ ზოდიაქოს თანავარსკვლავედში დაბადებული ადამიანები ხშირად ნერვიულები და დაუცველები არიან. ამან შეიძლება მათ განუვითაროს ტუჩების ან ფრჩხილების კვნეტის ჩვევა. თამბაქოს მოწევა ტყუპისთვის მთავარი საფრთხეა.

კირჩხიბი

კირჩხიბი ნამდვილი "ფუნთუშაა", მაგრამ ხანდახან დეპრესიულობა შემოუტევს, წყენია და ბუტია ხდება. ამასთან, სახლში მიაქვთ ყველაფერი, რაც სადღაც ცუდად დევს. შედეგად მათი სახლი ხშირად ივსება უამრავი არასაჭირო ნივთით.

ლომი

ამ ნიშნის წარმომადგენლები შოპოჰოლიკები არიან. თუ ლომი რაიმეზე ნერვიულობს, შეუძლია მთელი ფული გაფლანგოს, დახარჯოს ისეთი ნივთების შესაძენად, რაც მას ნამდვილად არ სჭირდება.

ქალწული

მუდამ სხვებს აკრიტიკებენ. არ შეუძლიათ ფულის გამეტება სხვისთვის და ხშირად, საკუთარ თავზეც აკეთებენ ეკონომიას.

სასწორი

სასწორები იმდენად ზარმაცები არიან, რომ შეუძლიათ მთელი დღე საწოლში წოლა, მხოლოდ იმისთვის, რომ არ დაიძაბონ და არაფერი გააკეთონ.

მორიელი

პირქუშ და არამეგობრულ მორიელებს, თუ რამე არ მოსწონთ, შეუძლიათ შეულამაზებლად მოგახალონ. ხშირად ამ ნიშნის წარმომადგენლები სვამენ ბევრს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლიზმი.

მშვილდოსანი

უყვართ ლაპარაკი, ბევრი ლაპარაკი. მათ არ აქვთ მოთმინება, რომ მოუსმინონ თანამოსაუბრეს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს უყვართ ემოციურად მოთხრობა, გალამაზება და ტყუილი თავიანთი მიღწევების შესახებ. გარდა ამისა, მშვილდოსნები ვერ ასრულებენ თავიანთ სიტყვას. მათ დაპირებებს არ უნდა ენდოთ.

თხის რქა

ვერ ხვდებიან სხვა ადამიანების ემოციებს. მათ სტკივათ, მაგრამ აგრძელებენ დასახული მიზნისკენ სვლას და იმავეს მოითხოვენ სხვისგანაც.

მერწყული

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები საკუთარი თავისთვის კი არ ცხოვრობენ, არამედ სხვებისთვის. მერწყული სახლიდან ბოლო პერანგს გამოიტანს, რათა აჩუქოს მას, ვისაც სჭირდება.

თევზები

თუ თევზების ცხოვრება კარგად არ მიდის, მაშინ ნებისმიერი დოპინგი იქნება გამოყენებული: ალკოჰოლით დაწყებული ნარკოტიკებით დამთავრებული. ზოდიაქოს ამ ნიშნის ბევრ წარმომადგენელს აწუხებს კლეპტომანია. არიან ჭორიკანები და ადამიანებსაც ხშირად განიხილავენ.