2019 წლის იანვრის ტაროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2019 წლის იანვრის ტაროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

ამ თვეში ვერძებს მოუწევთ კატის ყველა თვისების გამოყენება - დამოუკიდებლობა, ეგოიზმი ეშმაკობა, მოქნილობა, ადაპტაციისა და რამდენჯერმე ,,გაცოცხლების" უნარი.

კარგი პერიოდია ბიზნესის წამოსაწყებად, ახალი საქმიანი პარტნიორების გასაჩენად.

ბევრი ვერძი კარიერაზე ფიქრს დაიწყებს, მოუნდება მკვეთრი ცვლილებები და ცხოვრების სტილის შეცვლა.

ისინი, ვინც სახლში ისხდნენ და სასწაულს ელოდნენ, მოქმედებას გადაწყვეტენ. ხოლო ისინი, ვინც თავდაუზოგავად შრომობდნენ, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს, მიხვდებიან, რომ მიზნისკენ სავალი ნაბიჯები უნდა შეცვალონ და არა მიზანი. ვერძებო, ნუ მოექცევით უსამართლოდ საყვარელ ადამიანებს, იმის მიუხედავად, რომ პრობლემები გაქვთ. ეს თავის გასამართლებელი საბუთი არ არის.

Astrologia

კურო

იანვარში თქვენში მოიმატებს მოტივაცია. დაგჭირდებათ მენეჯერის თვისებების გამოვლენა, მაშინაც კი თუ დაწინაურებულ პოზიციაზე არ იმყოფებით. სწორედ ეს თვე გადაწყვეტს გაიზრდება თუ არა ახლო მომავალში თქვენი ხელფასი ან დაგწინაურებენ თუ არა. ზოგიერთი კურო მოახერხებს სტარტაპის დაფუძნებას.

იანვარი კარგი პერიოდია თვითგამორკვევისთვის, საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების გააანალიზებისთვის.

Astrologia

ტყუპი

იანვარში თავს მოდუნების საშუალებას მისცემთ, მოკალათდებით კომფორტულ სავარძელში და, როგორც იქნა, წაიკითხავთ წიგნებს, რომელთა სიაც დიდი ხნის წინ შეადგინეთ. ხოლო ისინი, ვისაც ფილმების ყურება ურჩევნია, კინოსიახლეებს გაეცნობიან (გირჩევთ movie.ge -ს). ბევრი ტყუპი აიღებს შვებულებას და დაგეგმავს მოგზაურობას. თქვენი ბოსი, დედამთილი ან შვილები დიდი ალბათობით ეცდებიან იდილია დაგირღვიონ, მაგრამ მაქსიმალურად ჩაებღაუჭეთ შინაგან ჰარმონიას, რომელსაც ძლივს მიაღწიეთ, და კონფლიქტები აირიდეთ. ზოგიერთ ტყუპს უცხოეთიდან ნათესავი ან მეგობარი შეეხმიანება და სასიამოვნო სიახლეს გაუზიარებს.

Astrologia

კირჩხიბი

იანვარი კირჩხიბებისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდება. ახალი წლის დღეებმა არაჩვეულებრივად ჩაიარა, თითქმის ზღაპრულადაც კი, ახლა რეალობაში დაბრუნების დროა. ზოგიერთ კირჩხიბს ფინანსური პრობლემები შეექმნება,მოუწევს საბანკო მანიპულაციების განხორციელება ან ვალის აღება მეგობრისგან. ნუ დაჰპირდებით ადამიანს თანხის მოკლე ვადებში დაბრუნებას, რადგან პირობის შესრულებას ვერ შეძლებთ და მასთან ურთიერთობას გააფუჭებთ. ბევრ კირჩხიბს უარის თქმა მოუწევს ხელგაშლილ ცხოვრებაზე და ქამარს ჭემოიჭერს.

Astrologia

ლომი

ნუ აჰყვებით პანიკას, მაგრამ თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ზოგიერთს შეაწუხებს კუჭ-ნაწლავი, სხვები შესაძლოა გაცივდნენ ან ვირუსი შეეყაროთ. იანვარში ლომისთვის იმატებს ფიზიკური დაზიანებების საშიშროებაც. თუ ვინმე მოგწონთ, დროა გრძნობებში გამოუტყდეთ.

შანსი არ გაუშვათ ხელიდან, რადგან შესაძლოა მომავალში აღმოაჩინოთ, რომ თქვენმა მატარებელმა უკვე ჩაიარა.

