16-22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

16-22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

კურო

სიყვარული - პარტნიორს უნდა აუხსნათ, რომ ინტიმურ კავშირზე არაკლებ ყურადღებას აქცევთ სულიერ სიახლოვესაც. საყვარელი ადამიანის მიმიკა უფრო მეტს აგიხსნით, ვიდრე სიტყვები.

ფინანსები და კარიერა - მიაქციეთ ყურადღება ფინანსებს. სარეკლამო კამპანია და მივლინება კარგ შედეგს მოგიტანთ. კვირის ბოლო არაფერი მნიშვნელოვანი არ დაგეგმოთ.

ჯანმრთელობა - თუ ამინდზე დამოკიდებული ხართ, ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია, რომ მაქსიმალურად შეიმსუბუქოთ მდგომარეობა.

ტყუპი

სიყვარული - ისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომლებიც გაწუხებთ. შეყვარებულები ერთად გაემგზავრეთ დასასვენებლად. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. თავიდანვე გაარკვიეთ, რა ინტერესი აქვს მას თქვენდამი.

ფინანსები და კარიერა - ორშაბათი და ხუთშაბათი კრიტიკული დღეებია. მოერიდეთ უსიამოვნებას უფროსთან. აგრესიულ კლიენტებთან დისტანცია და დიპლომატია გამოიჩინეთ. დაზიანებული ტექნიკის შეკეთების პერიოდია.

ჯანმრთელობა - გაფრთხილდით, ტრავმული კვირაა. კარგ შედეგს მოგიტანთ მასაჟი, მანუალური თერაპია.

კირჩხიბი

სიყვარული - ნუ მოუწყობთ საყვარელ ადამიანს გამოცდას. პირიქით, ერთად ეცადეთ, რომ გაიუმჯობესოთ ურთიერთობა. საოჯახო საქმეების გარდა ერთად გაემგზავრეთ გასართობადაც.

ფინანსები და კარიერა - დასვენების შემდეგ საქმეებთან დაბრუნება გაგიჭირდებათ, მაგრამ უნდა მოინდომოთ. ზოგიერთს მივლინება ელის. კარგი პერიოდია მომწოდებელთან მოლაპარაკების გასამართავად.

ჯანმრთელობა - ყური დაუგდეთ ექიმის რჩევას. მეტად მოუფრთხილდით სასუნთქ სისტემას.

ლომი

სიყვარული - დააკვირდით პარტნიორის მიმიკას ჟესტებს და მარტივად გამოიცნობთ რა სურს მას თქვენგან. გამონახეთ ერთი დღე და მოაწყვეთ რომანტიკული პაემანი.

ფინანსები და კარიერა - ნუ ჩაერთვებით ავანტიურაში, აგრეთვე ზომიერება გმართებთ ფინანსებთან, სპეკულირებისას. არ აიღოთ ვალი. სასიამოვნო ისაა, რომ გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან.

ჯანმრთელობა - ერთადერთი რჩევა გვაქვს თქვენთვის: ნუ გადატვირთავთ ხერხემალს.

ქალწული

სიყვარული - თუ ადამიანი გეუბნებათ, რომ არ მოსწონს თქვენი ქცევა, რაც მას ზიანს აყენებს, ნუღარ გააკეთებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნებას ვერ აიცილებთ. თუ კავშირის შენარჩუნება გსურთ, პარტნიორის ნება-სურვილიც უნდა გაითვალისწინოთ.

ფინანსები და კარიერა - უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები კვირის პირველ ნახევარში მოაგვარეთ. შეიძლება ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოგიწიოთ მუშაობამ. ნუ გააფორმებთ ახალ ხელშეკრულებებს და ნურც ახალ საქმეებს წამოიწყებთ. კვირის ბოლოს სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.

ჯანმრთელობა - განწყობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე დადებით ეფექტს მოახდენს სასიამოვნო მუსიკა. მეტად გაუფრთხილდით სახსრებს.

სასწორი

სიყვარული - მარტივად მოიპოვებთ სასურველი ადამიანის გულს. მეუღლეს თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. მოუსმინეთ, დაამშვიდეთ და ეცადეთ, დაეხმაროთ.

ფინანსები და კარიერა - დაძაბული კვირა დაგიდგათ. მაქსიმალურად ყურადღებით, ფიზიკურად და მორალურად ძლიერი უნდა იყოთ. ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. ნურც ერთ სფეროში ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას. კარგი პერიოდია რემონტის დასაწყებად.

ჯანმრთელობა - მკურნალობისას მიაქციეთ ყურადღება ბალახეულის ნაყენს.

მორიელი

სიყვარული - გულის კარნახით იმოქმედეთ და ნაკლები ყურადღება დაუთმეთ გარშემო მყოფების მოსაზრებებს. საყვარელ ადამიანზე მზრუნველობა და მისთვის სიურპრიზების გაკეთება კიდევ უფრო რომანტიკულს და სასიამოვნოს გახდის ურთიერთობას.

ფინანსები და კარიერა - ავანტიურა და სარისკო საქმიანობა სარგებელს არ მოგიტანთ. ნუ დააბანდებთ ფულს. უფრო მეტიც, შეიძლება სერიოზულად დაგაზარალოთ. კარგი პერიოდია ახალის შესასწავლად.

ჯანმრთელობა - საჭმლის მომნელებელი სისტემა ითხოვს ყურადღებას. ახალგაცნობილთან დაუცველმა სექსმა შეიძლება უსიამოვნებები დაგიტოვთ.

მშვილდოსანი

სიყვარული - პირად ცხოვრებაში პატარა რევოლუციას მოახდენთ. შეიძლება საყვარელი ადამიანის მცირე შენიშვნებს ყურადღება არ მოაქციოთ, მაგრამ მწვავე კრიტიკაზე - აფეთქდებით.

ფინანსები და კარიერა - თუ ხელმძღვანელის პოსტი გიკავით, მაქსიმალური დაკვირვება გმართებთ. როგორც საქმეების, ისე თანამშრომლების მიმართ. უმჯობესია, დრო სასწრაფოდ მოსაგვარებელ საქმეებს დაუთმოთ. გაფრთხილდით, დაძაბული რეჟიმის გამო დამოკიდებულება არ გაიფუჭოთ ნათესავებთან.

ჯანმრთელობა - ოლიმპიურ წესებს ნუ დაუყენებთ საკუთარ თავს. ზომიერად ივარჯიშეთ. შეიძლება შეგაწუხოთ თავის ტკივილმა.

თხის რქა

სიყვარული - ჯერ საკუთარ თავზე იზრუნეთ, რომ მერე საყვარელ ადამიანს მოაწონოთ თავი. რაც უფრო ყურადღების ცენტრი იქნებით, მით მეტი შანსია, რომ საწინააღმდეგო სქესის ყურადღებას მიიქცევთ.

ფინანსები და კარიერა - თუ ეჭვი გეპარებათ, ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს, ნუ აიყვანთ ადამიანს სამსახურში. ოთხშაბათი კარგი დღეა ვაჭრობის სფეროში მომუშავე თხის რქებისთვის. ძვირად ღირებული ნივთები მხოლოდ ერთგულ და საიმედო კომპანიებისგან შეიძინეთ.

ჯანმრთელობა - გაიუმჯობესეთ ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა. ყურადღება მიაქციეთ თირკმელებს. საღამოობით ნახევარი საათი მაინც იარეთ ფეხით.

მერწყული

სიყვარული - შანსი მოგეცემათ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და გამოიყენეთ იგი. ყურადღებით მოუსმინეთ პარტნიორს და მშვიდად მოაგვარეთ უსიამოვნებები.

ფინანსები და კარიერა - ცოტა დაძაბული და დაბნეული ხართ. გაფრთხილდით, არაფერი გამოგრჩეთ, დაკარგოთ ან დაგავიწყედეთ. სხვა პერიოდისთვის გადადეთ მივლინება, გავლენიან ადამიანებთან შეხვედრა. უმჯობესია, ჯერ დამშვიდეთ და "აზრზე მოხვიდეთ".

ჯანმრთელობა - მკურნალობის ტრადიციულ მეთოდებს არატრადიციულებიც შეუთანხმეთ. გადატვირთული ორგანიზმი დასვენებას, დიეტას ითხოვს.

თევზები

სიყვარული - შეიძლება გაიგოთ, რომ მალე მშობელი გახდებით ან საყვარელი ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესების გამო მისმა მოვლამ მოგიწიოთ. მარტოხელები ახალგაცნობილთან საზოგადო საქმეებში ჩაერთეთ.

ფინანსები და კარიერა - მეტად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. ამასთანავე, იყავით დიპლომატიური. ზოგიერთს კარიერული წინსვლა ელის. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას კოლეგებთან/პარტნიორებთან, უფრო მეტი, მოერიდეთ გაურკვევლობას.

ჯანმრთელობა - თუ გაცივებული ხართ, მეტი ყურადღება დაუთმეთ საშარდე ბუშტს. რჩევა და მკურნალობის საშუალებები ექიმის გარდა ახლობლებსაც ჰკითხეთ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?