ავტორი:

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მერწყულებისთვის

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მერწყულებისთვის

საინტერესო თვე გელოდებათ. თებერვალი ცვლილებების თვეა. ზოგს მოგინდებათ იმიჯის შეცვლა, ზოგს - ფიზიკური ფორმის, პირადი ცხოვრების. მოგემატებათ თვითრწმენა, თავდაჯერებულობა. იყავით მეტად მიზანმიმართული, მაგრამ მოერიდეთ ნეგატივის გამოვლენას. თუ არ გსურთ კონფლიქტი, ისწავლეთ კომპრომისული მოქმედება. არავის მოახვიოთ საკუთარ აზრი.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

ენერგიული და მიზანსწრაფული ხართ. მომართული ახალი მწვერვალების დასაპყრობად. მოიკრიბეთ ძალები, ენერგია და მოემზადეთ კარდინალური ცვლილებებისთვის. გახშირდება საკუთარი აზრის მტკიცება უფროსობასთნ, ხელმძღვანელობასთან. ეცადეთ, არ გადაამლაშოთ. მეტად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები, მაგრამ ნურც დიპლომატიურობას დაივიწყებთ. შეიძლება მოგინდეთ დაწინაურება, ახალი თანამდებობის დაკავება. იყავით თამამი, მიზანდასახული და გონივრულად გარისკეთ. არ გადადგათ ნაბიჯი, თუ დარწმუნებული არ ხართ საკუთარ თავში, თუ არ გაქვთ საიმედო საყრდენი. უსაფრთხოდ იქნებით, თუ მატერიალური დაცვა გექნებათ.

ფული და სიყვარული

აქტიურობა მოიმატებს მარტოხელების ცხოვრებაშიც და დაქორწინებულებისაშიც. თუ აქამდე მხოლოდ სამსახურის საქმეებით იყავით დაკავებული, ახალ პირადი ცხოვრება გახდება აქტუალური. დაქორწინებულებმა შეიძლება სიცივე იგრძნოთ მეუღლისგან. უნდა მოინდომოთ, რომ მეტი დრო გაატაროთ მის გვერდით, იყოთ მოსიყვარულე და მზრუნველი. თუ განმარტოება და საკუთარ სამყაროში ჩაძირვა მოგინდებათ, დელიკატურად აუხსენით საყვარელ ადამიანს. იყავით მომართული კავშირის გაუმჯობესებაზე და არა დაშორებაზე. წყენა და ურთიერთპრეტენზიები მალე გაივლის და დათბება ურთიერთობა. მარტოხელებს უამრავი შეხვედრა გელით. თუმცა, ვერ გეტყვით, რომ ყველა იდეალური იქნება, იმედგაცრუება უფრო მეტი გელით.

ჯანმრთელობა

ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არ გელით. კარგი იქნება, თუ იზრუნებთ იმუნიტეტის ამაღლებაზე, გაუმჯობესებაზე. მოერიდეთ გადაღლას, სტრესულ სიტუაციებს. ნუ გადავარდებით დეპრესიაში. უგუნებობისგან დაგიცავთ სუფთა ჰაერზე ფეხით სიარული, გამოძინება. მაგრამ ფიზიკურ აქტიურობას არ გირჩებთ, არც სპორტის ექსტრემალურ სახეობაში ჩართვას.

პირველი თებერვლის შემდეგ ახალი პერსპექტივები გადაგეშლებათ. კარგი იქნება, თუ დაკავდებით თვითანალიზით; გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისგან. მოგინდებათ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ახალი და სასიკეთო უნდა დაგეგმოთ თქვენს ცხოვრებაში, თუნდაც, ახლის შესწავლა.

16 თებერვლის შემდეგ გააქტიურდებით სოციალურად, გახშირდება საქმიანი შეხვედრები, გააფორმებთ სარფიან ხელშეკრულებებს. მიიღებთ უამრავ ინფორმაციას და უნდა შეძლოთ სასურველის სათანადოდ გამოყენება.