3 ნიშანი, რომელსაც დედმამიშვილი აუცილებლად სჭირდება ბედნიერებისთვის

3 ნიშანი, რომელსაც დედმამიშვილი  აუცილებლად სჭირდება ბედნიერებისთვის

კურო

კუროს დედმამიშვილი თავისი ბუნების გამოსავლენად სჭირდება, მასში ხომ მზრუნველობაა მოჭარბებული. სხვა შემთხვევაში კურო ფიქრობს, რომ კოსმოსის მიერ დაკისრებული მისია ვერ შეასრულა და თავს უბედურად გრძნობს - შესაძლოა, ვერც აცნობიერებდეს რა სჭირს და რა აკლია. კუროა ის  ძმა/და, რომელიც არავის მისცემს უფლებას შეგაშინოთ, დაგამციროთ ან შეურაცხყოფა მოგაყენოთ. ალბათ შეგაწუხებთ და გაგაღიზიანებთ, რომ ყოველთვის გირეკავთ, გწერთ და გკითხულობთ როგორ მოდის თქვენი საქმეები, მაგრამ სამაგიეროდ, თავს მარტო და დაუცველად არასდროს იგრძნობთ.

ტყუპი

შესაძლოა ტყუპი ფიქრობს, რომ დედმამიშვილის ყოლა დიდი დისკომფორტია მათთვის და ნერვებიც ეშლებოდეთ, როცა უმცროსი დაიკო მის ტანსაცმელს იცვამს, ან ძმა ყველაფერს უფუჭებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ტყუპი ძალიან უბედურად გრძნობენ თავს, თუ დედმამიშვილი არ ჰყავთ. ის მზადაა მშობლების სიყვარული უწილადოს დედმამიშვილებს, მზადაა თავისი გამომუშავებული თანხის თანაზიარიც კი გახადოს ისინი, ოღონდ ჰყავდეს! საქმე ისაა, რომ ამ ნიშნით დაბადებულებს  სურთ ვინმესთვის მისაბაძი მაგალითი იყვნენ, თუმცა ამაში არასდროს გამოტყდებიან.

კირჩხიბი

შესაძლოა კირჩხიბმა არა ერთი ადამიანი ჩამოიტოვოს უკან და ბევრ ურთიერთობას - რომანტიკულს, კოლეგიალურს თუ მეგობრულს - წერტილი დაუსვას, მაგრამ მის ცხოვრებაში არსებობს ერთი უცვლელი და მარად სტაბილური კავშირი - დედმამიშვილობა. რაც უნდა მოხდეს, კირჩხიბი ყოველთვის აპატიებს თავის დას/ძმას და  ნებისმიერი შეცდომის მიუხედავად უკან მიიღებს მას. კირჩხიბს დედმამიშვილი სჭირდება იმისთვის, რომ თავი სრულფასოვნად იგრძნოს. მისადმი გამოავლინოს სითბო და სიყვარული, რომელიც უხვად აქვს გულში.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?