ფინანსური საკითხების მოგვარების თვეა. მოგინდებათ კაპიტალის დაგროვება, ფულის სარფიან ბიზნესში დაბანდება. დამატებითი შემოსავლის მოძიებაზე იქნებით ორიენტირებული. ზოგიერთმა შეიძლება გაფორმოთ სარფიანი ხელშეკრულება. ამასთან, ფულს მხოლოდ აუცილებელ ნივთებში დახარჯავთ. გაფრთხილდით, ხელმომჭირნეობის გამო არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება ახლობლებთან.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
ყველა ახალ წამოწყებაში ხელი მოგემართებათ. განსაკუთრებით იმათში, სადაც მატერიალურ მდგომარეობაზე იქნებით ორიენტირებული. ახალი პროექტები მხოლოდ გამოცდილ პარტნიორებთან ერთად დაიწყეთ. ფულს საეჭვო საქმიანობაში ნუ დააბანდებთ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას უსარგებლო ნივთებში. ერთი სიტყვით, თებერვალი ფულის გამომუშავების თვე გექნებათ.
ფული და სიყვარული
სასიამოვნო, რომანტიკული მომენტებით აღსავსე თებერვალი გელით. ახალი ნაცნობობაც მოსალოდნელია და უკვე არსებული ურთიერთობის გაუმჯობესებაც. ეცადეთ, ქორწინებაში რომანტიკა არ გაქრეს. მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს რომანტიკული სიურპრიზები. უქმეები ერთად ქალაქგარეთ გაატარეთ. ხშირად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. მარტოხელებს გელით სასიამოვნო ადამიანის გაცნობა. იყავით თავდაჯერებული და გადადგით პირველი ნაბიჯი პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაზე.
ჯანმრთელობა
ენერგიული და მხნე ხართ. დაუთმეთ დრო ფიზიკური მდგომარეობის, იმუნიტეტის გაუმჯობესებას. ჩაეწერეთ ფიტნეს ცენტრში. უმჯობესია იქ საყვარელ ადამიანთან ან შვილებთან ერთად იაროთ. კარგი თვეა მავნე ჩვევებთან საბრძოლველად. უარი თქვით მავნე საკვების მიღებაზე. თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ, გაესინჯეთ მკურნალ ექიმს.
პირველი თებერვლის შემდეგ მეტად გააქტურდებით ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. მოხდება ღირებულებების გადაფასება. დაისახეთ კონკრეტული მიზნები. მეტი დრო დაუთმეთ თვითგანვითარებას. აკონტროლეთ ხარჯი. უფრო მეტიც, იზრუნეთ შემოსავლის დამატები წყაროს გაჩენაზე.
16 თებერვლის შემდეგ მოგიწევთ გადასახადების გადახდა, ვალების გასტუმრება. მოაგვარეთ საინვესტიციო საკითხები. მოგინდებათ იმიჯის შეცვლა. ზოგიერთი კარდინალურად შეიცვლით სტილს, გარეგნობას.