მიჩნეულია, რომ ასტროლოგიურად ე.წ. მეგობრობის სახლს მერწყული მართავს, მაგრამ მერწყული ზოგადად მეგობრობის ცნებაზე აგებს პასუხს და გლობალურად სოციალურ თემებს ეხება, მისთვის ყველა ადამიანი ძმაა. რაც შეეხება მეგობრობას ვიწრო პროფილით, ე.წ. სულიერი მესაიდუმლის Soulmate-ს სტატუსს ამ კანდიდატურას ყველაზე უკეთ თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები შეესაბამებიან და ახლავე აგიხსნით რატომ...
მათთვის, ვის სამეგობროშიც თევზის ნიშნით დაბადებული მეგობრები არ არიან, ეს ადამიანები ერთი შეხედვით გულჩახვეულ, სიტყვაძუნწ პერსონებს წარმოადგენენ. რომელთაც ინდეფერენტული გარეგნობა და აუღელვებელი მანერები გააჩნიათ. არ მოგატუოთ თევზის მშვიდმა გარეგნობამ, მას ხომ "პირი წყლით აქვს სავსე" ამიტომ სიმშვიდე (მხოლოდ გარეგნული) მისი ბუნებრივი მდომარეობაა. ნეპტუნი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, თანამმართველ იუპიტერთან ერთად თევზებს ანიჭებს გრძნობათა სიღრმეს, არაჩვეულებრივ ინტუიციას, სულიერების მაღალ დონეს და უსაზღვრო, ყოვლისმომცველ გულკეთილობას, რომელიც ზემონახსენები იუპიტერის წყალობაა. ამიტომ თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანები, ძალზე კაცთმოყვარეები, თანამგრძნობები და გულკეთილები არიან.
მათ გულში ნებისმიერისთვის მოიძებნება ადგილი, თუკი ამის შესახებ თხოვენ. თევზები მორიდებულები არიან. არ უყვართ საკუთარი არსებობით სხვების ზედმეტად შეწუხება, სამაგიეროდ, როცა ახლო კონტაქტში შედიხართ ასეთ ადამიანთან მასთან კავშირი შემოდგომის წვიმიანი ამინდის შედეგად, თბილ ბუხართან ჭიქა ჩაიზე თავშეფარებას ჰგავს... თევზს რეალურად შესწევს ძალა იმისა, რომ საკუთარი არსებობით სიმშვიდე და სულიერი წონასწორობა მოგანიჭოთ. შემთხვევითი როდია ის ფაქტი, რომ თევზის ნიშნით დაბადებულთა შორის ძალზე ხშირად ვხვდებით ფსიქოლოგებს, ღვთისმსახურებს, თეოლოგებსა და ფსიქიატრებს. მათგან კარგი სოციალური მუშაკები და სხვადასხვა პროფილის ხელოვანები გამოდიან. ამიტომ პიეტურობასა და შემოქმედებითობასთან შერწყმული უსაზღვრო სიკეთე, ხასიათის სირბილე, მოქნილობა და დიპლომატია ურთიერთობაში თევზს საუკეთესო მეგობრად და სულის მესაიდუმლედ აგარჩევინებთ. მთავარია, თავად გადადგათ ნაბიჯი მისკენ და გამოიწვიოთ იგი მეგობრობაზე.