ავტორი:

სავსემთვარეობის და მთვარის დაბნელების პროგნოზი: რისთვის უნდა იყოთ მზად

სავსემთვარეობის და მთვარის დაბნელების პროგნოზი: რისთვის უნდა იყოთ მზად

დღეს სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელებაა. მთვარის დაბნელება ხდება კუროს 28-ე გრადუსზე. გაიხსენეთ, რა ხდებოდა 18 წლის წინ, როცა ზუსტაც ასეთი დაბნელება გვქონდა. თავად ამ დღის მოვლენებს გამოხმაურება ექნებათ წელიწადნახევრის ან 18 წლის შემდეგ. ეს პირველი დაბნელებაა კურო-მორიელის ღეძზე. ეს ღერძი არის რესურსების, ღირებულებების სიმბოლო. აგრეთვე, ჩემი-სხვის, სიყვარული-სიძულვილი.

მთვარის დაბნელებას ყველაზე მეტად იგრძნობენ მზითა და ასცენდენტით დაბადებული კურო, ქალწული და თხის რქა. თქვენ გექნებათ სასიამოვნო ცვლილებები. ცოტა მეტი სიფრთხილე გმართებთ მორიელებს, თქვენ უნდა დაასრულოთ წინა ეტაპი, რომ გადახვიდეთ ახალ საფეხურზე. დაძაბულობა შეინიშნება და მაქსიმალური ყურადღება მოგეთხოვებათ ლომსა და მერწყულს. მზად იყავით მოქმედებისთვის, ხვალისა და მომავლისთვის ვერაფერს გადადებთ. იმისათვის, რომ გაიგოთ რა სფეროში გელოდებათ ცვლილებები, გაეცანით პროგნოზს თქვენი მზის, მთვარისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით.

ვერძი

ცვლილებები გელით მატერიალურ თემებში. დაფიქრდით, რისი მფლობელი ხართ და რას გინდათ ფლობდეთ. დაუყოვნებლივ მოაგვარეთ ყველა ფინანსური საკითხი, ნუ გადადებთ მომავლისთვის. გარდა ამისა, ღირსეულად შეაფასეთ და დააფასეთ საკუთარი თავი და ნიჭი. ნუ გეშინიათ, თქვენ საუკეთესო ხართ და უნდა გააძვიროთ თქვენი მომსახურება. თუ საშუალება გაქვთ, დააბანდეთ ფული ლამაზ, ძვირად ღირებულ ნივთებში.

კურო

ცვლილებები გელით საკუთარ თავთან. გათავისუფლდით ბლოკებისა და შიშებისგან, რაც განვითარებაზე, წინსვლაში გიშლით ხელს. ნუ მოგერიდებათ საკუთარი თავის, ნიჭის გამოვლენა. იყავით ლიდერი და პირველი. თუ გაქვთ ახალი პროექტის ან საქმის იდეა, ნუღარ გადადებთ მომავლისთვის, ახლა გააქტიურდით. გამორიცხული არაა, დაძლიოთ შიში და შეიცვალოთ იმიჯი, გარეგნობა, თუნდაც მცირედით.

ტყუპი

დაივიწყეთ გარშემო ყველა და ყველაფერი და მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრეთ. რა უნდა გააკეთოთ, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ?.. მოინახულეთ წმინდა ადგილები. გათვისუფლდით უსაფუძვლო შიშებისგან, ემოციებისგან. კარგ შედეგს მოგიტანთ არტთერაპია, ქველმოქმედება (არა მარტო ფულით და ნივთებით, თქვენთან სულიერი საუბარიც კი გააბედნიერებს ადამიანს).

კირჩხიბი

მოიცილეთ უსაფუძვლო ოცნებები და დაისახეთ კონკრეტული მიზნები, როგორ გსურთ ცხოვრება, რა თანამდებობაზე და რომელ პროფესიაში ხედავთ თქვენს თავს მომავალში. მოიცილეთ ემოციური და ფსიქოლოგიური ბლოკები. ნუ გაგიკვირდებათ, თუ არაადეკვატურად მოიქცევიან თქვენი მეგობრები. ამიტომ შეზღუდეთ უსიამოვნო ადამიანებთან კონტაქტი. მეტი დრო დაუთმეთ ინტერნეტპროექტებს - დაიწყეთ ან განავითარეთ უკვე არსებულები.

ლომი

მოიცილეთ შიშები და გახდით თქვენი საქმის პროფესიონალი. დაუმტკიცეთ გარშემო მყოფებს, რომ ღირსეული ხართ, პირველი და საუკეთესო თქვენს სფეროში. იზრუნეთ კარიერულ წინსვლაზე, ახალი თანამდებობების დაკავებაზე. იცოდეთ, რომ თქვენ საუკეთესოს ღირსი ხართ და ახლა მოქმედების დროა.

