ავტორი:

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომებისთვის "გახშირდება მივლინება და რომანტიკული მგზავრობა"

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომებისთვის "გახშირდება მივლინება და რომანტიკული მგზავრობა"

უამრავი საქმე და ვალდებულება გექნებათ შესასრულებელი. მიიღებთ საჭირო ინფორმაციას. ჩაერთვებით გასართობ და საინტერესო პროექტებში. მოგეცემათ ცოდნის ამაღლების შესაძლებლობა. შეისწავლით ახალს, რაც მომავალში მიზნების განხორციელებაში, საქმეების მოგვარებაში, დაწინაურებაში დაგეხმარებათ. გააუმჯობესეთ დამკიდებულება გარშემო მყოფებთან; მოერიდეთ ლიდერობას, სხვებზე მბრძანებლობას. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და მოგინდებათ ფულის დაბანდება საოჯახო თემებში - რემონტი, ტექნიკის შეძენა. გაანებივრეთ პატარ-პატარა საჩუქრებით თქვენი საყვარელი ადამიანები.

ბიზნესი, სამსახური

მოგინდებათ ახალი სამსახური ან დამატებითი შემოსავალი. იყავით მომართული წინსვლაზე, ფულის დაბანდებაზე, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. შეიძლება ფული მიიღოთ ადრე შესრულებული საქმისთვის. სექტემბერში მოგეცემათ დაწინაურების შესაძლებლობა და გააქტიურდით. 10 სექტემბრის შემდეგ მაქსიმალურად დაკვირვებულად იმოქმედეთ, ნუ გადადგამთ დაუფიქრებელ ნაბიჯებს, ყურადღებით მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გახშირდება მივლინება და რომანტიკული მგზავრობაც და აქაც დაკვირვება გმართებთ. ნუ მოგერიდებათ რჩევის კითხვა გამოცდილი ადამიანებისთვის. გაიჩენთ ახალ პარტნიორებს, მაგრამ ნურც ძველებს დაივიწყებთ. გახშირდება შეხვედრები ადამიანებთან, ვისთანაც ერთად სწავლობდით, მეზობლად ცხოვრობდით, ძველ კოლეგებთან.

სიყვარული

მარტოხელები გააქტიურდით, რომ დაწყვილდეთ. გაქვთ შანსი, გააბათ რომანი თქევენს სიმპათიასთან. შეიძლება რომანი გააბათ სტატუსით თქვენზე მაღლა მდგომ ან მატერიალურად უზრუნველყოფილ ადამიანთან. საყვარელი ადამიანი გაგანებივრებთ ძვირფასი საჩუქრებით და არც თქვენ უნდა დარჩეთ ვალში. დაწყვილებულები ერთად ჩაებით საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაში. გაანებივრეთ მეუღლე რომანტიკული პაემნებით, გემრიელობით და ძვირფასეულობით. არ გირჩევთ კამათს ფულის გამო. თუ სახლისთვის ახალი ნივთების შეძენას აპირებთ, 10 სექტემბრის შემდეგ არ გირჩევთ. გაამახვილეთ ყურადღება ხარისხზე და არა მოდურობაზე. ზოგიერთმა შეიძლება განაახლოთ კავშირი ყოფილთან. მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას ნუ აჩქარდებით.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

აქტიურად იქნებით ჩართული ფინანსური და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაში. იყავით მომართული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ოჯახის წევრებთან. რაც უფრო თბილი და მეგობრული იქნებით მათ მიმართ, მით ამაღლებული გექნებათ განწყობა. ჩაერთეთ სარემონტო სამუშაოებში, გააქტიურდით ფიზიკურადაც. ამასთან, ნუ დაივიწყებთ ჯანმრთელობას, საუკეთესო დროა, სპა-პროცედურების, მასაჟისთვის. ერთი სიტყვით, დააბანდეთ ფული საკუთარ ჯანმრთელობაში. ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე ფეხით. აიყოლიეთ ოჯახის წევრები და უქმეებზე მოაწყვეთ პიკნიკები. მაქსიმალურად შეამცირეთ ცხარე, მლაშე და ცხიმიანი საკვები. აგრეთვე, ალკოჰოლი და სიგარეტი.

11 სექტემბრის შემდეგ მოგინდებათ პირადი ცხოვრების გაუმჯობესება. მეტად რომანტიკული და მზრუნველი გახდებით საყვარელი ადამიანის მიმართ. მეტად სიმშვიდე დაისადგურებს თქვენს გონებაში. უფრო დაცულიც იქნებით და მატერიალურად უზრუნველყოფილიც.

25 სექტემბრის შემდეგ მეტად უნდა გამოავლინოთ ინიციატივა, გააქტიურდეთ, რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრების სხვადასხვა სფერო. გახშირდება მეგობრული და საქმიანი შეხვედრები. მიიღებთ საჭირო ინფორმაციას, რასაც თქვენს სასიკეთოდ გამოიყენებთ.