ტყუპი
ამ ნიშნით დაბადებულები მუდმივად საკუთარ თავს ებრძვიან. ერთ ნაწილს თუ უნივერსიტეტში/სამსახურში წასვლა უნდა, მეორე შინ დარჩენისკენ ექაჩება; თუ ერთ ნაწილს - ქერები მოსწონს, მეორეს - შავგვრემნები ურჩევნია. ტყუპს უჭირს სტრაბილურობის შენარჩუნება. ვერ გაურკვევით რა სურთ ან რატომ. მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობენ ორი ნახევრის შეერთებას და სულიერი ჰარმონიის მიღწევას. გასაკვირი არ არის, რომ თვითგამორკვევა ძალიან რთული და მნიშვნელოვანი საკითხია მათ ცხოვრებაში.
სასწორი
ამ ნიშნით დაბადებულები იკარგებიან ცხოვრების დინამიკაში, იმაზე დარდში, თუ რას მიიჩნევენ სწორად მისი საყვარელი ადამიანები ან გარშემო მყოფები. ცდილობს თავისი აზრები საყოველთაო ჭეშმარიტებებსა და მორალურ ჩარჩოს დაუქვემდებაროს, რადგან მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ მიიღოს, აღიაროს, კუთვნილი ადგილი გამოუყოს. თვითგამორკვევის საკითხს ართულებს სასწორების ერთი თვისებაც: ძალიან დიდხანს ფიქრობენ გადაწყვეტილების მიღებამდე, პლუსებს და მინუსებს ერთმანეთს ადარებენ.
თევზები
თევზებს პლანეტა ნეპტუნი მართავს, ამიტომ მეოცნებენი არიან. შეუძლიათ წარმოიდგინონ, როგორი იქნება მათი ცხოვრება ათი წლის შემდეგ და იწამონ კიდეც. არსებულ მოვლენებსაც ზედმეტად სუბიექტურად აღიქვამენ, რაც გაუგებრობას წარმოშობს ხოლმე სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას. ხშირად თევზი რეალობას შორდება. მართალია, ეს თვისება კრეატიულობაში ეხმარება, მაგრამ რეალურ პრობლემებთან შეხლის შემთხვევაში, იმედებსაც უცრუებს. თევზები იხლიჩებიან რეალობასა და ფანტაზიას/ილუზიას შორის. იცინი ცდილობენ გაარკვიონ რა შეესაბამება რეალობას.