ავტორი:

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის "გახშირდება მივლინება, საქმიანი შეხვედრები"

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის "გახშირდება მივლინება, საქმიანი შეხვედრები"

გახშირდება მეგობრული შეხვედრები, ჩაერთვებით სოციალურ ცხოვრებაში, მოგინდებათ საკუთარი მოსაზრებების დაუფარავად დაფიქსირება სოციალურ ქსელებში. სექტემბერში მიხვდებით, ვინაა თქვენი ნამდვილი მეგობარი და ვის შეგიძლიათ ენდოთ. საუკეთესო პერიოდია თანამოაზრეებთან ერთად ახალი პროექტების დასაწყებათ. გირჩევთ, ერთგულ პარტნიორებთან ერთად ითანამშრომლოთ. ასე უფრო მეტ შედეგს მიაღწევთ, ვიდრე დამოუკიდებლად. მიიღებთ საინტერესო საქმიან შემოთავაზებებს. შუა სექტემბრიდან გახშირდება მივლინება, საქმიანი შეხვედრები. გაითვალისწინეთ, რომ ამ პერიოდში მერკური რეტროგრადული იქნება და ათმაგად დაკვირვებული უნდა იყოთ. უმჯობესია, ახალი ხელშეკრულებები მოგვიანებით ან 10 სექტემბრამდე გააფორმოთ. თვის ბოლოს კარგი იქნება დასვენება, მშვიდ ადგილას განმარტოება.

ბიზნესი, სამსახური

მიიღებთ შედეგებს ადრე შესრულებული პროექტებისგან. ეს საუკეთესო თვეა წარსულის გასაანალიზებლად, შეცდომების გამოსასწორებლად და საქმეების გადასაკეთებლად. შეიძლება მოგინდეთ განმარტოებით მუშაობა ან საიდუმლო პროექტზე, ყველასგან მალულად. კარგ შედეგს მოგიტანთ საგამოძიებო საქმიანობა, დეტალებში გარკვევა. შეიძლება სხვათა საიდუმლოებებს ახადოთ ფარდა.თამამად მიმართეთ დახმარებისთვის მეგობრებს, კოლეგებს. გირჩევთ აკონტროლოთ გამონათქვამები, არავის აწყენინოთ დაუფიქრებლად წამოსროლილი სიტყვით.

სიყვარული

საყოფაცხოვრებო საკითხებში აქტიურად უნდა ჩაერთოთ, თუ დამოკიდებულების გართულება არ გსურთ ოჯახის წევრებთან. მეუღლესთან შეთანხმებულად მოაგვარეთ ფინანსური თემები. მეტად დაუთმეთ ოჯახის წევრებს, მოერიდეთ მათთან კონფლიქტს. მარტოხელებს მოგიდებათ პირადი ურთიერთობის გაუმჯობესება. გახშირდება შეხვედრები და მიმოწერა. გამორიცხული არაა, ინტერნეტრომანი ან ფარული რომანი გააბათ. დაწყვილებულები იყავით მზრუნველი და რომანტიკული საყვარელი ადამიანის მიმართ.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

განწყობა და ფიზიკური მდგომარეობა კარგი გაქვთ. მიაქციეთ ყურადღება კვებისა და ძილის რეჟიმს. გამონახეთ დრო სუფთა ჰაერზე სეირნობისა და დასვენებისთვის. კარგი იქნება მსუბუქი ვარჯიშების შესრულება. თუ თავს ვერ დაანებებთ, შეამცირეთ ალკოჰოლი და სიგარეტის დოზა. გაიუმჯობესეთ ფსიქოლოგიური მდგომარეობა. დაკავდით სასიამოვნო საქმიანობით, რაც განწყობას გაგიუმჯობესებთ.

11 სექტემბრის შემდეგ მოიმატებს რომანტიკული განწყობა. შეიძლება დაქორწინების გადაწყვეტილება მიიღოთ. დაბრუნდებით შვებულებიდან. საქმეებს ან ურთიერთობებს, რაც სიამოვნებას აღარ განიჭებთ, წერტილი უნდა დაუსვათ.

25 სექტემბრის შემდეგ გადახედეთ წარსულს, გამოიტანეთ ობიექტური დასკვნები, გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები. ეს საუკეთესო პერიოდია (მომდევნო ახალმთავრეობამდე მორიელში), რათა დაასრულოთ პროექტებზე მუშაობა, ზოგიერთ ადამიანთან შეწყვიტოთ ურთიერთობა.