ავტორი:

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის

აქტიური კომუნიკაციების თვეა. გახშირდება მიმოწერა, ზარები, ინფორმაციების მიღება. გამორიცხული არაა მოგზაურობა, მივლინება. დაუმეგობრდებით გავლენიან ადამიანებს. ამბიციურობა ყველა სირთულეს დაგაძლევინებთ. აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, ჯიუტად საკუთარი აზრის მტკიცებას ყოველთვის არ მოაქვს სიკეთე. ისწავლეთ დათმობაზე წასვლა. იყავით მეტად ტაქტიკური, დიპლომატიური და მინიმუმამდე შეამცირებთ კონფლიქტებს.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვის დასაწყისში უამრავი დავალება გექნებათ შესასრულებელი. უნდა მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები მიღება. გამორიცხული არაა, რამდენიმე ადამიანის მაგივრად მოგიწიოთ მუშაობამ, მაგრამ ჯილდოსაც შესაფერისს მიიღებთ. გახშირდება შეხვედრები საქმიან პარტნიორებთან, თათბირები. ყველა შანსი გამოიყენეთ თვითგანვითარებისთვის, წინსვლისთვის. ზოგიერთი შეიცვლით სამსახურს, უკეთეს თანამდებობას მიიღებთ. კარგი შედეგები გექნებათ მათ, ვინც სწავლობთ. ფული ზომიერად და გააზრებულად ხარჯეთ, შემოსავლის გაზრდას ნუ ელით. შეიძლება ფული დაგჭირდეთ აუცილებელი ნივთების საყიდლად.

ფული და სიყვარული

თებერვალში ცხოვრების მნიშვნელოვან ადგილს სამსახური დაიკავებს. რომანტიკისთვის დრო თითქმის არ დაგრჩებათ. რომანტიკული ნაცნობობა და ურთიერთობის გაბმა კი გელით, მაგრამ ხანმოკლე იქნება და იმედგაცრუების მეტს არაფერს დაგიტოვებთ. თუმცა, სექსუალური თავგადასავლები მოსალოდნელია. დაწყვილებულებს საყვარელი ადამიანის გამო ფინანსური ხარჯი მოგემატებათ. საქმეების გამო საყვარელ ადამიანს თავს ნუ მოანატრებთ.

ჯანმრთელობა

საქმეებისა და ვალდებულებების შესრულებისას ნურც დასვენებას დაივიწყებთ. იზრუნეთ იმიჯის, ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაზე. მეტად მოუფრთხილდით ხერხემალს, კისერს. განსაკუთრებით, თუ მჯდომარე სამსახური გაქვთ. ზომიერი ფიზიკური დატვირთვა კარგ შედეგს მოგიტანთ.

პირველი თებერვლის შემდეგ უამრავ ადამიანს გაიცნობთ პირადადაც და ვირტუალურადაც. დააკვირდით მიღებულ ინფორმაციას. გამოყავით დასვენებისთვის განსაზღვრული დრო. მოერიდეთ ფსიქოლოგიურ დაძაბულობას.

16 თებერვლის შემდეგ ცვლილებები გელით საქმიანობაშიც და კონტაქტებშიც. მოხდება ღირებულებების გადაფასება, მოგინდებათ სულიერი ზრდა. დაუთმეთ მეტი დრო თვითგანვითარებას. ჩაეწერეთ სასწავლო კურსებზე.