ავტორი:

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის

თვის დასაწყისში უმჯობესია, მეტად დაისვენოთ, კარგი იქნება, თუ ქალაქგარეთ გაემგზავრებით. გამონახეთ დრო საკუთარ თავში, შინაგან სამყაროში, სურვილებში გასარკვევად. გადახედეთ წარსულში დაშვებულ შეცდომებს, დაისახეთ მომავალი მიზნები. თვის ბოლოს, როცა მზე თქვენს ნიშანში გადაინაცველებს, მეტად იგრძნობთ ენერგიის მომატებას. მარტივად გაუმკლავდებით რთულ დავალებებს.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვის დასაწყისში არ გირჩევთ ზედმეტ აქტიურობას, ახალი საქმეების დაწყებას. ახალ პროექტებში ჩართვას. ამასთან, არ გირჩევთ დეპრესიაში გადავარდნას. ეცადეთ, შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა. თუ გადახედავთ საკუთარ თავს, საქმეებს, მიხვდებით, რომ არც ისე ცუდად გაქვთ ყველაფერი. უბრალოდ, ცოტა უფრო მეტად უნდა დაისვენოთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. კამათი კიდევ უფრო მეტ ენერგიას და ნერვებს წაგართმევთ. მზის თქვენს ნიშანში გადანაცვლების შემდეგ მოიმატებს საინტერესო შემოთავაზებები. ეცადეთ, აირჩიოთ ისინი, რომლებიც არ დაგირღვევენ სულიერ ჰარმონიას და მუშაობა იქნება კომფორტული.

ფული და სიყვარული

ურთიერთობები ისე განვითარებდა, როგორც თქვენ გადაწყვეტთ. თუ ეცდებით, საერთო ენა გამონახოთ საყვარელ ადამიანთან და იყოთ დიპლომატიური უსიამოვნო საკითხების მოგვარებისას კარგი იქნება. ისწავლეთ კომპრომისზე წასვლა, მოერიდეთ გაჯიუტებას. კონფლიქტები მოიმატებს ეჭვიანობის ნიადაგზე. შეიძლება პარტნიორმა ვერ გაპატიოთ, რომ მეტ დრო ატარებთ მეგობრებთან ერთად და არა მასთან. ეცადეთ, საღამოოები და უქმეები ერთად და რომანტიკულად გაატაროთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით. მას შეიძლება მეგობრების წრეში შეხვდეთ. სიმპათია იქნება ორმხრივი. თუ რომანტიკულ ურთიერთობაზე, ახალ პარტნიორზე ოცნებობთ, ნუ ჩაიკეტებით სახლში, იყავით აქტიური ნაცნობობისას. არც ინტერნეტნაცნობობაზე თქვათ უარი. გამორიცხული არაა, გამოჩნდეს ადამიანი, რომელთანაც წარსულში არ აგეწყოთ ურთიერთობა.

ჯანმრთელობა

თვე დაუთმეთ იმუნიტეტის გაუმჯობესებას. გაფრთხილდით, არ გაგირთულდეთ ქრონიკული დაავადებები. პირველივე მავნე სიმპტომების დროს მიმართეთ ექიმს, სპეციალისტს. ზოგიერთს შეიძლება მოგემატოთ შფოთი, ნერვიულობა, იგრძნოთ ენერგიის ნაკლებობას. მაქსიმალურად მოერიდეთ უსიამოვნო ადამიანებთან კონტაქტს, რთულ სიტუაციებს. კარგი იქნება, თუ ფიზიკურად გააქტიურდებით, ფეხით ივლით სუფთა ჰაერზე. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან.

პირველი თებერვლის შემდეგ დაიწყეთ საქმეების, აქტიურობის შენელება, მეტად დაისვენეთ. კარგი იქნება განმარტოება, შემოქმედებითი იდეების განხორციელება. დაუთმეთ დრო მედიტაციას.

16 თებერვლის შემდეგ მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. მოგემატებათ საქმეები, ვალდებულებები. მოერიდეთ ინტრიგებს, კონფლიქტებს კოლექტივში. გამორიცხული არაა, გააქტიურდნენ ფარული მტრები. სასურველია, თქვენ მიერ ნათქვამი სიტყვა ყველამ სწორად გაიგოს.