20 თებერვალს, 11:06-ზე ახალმთვარეობა გველოდება თევზების ზოდიაქოში, მეორე გრადუსში. ახალმთვარეობაზე მზეც და მთვარეც თევზების ნიშანშია. ახალმთვარეობის შემდეგ საუკეთესო დროა ქველომოქმედებისთვის, ახალი შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. არტთერაპიისთვის. დააკვირდით შინაგან შეგრძნებებს, სიზმრებს. გამონახეთ დრო განმარტოებისა და სულიერი დასვენებისთვის. 21 მარტს ახალმთვარეობა გველოდება ვერძის ნიშანში, ამ დღესვეა გაზაფხულის ბუნიობა და იწყება ახალი ასტრონომიული ახალი წელი, ამიტომ ეს ახალმთვარეობა თევზებში არის წლის დამასრულებელი ახალმთვარეობა, შედეგების შეჯამების, შეცდომების გამოსწორების. რათა 21 მარტიდან ახალი ცხოვრება დაწყოთ. ეს ახალმთვარეობა ყველაზე მეტად იმოქმედებს თევზებზე და მათზე, ვინც შემოქმედებით სფეროში საქმიანობს. აგრეთვე, ფსიქოლოგებზე, პარფიუმერებზე, მეღვინეებზე, ჰომეოპათებზე, ეზოტერიკოსებზე, ყველას ელოდება სიახლეები, სასიამოვნო აღმოჩენები.
მთვარის ამ ახალ თვეში გირჩევთ, იყოთ მეტად დაკვირვებული, გააზრებული. თევზები ცოტა თავის ჭკუაზე მცხოვრები ნიშანია და ეცადეთ, იყოთ მობილიზებული, გათვლილი გქონდეთ თითოეული ნაბიჯი და სიტყვა. დაიცვათ გრაფიკი, წესები. გამოავლინეთ მეტი პასუხისმგებლობა საქმეების, ახლობლების მიმართ. იყავით სამართლიანი, დაკვირვებული. ნებისმიერი საქმის დაწყებისას იყავით დაკვირვებული, გააზრებული. ნუ მოკიდებთ იმ საქმიანობას ხელს, რაშიც დარწმუნებული არ ხართ. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. ამასთან, დაფიქრდით, რისკენ ისწრაფით, რა უნდა შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში.
ადამიანებს მოუნდებათ საკუთარი გრძნობების, ემოციების შემოქმედებაში გადატანა. სხვათა შორის, გამძაფრდება რომანტიკული გრძნობები საყვარელი ადამიანის მიმართ. შეყვარებულებმა შეიძლება დაქორწინება, თანაცხოვრება გადაწყვიტოთ. ამასთან, გაფრთხილდით, რომ სიყვარულის გამო არ აღმოჩნდეთ მსხვერპლის როლში. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ ახალგაცნობილებთან, მათთან, ვისაც კარგად არ იცნობთ. გრძნობები იქნება დაუვიწყარი და ფერადი, მაგრამ ადამიანი შეიძლება ეგოისტი აღმოჩნდეს და ბოროტად ისარგებლოს თქვენი სიყვარულით.
გარდა ამისა, კარგი იქნება თანამოზარეებისთვის ახალი იდეების განხილვა. გამონახავთ ახალ გზებს სასურველის მისაღწევად. დაიწყეთ ახალი იდეების განხორციელება, ოღონდ წინასწარ კარგად გაერკვიეთ დეტალებში.
სხვათა შორის, ახალმთვარეობის დღეს მზესა და მთვარეს უერთდება სატურნი და გამორიცხული არაა, ამინდი ცოტა გაუარესდეს, გახშირდეს ქარი და სიცივეები. რადგან თევზები წყლის სტიქიის ნიშანია, არაა გამორიცხული შტორმიც.
ახალი ელექტრონივთების, განსაკუთრებით გაჯეტების ყიდვას არ გირჩევთ 20-24 თებერვალს. აგრეთვე სიფრთხილე გმართებთ ფულის გადარიცხვისას, ონალინსაყიდლების დროს.
ვისზე იმოქმედებს ახალმთვარეობა ყველაზე მეტად. რა თქმა უნდა, თევზებზე ( და განსაკუთებით 17-23 თებერვალს დაბადებულებზე), კირჩხიბზე (21-27 ივნისს დაბადებულებზე), მორიელზე (21-26 ოქტომბერს დაბადებულზე). მოგეცემათ ყველა შესაძლებლობა, რომ განახორციელოთ თქვენი იდეები და პროექტები. მათზე, ვისაც პირად რუკაში პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები გყავთ თევზების, კირჩხიბის, მორიელის ნიშნებში პირველიდან-მეხუთე გრადუსში. ტყუპი, ქალწული და მშვილდოსანი ცოტა ფრთხილი უნდა იყოთ. არ დაიბნეთ ახალი საქმეების დაწყებისას, იყავით ყურადღები იმ ადამიანების ან შემოთავაზებების მიმართ, რაც ამ პერიოდში გამოგიჩნდებათ.
პროგნოზს გაეცანოთ თქვენი მზისა და აცენდენტის ნიშნების მიხედვით:
ვერძი
მეტად უნდა დაისვენოთ. კარგი იქნება, თუ განმარტოვდებით, არ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას. დააგროვეთ ენერგიას. მომდევნო ახალმთვარეობა თქვენს ნიშანში იქნება და მერე მოგეცემათ აქტიურად მოქმედების საშუალება. კარგ შედეგს მოგიტანთ მუსიკა, მედიტაცია. შემოქმედებითი იდეების განხორციელება, არტთერაპია.
