კურო
სიყვარული - სასიამოვნო და რომანტიკული სიურპრიზებით აღსავსე კვირა გელით.
ფინანსები - უფროსთან სასაუბროდ უმჯობესია, უკეთეს დროს დაელოდოთ. ნუ გაფლანგავთ სხვის ფულს. პარტნიორების დიდი უმედი ნუ გექნებათ.
ჯანმრთელობა - აიმაღლეთ იმუნიტეტი. დაიწყეთ ვარჯიში, გადადით თეორიიდან პრაქტიკაზე.
ტყუპი
სიყვარული - ნუ გაერთობით ფლირტით. ემოციური არასტაბილურობა რომანტიკულ კავშირებზეც აისახება.
ფინანსები - ეცადეთ კვირის ბოლომდე დაასრულოთ ყველა მნიშვნელოვანი პროექტი/საქმე.
ჯანმრთელობა - გაიკეთეთ მასაჟი, მიაქციეთ ყურადღება კისერს, ხერხემალს.
კირჩხიბი
სიყვარული - იყავით მეტად თამამი და გულახდილი. რომანტიკა ცხოვრებას გაგიხალისებთ.
ფინანსები - ხელშეკრულებების გაფორმება ყურადღებას ითხოვს. მოერიდეთ რისკებს, თავი შეიკავეთ ვაჭრობისგან.
ჯანმრთელობა - ნუ გადადებთ ვიზიტს სტომატოლოგთან, მოიწესრიგეთ კბილები.
ლომი
სიყვარული - თუ მუდამ გაღიზიანებული და უარყოფითზე იქნებით ორიენტირებული, პირადი ცხოვრება გაგიფუჭდებათ.
ფინანსები - კვირის პირველ ნახევარში ძველი პრობლემები ახლებურად უნდა მოაგვაროთ. მეორე ნახევარში - სახლთან დაკავშირებული უსიამოვნებები.
ჯანმრთელობა - გაუფრთხილდით კისერს. გამოიკვლიეთ კუჭქვეშა ჯირკვალი.
ქალწული
სიყვარული - მოერიდეთ მკვეთრ გამონათქვამებს. საყვარელი ადამიანი საჩუქრებით აავსეთ.
ფინანსები - ძვირფას დროს ტყუილ საუბრებზე ნუ დაკარგავთ. კვირის ბოლოს უამრავი პროექტი გექნებათ მოსასწრები.
ჯანმრთელობა - სტრესი და გადაღლილობა თქვენი პირველი მტერია.
სასწორი
სიყვარული - შეიძლება საკუთარი მიზნებისთვის გამოგიყენონ. მოერიდეთ ზედმეტად მომაბეზრებელ თაყვანისმცემლებს.
ფინანსები - სამსახურში მაქსიმალურად თავშეკავებული უნდა იყოთ. არ დააბანდოთ ფული.
ჯანმრთელობა - ოპერატიული ჩარევა და სწორი მკურნალობა გესაჭიროებათ.
მორიელი
სიყვარული - მოულოდნელობები გელით. შეიძლება მეგობართან ან წარსულში თქვენთვის უსიამოვნო ადამიანთან გააბათ რომანი.
ფინანსები - თქვენს ინიციატივას ყველა ვერ გაიგებს. მოერიდეთ ფულის ფლანგვას.
ჯანმრთელობა - ნუ გადაღლით თვალებს. ყურადღება მიაქციეთ ვენებს.
მშვილდოსანი
სიყვარული - გაიუმჯობესეთ, შეიცვალეთ გარეგნობა. ყველას გულს მოიგებთ.
ფინანსები - იყავით დაკვირვებული. ზოგიერთი კავშირს გაწყვეტს ძველ პარტნიორთან.
ჯანმრთელობა - ბალახების აბაზანა დაღლილობას მოგიხსნით. ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
თხის რქა
სიყვარული - საქმეებით ისე იქნებით დაკავებული, რომ პირადი ცხოვრებისთვის ვერ მოიცლით.
ფინანსები - საიდუმლოებების ამოხსნით იქნებით დაკავებული. კოლეგების დახმარების იმედი ნუ გექნებათ.
ჯანმრთელობა - მოერიდეთ ნაყენებისა და ბალახეულის გამოყენებას.
მერწყული
სიყვარული - საყვარელი ადამიანი რომანტიკით გაანებივრეთ.
ფინანსები - თანამოაზრეების დახმარებით სწრაფად დაასრულებთ პროექტებს.
ჯანმრთელობა - შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა ან საერთოდ თავი დაანებეთ მოწევას.
თევზები
სიყვარული - ცეკვა ამ ვარჯიში ფიზიკურად უფრო მიმზიდველს გაგხდით საწინააღმდეგო სქესისთვის.
ფინანსები - მოაწესრიგეთ ფინანსური დოკუმენტები, იურიდიული საკითხები.
ჯანმრთელობა - გაუფრთხილდით თვალებს. მეტად დაისვენეთ სუფთა ჰაერზე.