"ქუდბედით დაბადებულები" ანუ რას ნიშნავს იყო მშვილდოსანი

"ქუდბედით დაბადებულები" ანუ რას ნიშნავს იყო მშვილდოსანი

ერთი შეხედვით ბანალურ თუმცა "მარადმწვანე" შეკითხვაზე პასუხის გაცემა – "რომელი ზოდიაქოს ნიშანია ყველაზე კარგი?" საქმე იმაშია ჩემო კარგებო, რომ ზოგადად ასტროლოგიის გადმოსახედიდან არ არსებობს ამ მხრივ სიტყვა კარგის და ცუდის ზუსტი დეფინიცია. ზოდიაქოს ნებისმიერი ნიშანი ფლობს საკუთარ თავში, როგორც დადებით, ისე უარყოფით სახასიათო შტრიხებს, რომელთა გამოვლენა-გაძლიერება ან პირიქით დამუშავება და განეიტრალება, მარტოოდენ პიროვნული განვითარების დონეზე და ნებისყოფის სიძლიერეზეა დამოკიდებული ნებისმიერი ჩვენთაგანის შემთხვევაში.

რა პრიორიტეტები აქვს მშვილდოსანს

"გააკეთო შეუძლებელი, ეს გართობის ერთ-ერთი ხერხია."

უოლტ დისნეი

ალბათ ყველა დანარჩენ ზოდიაქოს ნიშნებს შორის, არც ერთს არ გააჩნია ოპტიმიზმის იმხელა დონე და სიცოცხლის საოცარი სიყვარული როგორიც მშვილდოსანს. მშვილდოსნები წარმატებისა და კეთილდღეობის მომტანი პლანეტის – იუპიტერის გავლენის ქვეშ არიან, რაც განაპირობებს კიდეც ამ ადამიანებში დიდსულოვნების, გულუხვობისა და კეთილშობილების მაღალ დონეს. ნებისმიერი ტიპის მშვილდოსანი, თუნდაც იგი ყველაზე პრიმიტიული აზროვნების პატრონი იყოს, რასაც მოგეხსენებათ ხშირად აღზრდა-განათლებისა და გენეტიკის ფაქტორიც განაპირობებს, აუცილებლად იქნება გულუხვი და მიამიტი რაღაც დოზით. მშვილდოსნების უმრავლესობა ხომ ბავშვობაში ცხოვრობს და ჯიუტად არ სურს გამოვიდეს თინეიჯერობის ასაკიდან, მაშინაც კი როცა ამის გაკეთება აუცილებელია.

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იუპიტერის გავლენით ევლინება ქვეყანას, მასშტაბურად მოაზროვნე და გულკეთილია. მშვილდოსნები გამოუსწორებელი მოხეტიალეები არიან, მათი სიმბოლო კენტავრია, ნახევრად ცხენი ნახევრად ადამიანი, რაც იმას განაპირობებს რომ მოგზაუორობა და შორეული მიზნები მშვილდოსანს მაგნიტივით იზიდავს. გარდა ამისა, ამ ნიშნით დაბადებული ქალებიცა და მამაკაცებიც ბუნებით მონადირეები და აზარტული ინდივიდები არიან. გაიხსენეთ კენტავრს ხომ ხელთ მშვილდისარი უპყრია. აქედან გამომდინარე ხდება ისიც, რომ გარშემო მყოფები ხშირად სდებენ ბრალს მშვილდოსანს ორგულობასა და არასტაბილურობაში. სინამდვილეში კი იგი უბრალოდ გამოუსწორებელი იდეალისტია, რომელიც გამუდმებით დაეძებს ქიმერას, იდეალურ პარტნიორს, მიზანსა და შესაძლებლობებს. მისი მაძიებელი ბუნება ვერ ეგუება ჩარჩოებსა და შეზღუდვებს. ამიტომ ტიპურ მშვილდოსანს არასოდეს ესმის ისეთი ხალხის, ვინც მას თავგანწირული და დეპრესიული ჟინიანობით ებღაუჭება. თავისუფლება და მისი წრეგადასული სიყვარულია მშვილდოსნის ზოდიაქოს უმთავრესი კრედო და ლაიტმოტივი ცხოვრებაში.

თუმცა, მიუხედავად ამისა ხშირად მშვილდოსნის სიკეთე გარშემო მყოფების მიმართ უნაპირო, გულწრფელობა კი გამაოგნებელიც კია. მას შეუძლია საკუთარი ინტერესების გვერდზე გაწევის ხარჯზე აღმოუჩინოს დახმარება ნებისმიერს, ვინც მისგან ამას საჭიროებს და ელის. ამიტომაც არიან ეს ადამიანები ხშირად სამეგობროს სული და გული. მათთვის მეგობრის ცხოვრებით ცხოვრების ჩვევა ჩვეულებრივი და ბუნებრივი ამბავია.

მართალია, მშვილდოსანი ბუნებით ხალისიანი და ოპტიმისტი ნატურაა. მაგრამ დგება ხოლმე ცხოვრებაში მომენტები, როცა იგი მძაფრ მარტოობასა და დეპრესიას განიცდის. ეს მაშინ ხდება, როცა მიზნების და იდეალები უფერმკრთალდება ჰორიზონტზე და ის კიდევ ერთხელ აღმოაჩენს, რომ ადამიანები იშვიათად პასუხობენ მის გულწრფელობას გულწრფელობით. თუმცა რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს მისი სევდა, იგი არასოდეს და არავის მოახვევს თავზე საკუთარ ნეგატიურ განწყობას. მასში ხომ სევდიანი ჯამბაზი ცხოვრობს, რომელსაც მიუხედავად ათასგვარი საფიქრალისა ყოველთვის გააჩნია მოტივაცია და ძალა საიმისოდ, რომ გარშემო მყოფები გააღიმოს და პოზიტიურ განწყობაზე დააყენოს.