კურო
მიზნების განხორციელების დრო დაგიდგათ. აგისრულდებათ ის, რაზეც ოცნებობდით. თანამოაზრეებთან ერთად შეძლებთ ახალი იდეების განხორციელებას, ახალ პროექტზე დაიწყებთ მუშაობას. ან შეიძლება სამსახური გამოგიჩნდეთ მეგობრების დახმარებით. გააქტიურდით სოციალურ ქსელებში.
ტყუპი
იყავით მიზანმიმართული. წარმატების შანსი გეძლევათ საქმიანობაში, მოგეცემათ ბიზნესის გაფართოების, დაწინაურების შესაძლებლობა. მთავარია, ერთ საქმეზე იყოთ კონცენტრირებული და არ გაფანტოთ დრო სხვადასხვა წვრილ ვალდებულებაზე. მოგეცემათ სტატუსის ამაღლების, წინსვლის შესაძლებლობა.
კირჩხიბი
ჩამოყალიბდით, რა გსურთ და დაიწყეთ მიზნისკენ გაბედული ნაბიჯების გადადგმა. საუკეთესო დრო სწავლისთვის, კვალიფიკაციის ასამაღლებლად. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან. მოგეცემათ საზღვარგარეთ გამგზავრების შესაძლებლობა. თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება იურიდიულ თემებთან დაკავშირებული საკითხები.
ლომი
მოაწესრიგეთ ფინანსური საკითხები, გადაიხადეთ ვალები, კრედიტები. თუ ფულის დაბანდებას აპირებთ, იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული. გაფრთხილდით, რომ ფულის გამო არ დაგეძაბოთ დამოკიდებულება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან.
ქალწული
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. იყავით მომართული თანამშრომლობაზე. საუკეთესო დროა ახალი ხელშეკრულებების გასაფორმებლად. არ გირჩევთ სხვების გადარჩენის გამო საკუთარი თავის გაწირვას, დაჩაგვრას.
სასწორი
მიაქციეთ ყურადღება კვებისა და ძილის რეჟიმს გაუმჯობესებას. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ ვარჯიშს. მეტ დროს გაატარებთ სუფთა ჰაერზე. სამსახურში შეიძლება მოგემატოთ ვალდებულებები. თუ ხელმძღვანელი ხართ, იყავით კეთილგანწყობილი კოლეგების მიმართ და საქმეები თანაბრად გადაანაწილეთ.
მორიელი
სასიამოვნო თვე გელოდებათ. მოგინდებათ საკუთარი თავის განებივრება, კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება. განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. გამორიცხული არაა, ფული მოგიტანოთ ჰობიმ ან სულაც ლატარიაში მოიგოთ, მაგრამ არ გირჩევთ აზარტულ თამაშებში ჩართვას. აი, ინტელექტუალურ შეჯიბრებაში კი გამარჯვება გელით. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის, შვილების მიმართ. იყავით მზრუნველი და მოსიყვარულე. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ.
მშვილდოსანი
მეტი დრო უნდა დაუთმოთ საოჯახო საქმეების შესრულებას, მშობლებზე ზრუნვას. კარგი იქნება, თუ დაგეგმავთ ან დაიწყებთ რემონტს. გამორიცხული არაა, უძრავი ქონების მფლობელი გახდეთ. გამონახეთ დრო ნათესავების მოსანახულებლად, ოჯახური წვეულებების მოსაწყობად.
თხის რქა
გახშირდება შეხვედრები, კონტაქტები. შეიძლება მოგიწიოთ ახლო მანძილზე მივლინებაში გამგზავრებამ. იყავით დაკვირებული ახალი ხელშეკრულებების გაფორმებისას, ზოგადად, დოკუმენტების შედგენისას. მიიღებთ საჭირო ინფორმაციას, გაიცნობთ საჭირო და გავლენიან ადამიანებს. თუ სწავლის დაწყებას აპირებდით (უცხო ენების, ავტომობილის მართვის) ახლა საუკეთესო დროა. თუ ვაჭრობის სფეროში ხართ, წარმატებული თვე გელოდებათ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება და-ძმებთან.
მერწყული
მეტი დრო უნდა დაუთმოთ მატერიალური საკითხების მოგვარებას. კარგი იქნება, თუ ჩამოყალიბდებით, რამ უნდა მოგიტანოთ ფული. თუ მომსახურების სფეროში ხართ, დააფასეთ და გააძვირეთ თქვენი მომსახურება. უნდა მოახდინოთ თქვენი ცოდნის მონეტიზირება. გამოგიჩნდებათ შემოსავლის ახალი წყარო ან შეიძლება დაიწყოთ მუშაობა, თუ სამსახურის მაძიებელი იყავით.
თევზები
თევზებო, გილოცავთ, ახალმთვარეობა თქვენს ნიშანშია და უნდა გააქტიურდეთ, რომ მაქსიმალურად გაიუმჯობესოთ გარეგნობა, ჯანმრთელობა, საქმიანი და სასიყვარულო კავშირები. დაიწყეთ ახალი იდეების განხორციელება, ჩაერთეთ ახალ პროექტებში. სამსახურში გამოავლინეთ ინიციატივა.