საკმაოდ წარმატებული თვე გელით. გაგიმართელთ ახალ წამოწყებებში. იყავით მეტად ამბიციური. მეტად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. იზრუნეთ კარიერულ წინსვლაზე, დაწინაურებაზე. მოითხოვეთ სათანადო დაფასება. თუმცა, ერთდროულად რამდენიმე საქმეს ნუ შეეჭიდებით, ძალა არ გეყოფათ. კარგ შედეგს მოგიტანთ პროექტები, სადაც ერთგულ და მცოდნე ადამიანებთან ერთად ხართ ჩართული. გონივრულად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. თუ დაქირავებული კადრი ხართ, დაანახვეთ უფროსობას თქვენი ცოდნა და გამოცდილება. ამასთან, გაფრთხილდით, რომ საქმეებს გადაყოლილმა არ მოაკლოთ მზრუნველობა ოჯახს.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
დაიწყეთ ახალი საქმეები, პროექტები, აქტიურად ჩაერთეთ ყველა წამოწყებაში. განსაკუთრებით უნდა იაქტიუროთ თვის პირველ ნახევარში. ამ პერიოდში მეტად დაფასდებით თქვენი საქმიანობით, თქვენი კეთილი საქმეებით. ნუ გგონიათ, რომ გამარჯვებას უშრომველად მიიღებთ. წარმატება გელით თუ მიზანმიმართული და აქტიური იქნებით. უნდა იშრომოთ, მაგრამ შედეგსაც სათანადოს მიიღებთ. კარგი იქნება, კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე ჩაწერა. ეს დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში. გამორიცხული არაა, მიიღოთ პრემია ან ფულადი ჯილდო კარგად შესრულებული საქმისთვის.
ფული და სიყვარული
მარტოხელებს გაქვთ შანსი, რომ შეხვდეთ თქვენს მეორე ნახევარს. შეხვედრა მოსალოდენელია მგზავრობისას, მოგზაურობისას. ნუ გაქვთ გრანდიოზული მოლოდინი. ცოტა უნდა შეამციროთ მოთხოვნები; ყველა უგზოუკვლოდ განათლებული, მოდელის გარეგნობის და მატერიალურად უზრუნველყოფილი ვერ იქნება და არც ურთიერთობები არსებობს იდეალური. უმჯობესია, ყურადღება ადამიანის სულიერებას მიაქციოთ. დაქორწინებულების ცხოვრებაში სიმშვიდე დაისადგურებს. იყავით მეუღლის მიმართ მზრუნველი, ყურადღებიანი. თუ მოინდომებთ, შეიძლება მეორე რომანტიკული თვე მოიწყოთ.
ჯანმრთელობა
ენერგიული და ხალისიანი ხართ. მიმართეთ თქვენი ენერგია სასიკეთეო საქმეების კეთებაზე, წინსვლაზე. კარგი იქნება, თუ გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისგან. ჩაიტარეთ გამაჯანსაღებელი, კოსმეტოლოგიური პროცედურები. ამასთან, ნურც ხალხურ მეთოდებზე იტყვით უარს. მიირთვით ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ვირუსების სეზონი ჯერ არ დასრულებულა.
პირველი თებერვლის შემდეგ გააქტიურდება საქმიანი შეხვედრები. გაიცნობთ საჭირო ადამიანებს და მათი დახმარებით საქმეებში წარმატებას მიაღწევთ. იყავით მომართული იმ საქმეებზე, რაც წარმატებას მოგიტანთ.
16 თებერვლის შემდეგ მეტად იზრუნეთ ნათესავებზე. ზოგიერთი საკითხი დაუყოვნებლივ უნდა მოაგვაროთ. კარგი იქნება, თუ თვის ბოლოს მეტად დაისვენებთ. ეცადეთ, ენერგია მხოლოდ კონკრეტულ მიზნებს დაუთმოთ.