ავტორი:

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ვერძებისთვის "გახშირდება საქმიანი შეხვედრები, იყავით დიპლომატიური"

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ვერძებისთვის "გახშირდება საქმიანი შეხვედრები, იყავით დიპლომატიური"

ენერგიული და მიზანსწრაფული ხართ, მზად კარიერული წინსვლისკენ, მწვერვალების დასაპყრობად. იყავით დაკვირვებული, ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს; ნუ იქნებით იმპულსური. მიმართეთ თქვენი ენერგია საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად, გამოსაჯანმრთელებლად. კარგი იქნება, თუ დასვენებისთვისაც გამონახავთ დროს. მასაჟი, სუფთა ჰაერი და სწორი კვება კარგ შედეგს მოგიტანთ. ჩამოწერეთ და დაფიქრდით, რა მოგიტანთ წარმატებას, რა მიზნები და გეგმა უნდა განახორციელოთ. იყავით დაკვირვებული დეტალებზე. სიამოვნებას მოგანიჭებთ ურთიერთობა მეგობრებთან და ნათესავებთან.

ბიზნესი, სამსახური

მოიმატებს საქმეები და პირადი ცხოვრებისთვის სულ უფრო ცოტა დრო დაგრჩებათ. გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო. ვალდებულებების გამო ხანდახან გვიანობამდე მოგიწევთ ხოლმე სამსახურში გაჩერება ან შეიძლება შინაც მოგიწიოთ მუშაობამ. იყავით დისციპლინირებული. კარგად მუშაობის შედეგად მიიღებთ იმ შედეგს, რისკენაც ისწრაფით. საკუთართან ერთად კოლეგებისა და პარტნიორების საქმეებსაც მოაგვარებთ. გახშირდება საქმიანი შეხვედრები, იყავით დიპლომატიური. შეიძლება ახალი თანამშრომლებიც გამოგიჩნდნენ. იყავით დაკვირვებული იურიდიული საკითხების, დოკუმენტების მოგვარებისას. მოერიდეთ გაურკვევლობებს, საეჭვო საქმიანობაში გარევას, ორპირ ადამიანებს.

სიყვარული

თუ აქამდე პირადი ცხოვრება მოუწესრიგებელი გქონდათ, სექტემბერში მისი დალაგების შესაძლებლობა მოგეცემათ. მიიღებთ საყვარელი ადამიანის მხარდაჭერას; მისი რჩევა და მხარში დგომა ყველა უსიამოვნებას მოგაგვარებინებთ და საქმეების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. მშვიდად და ხმადაბლა განიხილეთ ყველა უსიამოვნება, პრეტენზია. მარტოხელებს დაწყვილების და ოჯახის შექმნის სურვილი გაგიჩნდებათ. შეიძლება გადაწყვიტოთ ყოფილთან შერიგება. ნუ მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, სანამ მერკური რეტროგრადული ფაზიდან არ გამოვა.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

ენერგიული და მიზანმიმართული ხართ. გახშირდება ქალაქგარეთ გამგზავრების, პიკნიკების, მივლინების სურვილი. უქმეები გაატარეთ ქალაქგარეთ, მოინახულეთ ღირსშესანიშნაობები, ლამაზი ადგილები. მეგობრებთან ერთდ დაიწყეთ ვარჯიში, მაგრამ ნუ გადაიტვირთებით. მიაქციეთ ყურადღება გულ-სისხლძარღვებს. უარი თქვით მავნე საკვებზე, სპირტიან სასმელებზე. ჩაიტარეთ პროფილაქტიკური კვლევა, მიიღეთ ვიტამინები, გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

11 სექტემბრის შემდეგ მოგინდებათ საზღვარგარეთ გამგზავრება. მიიღებთ საჭირო საბუთებს, თუ ემიგრაციაში აპირებდით წასვლას. ის პროექტები, რაც შეჩერებული იყო, დაიძრება "მკვდარი ადგილიდან". უცხოელებთან თანამშრომლობა კარგ შედეგს მოგიტანთ.

25 სექტემბრის შემდეგ მოაწესრიგეთ არსებული კავშირები; გამოგიჩნდებიან ახალი პარტნიორები. სამსახურის ვალდებულებების გამო უყურადღებოდ ნუ დატოვებთ საყვარელ ადამიანს, ბავშვებს, ნათესავებს. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას.