27 აგვისტოს, 12:18-ზე ქალწულის ზოდიაქოში ახალმთვარეობას ველოდებით. ეს არის დღე, როცა მზე და მთვარე ერთ ნიშანში ერთიანდებიან და ახალი ენერგია იბადება, ენერგია, რომელიც გვეხმარება ახალი საქმეების დაწყებაში, ახალი იდეების განხორციელებაში, წინსვლაში. ახალმთვარეობა მოგიტანთ ახალ პერსპექტივებს იმ სფეროში, რომელსაც ქალწული მართავს თქვენს პირად ასტროლოგიურ რუკაში.
23 აგვისტოს მზე ქალწულის ნიშანში გადავიდა. ქალწული არის მიწის სტიქიის წარმომადგენელი. შრომისმოყვარე ნიშანი. მისი მართვის სფეროებია: ვალდებულებები, ჯანმრთელობა, სამსახურის საქმეები. მატერიალური საკითხები, ჩვევები. ქალწული პრაქტიკულიცაა, მისი მმართველობის დროს ხდება მოსავლის აღება და დაბინავება.
ქალწულის მმართველი პლანეტა მერკური 26 აგვისტოს სასწორის ზოდიაქოში გადავიდა, სადაც გაჩერდება 23 სექტემბრამდე. შემდეგ რეტროგრადული (უკნამავალი) სვლით ისევ ქალწულის ნიშანში დაბრუნდება (11 ოქტომბრამდე) და რეტროგრადული სვლიდან გამოსვლის შემდე ისევ სასწორში გააგრძელებს სვლას 29 ოქტომბრამდე. ამ პერიოდში კარგი იქნება არსებული საქმეების დასრულება, გადაკეთება, გამოსწორება. მაგრამ ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მერკურის სასწორში ყოფნის დროს გახშირდება საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები, თანამშრომლობა სხვადასხვა ადამიანთან, ორგანიზაციასთან. ხელშეკრულებების გაფორმება.
სანამ მზე ქალწულში იქნება მეტი დრო უნდა დაუთმოთ სახლში წესრიგის, სისუფთავის დამყარება. გააუმჯობესოთ თქვენი შრომისუნარიანობა, განსაკუთრებით, თუ მომსახურების სფეროში მუშაობთ. დაიცავით დიეტა, ჯანსაღი კვების წესი; ჩაიტარეთ სამედიცინო, პროფილაქტიკური გამოკვლევა, იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან, თანამშრომლებთან. შეადგინეთ დღის განრიგი და ეცადეთ, დაიცვათ რეჟიმი. მოგინდებათ შინაური ცხოველის შეძენა და უკვე არსებულზე მზრუნველობა.
ახალმთვარეობის დღეს ქალწულის ზოდიაქოში მყოფ მზესა და მთვარეს ცუდად უპირისპირდება ომის, ენერგიისა და აგრესიის პლანეტა მარსი. ყველაფერი შეიძლება დინამიკურად განვითარდეს. საუკეთესო დროა ახალი საქმეების დასაწყებად, პირველი ნაბიჯის გადასადგმელად. ადამიანები მეტად უშიშრები გახდებიან. მაგრამ ამავე დროს, ნუ დაივიწყებთ უსაფრთხოებას, დიპლომატიურობას. იყავით დაკვირვებული ფინანსური საკითხების მოგვარებისას. კარგი იქნება, თუ ახალმთვარეობაზე დანერგავთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, სასარგებლო ჩვევებს. იყავით მომართული კეთილი საქმეებს საკეთებლად. გამორიცხული არაა, წინააღმდეგობებს გადააწყდეთ, მაგრამ თუ სწორად იმოქმედებთ, გაიმარჯვებთ. არ გირჩევთ აგრესიულობის გამოვლენას, კონფლიქტურობას, იმპულსურობას, დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას. ნუ აჰყვებით პროვოკაციას. მოერიდეთ უხეშ გამონათქვამებს. ენერგია პრაგმატული მიზნებისკენ მიმართეთ. სირთულეების, დაბრკოლებების გადალახვით მიიღებთ სასურველს.
27 აგვისტოს კიდევ ერთი და არანაკლებ მნიშვნელოვანი ასპექტი გველოდება - სიყვარულისა და ფულის პლანეტა ვენერა მოულოდნელობებით აღავსე ურანს დაუპირისპირდება. ფრთხილად ფინანური საკითხების მოგვარებისას, გადარიცხვებისას, მოუფრთხილდით საფულეს. სილამაზის პროცედურების ჩატარებისგან უმჯობესია თავი შეიკავოთ. არ გირჩევთ ურთიერთობის დაძაბავს საყვარელ ადამიანთან; არ იკამათოთ. მოულოდნელად ნუ გაწყვიტავთ კავშირს. გაუფრთხილდით თქვენთვის ძვირფას ურთიერთობას, არამყარი კავშირი კი შეიძლება განშორებით დასრულდეს. ახალი რომანტიკული ნაცნობობა სწრაფად განვითარდება, მაგრამ სერიოზულ და ხანგრძლივ კავშირში არ გადაიზრდება. ადამიანებში მოიმატებს ემოციურობა და გაფრთხილდით, ნუ გაამწვავებთ სიტუაციებს.
ვისზე იმოქმედებს ახალმთვარეობა ქალწულში ყველაზე მეტად? ქალწულებზე (განსაკუთრებით 25-31 აგვისტოს დაბადებულებზე), კუროზე (განსაკუთრებით 23-28 აპრილს დაბადებულებზე), თხის რქაზე (განსაკუთრებით 23-29 დეკემბერს დაბადებულებზე). მიწის სტიქიის წარმომადგენლებო, თქვენში მოიმატებს ენერგიულობა. განახორციელებთ ახალ იდეებს, დაიწყებთ ახალ პროექტებზე მუშაობას. მიიღებთ ჯილდოს საუკეთესოდ შესრულებული საქმისთვის. ცოტა მეტი სიფრთხილე და დაკვირვება გმართებთ თევზებს (განსაკუთრებით 20-26 თებერვალს დაბადებულებს), ტყუპსა (განსაკუთრებით 26-29 მაისს დაბადებულებს) და მშვილდოსანს (განსაკუთრებით 24-30 ნოემბერს დაბადებულებს) მოერიდეთ კონფლიქტურობას, ურთიერთობის დაძაბვას ან გარკვევას გარშემო მყოფებთან. გაფრთხილდით ინსტრუმენტებთან მუშობისას. ან თუ ამ ნიშნებში და განსაკუთრებით 2-8 გრადუსში გყავთ სტელიუმი, მნიშვნელოვანი წერტილები.
ბედნიერ ახალმთვარეობას გისურვებთ!