Astrologia

ქალწული

დროა დაოჯახებაზე იფიქროთ, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს ტვირთან მიიჩნევთ, რომელიც წარმატების მიღწევაში ხელს შეგიშლით. რეალურად სწორად შერჩეული პარტნიორი ყოველთვის დაგეხმარებათ წინსვლაში და

ცხოვრებას შეგიმსუბუქებთ. ერთ დღეს განვლილ ცხოვებას რომ გადაავლებთ თვალს, მიხვდებით, თურმე ბოლოს არც ფული რჩება, არც დიდება და ძალაუფლება, მხოლოდ ის ადამიანები რჩებიან, ვისაც

მართლა უყვარხართ. იანვარი გამოიყენეთ ფასეულობათა ასაწონ-დასაწონად. თუ ყოფილ შეყვარებულს მსგავსი მიზეზით დაშორდით, მაგრამ ჯერ კიდევ არ გაგნელებიათ მის მიმართ გრძნობები,

დაურეკეთ და შეხვედრა სთხოვეთ.

Astrologia

სასწორი

სასწორების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ვერ გამოერკვია საახალწლო ციებ-ცხელებისგან. იანვარი თქვენთვის ძალიან სრაფად ჩაიქროლებს, რადგან მუდმივად რაღაც გაგიტაცებთ. გაგიჭირდებათ

ყურადღების მოკრება და ერთ საკითხზე კონცენტრაცია. ამ ნიშნით დაბადებული ბევრი ადამიანი ახალ ნიჭს აღმოაჩენს საკუთარ თავში, ან ისეთ საქმიანობას გაიხდისა ჰობად, რომლითაც უწინ არასდროს დაინტერესებულა. ზოგიერთ სასწორს გამოუტყდებიან სიყვარულში.

Astrologia

მორიელი

იანვარში თქვენ მიერ მიღებული ყველა გადაწყეტილება მოგვიანებით სასურველ შედეგამდე მიგიყვანთ, ამიტომ ნუ მოერიდებით რისკზე წასვლას. ამ თვეში მოახერხებთ მოიპოვოთ იმ ადამიანთა კეთილგანწყობა, რომლებიც ადრე გემტერებოდნენ. ზოგიერთი მორიელი შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს. შესაძლოა იანვარში ბიზნესი დაიწყოთ.

Astrologia

მშვილდოსანი

თუ გსურთ, რომ იანვარმა უპრობლემოდ ჩაიაროს, კარგად დაფიქრდით ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმამდე, ასევე ადამიანებთან ურთიერთობისას ფრთხილად შეარჩიეთ სიტყვები. ბევრ მშვილდოსანს ცვლილებები ელის პირად ცხოვრებაში.

Astrologia

თხის რქა

იანვარში მოგიწევთ საყვარელი ადამაინების ფინანსურად და მორალურად დახმარება, რაც მომავალში უკან მოგიბრუნდებათ. ხომ გახსოვთ ფრაზა ,,მადლი ჰქენი, ქვაზე დადე, გაიარე წინ დაგხვდება"? შესაძლოა თქვენმა თანამშრომლებმა დაუშვან შეცდომები, რომელთა გამოსწორებაც თქვენ მოგიწევთ, ამიტომ მზად იყავით სამსახურში ორმაგი დატვირთვისთვის.

Astrologia

მერწყული

იანვრის თვეში თქვენში ემოციური ფონი მოიმატებს, რაც სხვა ადამიანებს დაანახებთ, რომ რობოტი ან უცხოპლანეტელი კი არა, ადამიანი ყოფილხართ, რომელსაც შეუძლია ზღვარგადასული ბრაზი, სიყვარული, სიძულვილი და სიხარული.

ოჯახში, სამეგობროში ან სამსახურში ახალ, მნიშვნელოვან როლს შეიძენთ. მერწყულები, რომლებიც მშობლებთან,

დედმამიშვილებთან ან ნათესავებთან არიან ნაჩხუბრები, მათთან ურთიერთობას გამოასწორებენ.

Astrologia

თევზები

იანვარში თქვენი ცხოვრება საგრძნობლად დასტაბილურდება, ურთიერთობები დათბება და საქმეზე კონცენტრაციას შეძლებთ, მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ აწი ყველაფერი კარგად იქნება. გახსოვდეთ, სამუმამდე (ქვიშიანი ხარიშხალი), უდაბნოში ყოველთვის სიმშვიდე სუფევს, შემდეგ კი, ისე რომ თვალის დახამხამებას ვერ ასწრებ, ყველაფერს ქვიშა ფარავს. სანამ ქარბორბალა ამოვარდნილა, მოასწარით ყველაფერი, მათ შორის დასვენება და საყვარელი ადამიანების მოფერება. იანვარში ელოდეთ სატელეფონო საუბარს, რომელიც უსიამოვნოდ დასრულდება.

. Astrologia

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?