ქალწული

მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, რა სიმაღლეებს დაიპყრობთ. ნუ დასჯერდებით მცირედს, თქვენ წარმატების მწვერვალს უნდა მიაღწიოთ. დაიმსახურებთ გავლენიანი ადამიანების პატივისცემას. და შეიძლება სხვებისთვის თქვენ გახდეთ გურუ, პედაგოგი. მიმართეთ თქვენი მზერა უცხოეთისკენ: სწავლა, კარიერული წინსვლა. არ გადადოთ იურიდიული საკითხების მოგვარება, დიპლომის აღება.

სასწორი

გათავისუფლდით შინაგანი შიშებისგან. თქვენ ტრანსფორმაცია, ახალ ეტაპზე გადასვლა გელით. იმუშავეთ საკუთარ თავთან ან ფსიქოლოგის დახმარებით. მოგიწევთ დიდ ფულთან მუშაობა. სწორად განკარგეთ თქვენი ფინანსები, საბანკო საკითხები, არ დაიტოვოთ ვალები, გადასახადები. კარგი იქნება, თუ დააბანდებთ ფულს სარფიან ბიზნესში, ძვირად ღირებულ ნივთებში.

მორიელი

მეტი დრო უნდა დაუთმოთ პარტნიორული ურთიერთობის გაუმჯობესებას. ეს სასიყვარულო სფეროსაც ეხება და ბიზნესსაც. ეცადეთ, კონკურენტებს დიპლომატიურად, არსებული წესების გათვალისწინებით გაუსწორდეთ. მოერიდეთ სხვების მანიპულირებას. იყავით ჰარმონიული და დელიკატური. მოსიყვარულე და მზრუნველი პარტნიორების მიმართ და ისინიც იმავეთი გიპასუხებენ.

მშვილდოსანი

დროა, შეიმუშავოთ დღის გეგმა, განრიგი და მეტი დრო დაუთმოთ დასვენებას, ჯანსაღ კვებას, დაირეგულიროთ ძილის რეჟიმი, ივარჯიშეთ ზომიერად. აგრეთვე, ნუ გადადებთ მომავლისთვის იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ. რუტინული საკითხებიც კი დაკვირვებას მოითხოვს. კარგი იქნება, თუ გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისგან. გირჩევთ, სამსახურში აიყვანოთ დამხმარე, გადაუნაწილოთ ვალდებულებები კოლეგებს, თავად კი უფრო მნიშვნელოვან თემებს მიხედოთ.

თხის რქა

დაფიქრდით და გამოასწორეთ დამოკიდებულება შვილებთან, საყვარელ ადამიანთან. ისწავლეთ საკუთარი თავის მეტად დაფასება, გახდით საკუთარი თავის ბატონ-პატრონი და დაიწყეთ "კულისებიდან გამოსვლა". თქვენ მუდამ სხვებზე და სამსახურზე ფიქრობთ და ისწავლეთ დასვენებაც. იყავით მეტად მოსიყვარულე საყვარელი ადამიანის მიმართ და მეგობრული - შვილთან. როგორ წესი, მორიდებული ხართ და არ გიყვართ, როცა გაქებენ, მაგრამ ახლა უნდა განახორციელოთ ახალი პროექტები, შემოქმედებითი იდეები და შექებაც დაიმსახუროთ.

მერწყული

იზრუნეთ პირად, ოჯახის, ბინის უსაფრთხოებაზე. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მშობლებთან, განსაკუთრებით დედასთან, ნათესავებთან. მოაგვარეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. ნუ გადადებთ მათ დასრულებას მომავლისთვის, კიდევ უფრო გაგირთულდებათ და გაგეწელებათ. ჩამოყალიბდით, რისი გადაკეთება გსურთ ბინაში, რომ კომფორტი შექიმნათ.

თევზები

უნდა ენდოთ ინტუიციას. უნდა გაარკვით, ვის შეგიძლიათ ენდოთ და ვის - არა. ნუ შეიცოდებთ ყველას და სხვის საკეთილდღეოდ საკუთარ თავს ნუ დაიჩაგრავთ. სასურველია, გვერდით გყავდეთ ადამიანი, ვისაც სრულად ენდობით. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება და-ძმებთან. ჩამოყალიბდით, რისი სწავლა გსურთ, რომელი კურსია თქვენთვის საინტერესო და რას მოგიტანთ მომავალში. სასურველია, გადაამოწმოთ მიღებული ინფორმაციის წყარო და ბრმად არ ენდოთ არავის.