ვენერა ლომში გადავა 5 ივნისს და დარჩება 9 ოქტომბრამდე. მას აქვე მოუწევს რეტროგრადული სვლა 23 ივლისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით. ვენერას რეტროგრადული სვლის დროს არის შესაძლებლობა, რომ თქვენს ცხოვრებაში დაბრუნდნენ ყოფილი პარტნიორები. მაგრამ მანამდე შორია და ჯერ რაც მნიშვნელოვანია ის განვიხილოთ: ლომში მყოფ ვენერას სურს რომანტიკულობა, ელიტურ და კულტურულ წვეულებებზე დასწრება, არის შემოქმედებითი. საუკეთესო დროა, სასიყვარულო აღიარებებისა და რომანტიკული პაემნებისთვის. საყვარელი ადამიანი გაანებივრეთ ძვირად ღირებული საჩუქრებით, სიურპრიზებით. განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები, იყავით ყურადღების ცენტრში, გამოდით სცენაზე. გამონახეთ დრო და დაესწარით ფესტივალებს, გამოფენებს ან სულაც მიიღეთ მათში მონაწილეობა. მოგინდებათ ლამაზად ჩაცმა, საკუთარი თავის მოლამაზება.
გაიზრდება რომანტიკული შეხვედრებისა და ინტიმური პაემნების რაოდენობა. სასიყვარულო ურთიერთობა დღესასწაულს დაემსგავსება. შეიძლება ფინანსური სარგებელი მიიღოთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებით. მაგრამ ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება. ფლირტისა და რომანტიკას გამო შეიძლება სამსახურში უსიამოვნებები შეგექმნათ.
19 ივნისიდან თვის ბოლომდე ვენერა მარსს შეუერთება. და მთელ ზემოჩამოთვლილ თეატრალურობას იმპულსურობა და გარკვეული აგრესიულობაც დაემატება. გაიზრდება სექსუალური მიზიდულობა. ახალ ნაცნობებთან ინსტინქტებზე დამყარებული ურთიერთობა იქნება მხურვალე და ვნებიანი.
არსებულ სასიყვარულო კავშირში შესაძლებელია პროტესტი, საყვედურები და გაღიზიანება. არ გირჩევთ კავშირის გაწყვეტას, იმოქმედეთ გააზრებულად. პარტნიორებს შორის დაძაბულობა ივლისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.
ამიტომ, თვის მეორე ნახევარში არ ღირს... ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება დაქორწინებასთან, ნიშნობასთან ან განქორწინებასთან დაკავშირებით. კარგია კულტურული-შემოქმედებითი წვეულებების მოწყობა და ასეთებზე დასწრება. საყვარელი ადამიანის საჩუქრებითა და რომანტიკული სიურპრიზებით განებივრება.