მათგანი არაჯანსაღი ეგოიზმითაც გამოირჩევა. ასტროლოგები თვლიან, რომ სამართლიანობის დონე და სწორი აღქმის უნარი - სად გადის ობიექტურობასა და სუბიექტურ ხედვას შორის ზღვარი, ასევე კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნისთვის მახასიათებელი თვისებაა და ყველა ნიშანს როდი ერგო ნიჭი საიმისოდ, რომ ესა თუ ის სიტუაცია აბსოლუტურად მიუკერძოებლად შეაფასოს. თუმცა სხვა საქმეა სამართლიანობის აღქმა და მისთვის ბრძოლის უნარი, ამიტომ დღეს იმ ზოდიაქოს ნიშნებზე ვსაუბრობთ, ვისაც უბრალოდ, სწორად ესმის სიტყვა "სამართლიანობის" მნიშვნელობა:
სასწორი - მიჩნეულია, რომ ძველბერძნული ღვთაების თემიდას კულტსა და სასწორის ნიშანს შორის გარკვეული კავშირია. თუ გავიხსენებთ თემიდას გამოსახულებას თვალები აქვს ახვეული, ხელში კი სასწორი უჭირავს როგორც სამართლიანობის განმსაზღვრელი სიმბოლო... თუმცა, გადაწყვეტილებას ფაქტობრივად "ბრმად" იღებს იგი... იგივე შეიძლება ითქვას ზოდიაქოს ნიშნით სასწორზე. ეს ადამიანები ზოგადად, უკონფლიქტო ბუნებითა და მშვიდობიანობის სიყვარულით გამოირჩევიან. ამიტომ ხმაური და აურზაური, მათში ერთგვაროვნად იწვევს დისკომფორტსა და გაღიზიანებას. სასწორი არასოდეს კამათობს მხოლოდ ერთი მხარის პოზიციიდან გამომდინარე. მას ახასიათებს მოდავე მხარეების შეხედულებებს გაეცნოს და ორივე კუთხით შეხედოს სიტუაციას, ამიტომაც შეუძლია ამ ხალხს ობიექტურად გამოიტანოს დასკვნა და არც ერთ ოპონენტის მხარე არ დაიჭიროს ერთპიროვნულად.
მშვილდოსანი - სამართლიანობა მშვილდოსანს, სასწორისგან განსხვავებულ კონტექსტში ესმის. ამ ადამიანებს ყველაფრის მიმართ მასშტაბური, გლობალური აღქმის უნარი გააჩნიათ. შესაბამისად, მშვილდოსანი სამართლიანობის პრინციპსაც გლობალურ ჭრილში განიხილავს. იგი ვერ იტანს ჩაგვრასა და ტერორს, ამიტომ ყოველთვის შეუძლია დადგეს დაზარალებული ადამიანების მხარეზე და დაუღალავად ამტკიცოს მათი სიმართლე. თუმცა, იდეალისტური ბუნებიდან გამომდინარე, ხშირად უჭირს აღიაროს საკუთარი შეცდომები და ამა თუ იმ საკითხისადმი ოდნავ მიკერძოებული დამოკიდებულება. მშვილდოსანი ძალზე ხშირად გამოდის როგორც გურუ ან მასწავლებელი სამართლიანობის საკითხში. თუკი საერთო განათლება და ინტელექტი მას ამ მხრივ ხელს უწყობს, იგი შეიძლება საყოველთაოდ მისაბაძ ადამიანად იქცეს საზოგადოებაში.
მერწყული - ამ ნიშნის სიმბოლოს თუ დააკვირდებით, დაინახავთ, რომ იგი წყალს უმისამართოდ ასხამს მთელი კაცობრიობის მიმართულებით. იგივე პრინციპი ვრცელდება მერწყულის სამართლიანობის აღქმაზეც. ეს ადამიანები უზომოდ ჰუმანურები, ლოიალურები და კეთილმოსურნები არიან. ამასთან ერთად, პატივს სცემენ სხვის თავისუფლებას და იშვიათად ერევიან ვინმეს პირად ცხოვრებაში. მერწყულის სამართლიანობა ვლინდება იმაშიც, რომ მას არ უყვარს სხვებზე ჭორაობა და ნაკლებად ცდილობს განიკითხოს ადამიანები ჩადენილი (თუნდაც ძალიან უღირსი) საქციელის გამო. იგი მუდმივად ეძებს დადებით მხარეს ნებისმიერ ინდივიდში, ცდილობს გამოარკვიოს რატომ იქცევა ესა თუ ის პიროვნება ცუდად, მოსწონს სხვების საქციელის დაფარული მოტივების მიგნება. თუმცა ამას იმისთვის კი არ აკეთებს, რომ ვინმე განსაჯოს, უფრო პირიქით - ეძებს ხელჩასაჭიდ ძაფს, რომ ვინმეს დანაშაული, ობიექტური მიზეზებით ახსნას.