2. "ყველაფერჩიკია" - ამ ადამიანისგან ყოველთვის მიიღებთ უამრავ "უფასო რჩევას", იგი ერკვევა ყველაფერში დაწყებული სპორტით, დამთავრებული პოლიტიკით.
3. კრეატიული და ორიგინალურია - ყოველთვის მოგიძებნით ნებისმიერი პრობლემის გადასაჭრელად არასტანდარტულ და რაც მთავარია, არააგრესიულ მიდგომას.
4. მეგობრული და კომუნიკაბელურია - მისი თვისება ნებისმიერ ცოცხალ არსებასთან გააბას მეგობრული ძაფები მიბაძვის ღირსია. მერწყულს მთელი კაცობრიობა უყვარს.
5. ფულთან მიმართებაში ძალიან ფრთხილი და ჭკვიანია - არ უყვარს არც ფულის სესხება, არც გასესხება, თუმცა ძუნწი მას არავითარ შემთხვევაში არ ჰქვია.
6. ბუნებით პასიურია - რაც იმას ნიშნავს, რომ არასოდეს ახვევს საკუთარ თავს და მოსაზრებას სხვას. იგი ყოველთვის გიტოვებთ მოქმედების თავისუფლებას.
7. აზროვნებს გლობალურად - თუკი მისი "თვალებით" შეხედავთ სამყაროს სიცოცხლე გაცილებით უფრო აზრიანი და საინტერესო მოგეჩვენებათ. მერწყული არასოდეს ფიქსირდება წვრილმანებზე.
8. ეზიზღება კონფლიქტი და აგრესია - მერწყულის ხასიათი ემიჯნება ნებისმიერი ტიპის ომს. ამიტომ რაც არ უნდა აწყენინოთ, არასოდეს შემოვა თქვენთან აგრესიაში. მით უმეტეს არ გაგებუტებათ.
9. დიდსულოვანი და მეგობრულია - მას შეუძლია პატიება. ნაკლებად იხსენებს წარსულს.
10. გენიალური იდეები მოსდის თავში - მისმა გამჭრიახობამ შეიძლება ყველაზე რთულ სიტუაციაში გაპოვნინოთ გამოსავალი.