6 ივნისიდან 4 ივლისამდე ვენერა - სიყვარულის და ფულის პლანეტა - კუროში იქნება. ეს საუკეთესო დროა შემოქმედებისთვის, იმიჯის შესაცვლელად და სიყვარულისთვის. თუმცა, ვენერა შექმნის რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს და ამ დროს დაკვირვება გმართებთ. გაიგეთ, ვის გაუმართლებს, სანამ ვენერა კუროში იქნება.
ვენერას კუროში ყოფნის დროს ადამიანებს მოუნდებათ ესთეტიკით ტკბობა. გსურთ გარშემორტყმული იყოთ სილამაზით - თქვენს სახლში, სამოსში, დეტალებში. გაგიჩნდებათ სურვილი, რომ დააგემოვნოთ გემრიელი კერძები, დატკბეთ ხელოვნებით ან თავად შექმნათ რამე ლამაზი.
რომანტიკულ ურთიერთობაში იქნება მეტი სანდოობაში, სტაბილურობა, სითბო.
6-11 ივნისი - ვენერას მეგობრული ასპექტი აქვს იუპიტერთან
იქნება საჩუქრები, ურთიერთგაგება, ერთმანეთის განებივრება ლამაზი და მდიდრული საჩუქრებით. კარგი დროა რომანტიკული ურთიერთობებისთვის, ქორწინებისთვის.
თუმცა, 6-13 ივნისს ვენერას დაძაბულობა აქვს პლუტონთან და ფრთხილად იყავით, მოერიდეთ ეჭვიანობას, გადაჭარბებულ კონტროლს, პარტნიორისთვის ნოტაციების კითხვას და აგრეთვე - ახალგაცნობილებთანაც გაფრთხილდით.
არსებულ კავშირში არსებობს ჩხუბისა და კონფლიქტის რისკები. ამიტომ უკეთესი იქნება ცოტა მოითმინოთ და მშვიდად გაარკვიოთ სიტუაცია და ისაუბროთ იმაზე, რაც გაწუხებთ მას შემდეგ, რაც დაძაბული ტრანზიტი გაივლის.
30 ივნისს ვენერას ასპექტს ურანთან მოაქვს სიახლე, შეიძლება იყოს მოულოდნელი ნაცნობობა. არსებული სიტუაციის განახლება, რომანტიკული სიგიჟეები საყვარელი ადამიანისთვის. თუ მარტოხელა ხართ გაცნობა შესაძლებელია ონლაინ ან უჩვეულო გარემოში.
რეკომენდაციები ვენერას კუროში ყოფნის დროს:
იზრუნეთ საკუთარ სხეულზე. კარგია კოსმეტოლოგია, თავის მოვლის პროცედურები, მასაჟები - ყველაფერი, რაც აღადგენს თქვენს სენსუალურობას და მიიღებთ ფიზიკურ სიამოვნებას. კარგია იმიჯის შეცვლა.
დაამშვენეთ პირადი სივრცე. შეიძინეთ ლამაზი ნივთები სახლისთვის, შეგიძლიათ თავადაც დაამზადოთ. კარგი იქნება ქოთნის ყვავილების მოვლა, მოლამაზება.
უნდა იყოს მეტი ფლირტი და რომანტიკა. დაუთქვით საყვარელ ადამიანს პაემანი. გაინებივრეთ გემრიელობებით; მიართვით ძვირფასი საჩუქარი.
ვის ელოდება პირად ცხოვრებაში ცვლილებები ვენერას კუროში ყოფნის დროს:
კურო
ვენერა თქვენს ნიშანშია, გაიზრდება თქვენი თავდაჯერებულობა, რასაც პირადი ცხოვრების გაუმჯობესება შეუძლია, გამოავლინეთ ინიციატივა. როცა ვენერა ურანის ასპექტი იქნება, მოგინდებათ რევოლუცია და ცვლილებები პირად ცხოვრებაში. ზოგმა შეიძლება მოისურვოთ თავისუფლება და გათავისუფლება ვალდებულებებისგან. კარგი დროა, რომ ყველაფერი „სუფთა ფურცლიდან“ დაიწყოთ.
კირჩხიბი
უნდა გათავისუფლდეთ დამთრგუნველი აზრებისგან და იპოვოთ გზა, რომ გაიხსნათ სხვებისთვის უფრო სასიამოვნო მხრიდან. ურანის (თავისუფლებისა და რევოლუციის პლანეტა) შეერთება ვენერასთან მოგიტანთ სიახლეებს. ნუ შეგეშინდებათ თქვენი სურვილების. თქვენ გვერდით არის ადამიანი, რომელსაც სურს თქვენთან რომანის დაწყება ან არსებული ურთიერთობების გასერიოზულება. ახალი სიყვარული შეიძლება მეგობრების ან კოლეგების ხელშეწყობით დაიწყოთ. თუმცა, ამ პერიოდში მეგობრობისა და სიყვარულის აღრევა იოლია. გონივრული იქნება წინასწარ არაფერი დაგეგმოთ, არამედ დაეყრდნოთ თქვენს ინტუიციას და პარტნიორის ინიციატივას.
ქალწული
გათავისუფლით ურთიერთობებისგან, რომლებიც მოძველდა ან ხელს გიშლით განვითარებაში. ყურადღება მიაქციეთ იმ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება და მზად იქნება არა მხოლოდ დაგეხმაროთ, არამედ თავისი გრძნობები გაგიზიაროთ. ვენერა კუროში მოგიტანთ ურთიერთობას, რომელიც ეფუძნება გრძნობების სტაბილურობასა და ურთიერთნდობას. მაშინაც კი, თუ ადამიანი განსხვავდება თქვენგან (რელიგიით, ეროვნებით, მენტალიტეტით), ამ პერიოდში დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობები ძლიერი და გრძელვადიანია.
დაოჯახებული ქალწულები ამ პერიოდში თავს ჰარმონიულად და სასიამოვნოდ იგრძნობთ, რადგან პარტნიორისგან მეტ გაგებასა და მხარდაჭერას მიიღებთ.
მორიელი
ვენერას ეს ტრანზიტი საპირისპირო სქესისთვის უჩვეულოდ მიმზიდველს გაგხდით. ვენერა კუროში შეგახვედრებთ ადამიანს, რომელიც გაგაბედნიერებთ. თავად უნდა გამოავლინოთ გამძლეობა და ინიციატივა. ადამიანი, რომელიც მოგწონთ, სიამოვნებით დათანხმდება თქვენს წინადადებებს. მიჰყევით თქვენს გულს, ახლა გექნებათ შანსი, რომ მიაღწიოთ წარმატებას, აავსოთ თქვენი ცხოვრება რომანტიკით და ვნებით.
თხის რქა
უნდა დაფიქრდეთ საკუთარ უკომპრომისო ბუნებაზე და შეამციროთ მოთხოვნები რომანტიკული პარტნიორის მიმართ. უნდა დაგეგმოთ მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა, სადაც შეძლებთ პარტნიორთან უთანხმოების აღმოფხვრას. დგება პერიოდი, როცა ბევრი რამ შეიძლება თქვენთვის სასიამოვნო და მხიარული გახდეს. რომანტიკა ბრუნდება თქვენს ცხოვრებაში და ვნება მხიარულად გიპყრობთ ყოველდღე. გამოხატეთ თქვენი გრძნობები შემოქმედებაში. იპოვეთ ახალი ჰობი. ვენერას ურანთან ასპექტის დროს თქვენს ცხოვრებაში შეიძლება შემოვიდეს უჩვეულო, მაგრამ ძალიან მეგობრული ადამიანი.