ამ კვირაში განსაკუთრებულ მოვლენას ელოდეთ, რომელიც დაკავშირებული იქნება თხის რქასთან, კურსოთან ან ქალწულთნ. ეს ადამიანი თქვენი ოჯახის წევრი ან ნათესავია. შესაძლოა მოვლენა დაკავშრბეული იყოსმიემართებოდეს ხელის თხოვნასთას, ქორწილს, ნათლობას, კარიერულ წინსვლას ან სახელის მოხვეჭას. ამ კვირაში სერიოზულად დაფიქრდებით და იპოვით პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც უკავშირდებას თქვენს ცხოვრებაში არსებულ ვერძეს, ლომესა და მშვილდოსანს. ეს ადამიანი ემოციურად გამოფიტულია, ან მუდმივად გაღიზიანებული, ან პროფესიულად არც თუ ისე დაწინაურებული. 4-დან 10 მარტამდე მის განზრახვებს ამოიცნობთ და გაესაუბრებით და თავადვე მოგიყვებათ. ამ პერიოდში სიყვარული მოგიტანთ მძაფრ ემოციებს და სასიამოვნო მოგონებებს, რომლის დავიწყებასაც ვერასდროს შეძლებთ. თუ გსურთ, რომ მომავალში უპრობლემოდ დაორსულდეთ, გამოიკვლიეთ რეპროდუქციული სისტემა.
ეს კვირა ძალიან საინტერესოა ლომებისთვის, რადგან მათ სიყვარული ეწვევათ.
ზოგიერთი ლომი სერიოზულ ურთიერთობას წამოიწყებს. თუ ის ლომი ხართ, რომელსაც პირად ფრონტზე პრობლემები აქვს, მოცემულობა უნდა მიიღოთ და ისე იმოქმედოთ, როგორც პირადად თქვენთვის აჯობებს. თუ თქვენი პარტნიორი სხვა ქალაქში ან ქვეყანაში ცხოვრობს, თქვენ შორიოს უჩვეულო სულიერი კავშირი დამყარდება და ძალიან მიეჯაჭვებით ერთმანეთს. ურთიერთობა აგერევათ ოჯახის წევრ ქალთან, რადგან გამოიჩენს მოუთმენლობას ან სწრაფად (ზოგჯერ უმიზეზოდ) გაღიზიანდება. ამ კვირაში შესაძლოა გაგაკვირვონ საჩუქრით. თუ უძრავ ქონებასთან ან თანხის დაბანდებასთან დაკავშრებით პრობლემები გაქვთ, ამ კვირაში ხსნას არ ელოდეთ, პირიქით, ახალი გაურკვევლობები იჩენს თავს. ლომებს, რომლებმაც 35 წელს გადააბიჯეს, ემოციური აფეთქება ელოდებათ.
ამ კვირაში მოსალოდნელია უსიამოვნო საუბარი ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. ვიღაცას ეწვევით სახლში... ვიღაც ისეთს, ვინც ცხოვრების ერთ-ერთ ურთულეს პერიოდს გადის. შესაძლოა მისი პრობლემები ჯანმრთელობასთან იყოს დაკავშირებული.
ამ პერიოდში არ მოგაკლდებათ სანერვიულო, რადგან ერთ გაურკვევლობას მეორე მოჰყვება. მოსალოდნელია იმედგაცრუებებიცა და დანაკრგიც. განსაკუთრებით იმ საკითხში, რომელთან დაკავშირებითაც დიდ გეგმებს აწყობდით. კარგი პერიოდია ქალაქის დასატოვებლად და დასასვენებლად, რომ მომავალ კვირაში პრობელმების მოგვარებას ახალი ძალით შეუდგეთ.
მნიშვნელოვან როლს ითამაშებთ თქვენი შვილის ინტელექტუალურ განვითარებაში.
იმპულსურ გადაწყვეტილებებს მიიღებთ მძაფრ ემოციურ ფონზე, რასაც შეუძლია ფინანსური ზარალი მოგაყენოთ. ამიტომ თავის ხელში აყვანა გმართებთ.
შესაძლოა დაკარგოთ ქოლგა, საფულე ან მობილური. დანაკარგის თავიდან ასარიდებლად, სიფრთხილე გამოიჩინეთ და ყურადღება მოიკრიბეთ. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნუ წაუძინებთ, როგორი დაღლილიც არ უნდა იყოთ. ასევე, საჯარო ადგილებში ნუ გაერთობით რაიმეს თვალიერებით. ამ პერიოდში დიდ სიამოვნებას მიიღებთ სატელეფონო საუბრისგან. მამაკაცი გიამბობთ, როგორ შეცვალა თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ და როგორ მიაღწია წარმატებას.
თქვენი ოჯახის წევრი ან ნათესავი პროფესიასთან დაკავშირებულ ხათაბალაში გაეხვევა და თქვენი დახმარება დასჭირდება. სახლში მოსალოდნელია საყოფაცხოვრებო პრობლემების გაჩენა. შესაძლოა გაფუჭდეს გამათბობელი, ელექტროგაყვანილობა, სარეცხის მანქანა ან კომპიუტერი. სამწუხაროდ, პროფესიონალის დახმარება დაგჭირდებათ და მარტო ფონს ვერ გახვალთ. ამ კვირაში ახალგაზრდა ქალი თქვენს მართვას შეეცდება. მშვილდოსანმა ქალმა არ უნდა გამოსცადოს თავისი პარტნიორის მოთმინება და ერთგულება. მშვილდოსან კაცს შეაწუხებს დეპრესიული განწყობა.
ამ კვირაში მოერიდეთ ღრუბლებში აფრენას და ადამიანებისთვის არარეალური დაპირებების მიცემას. თქვენს შვილს კონფლიქტი მოუვა ადამიანთან, რომლის მოგვარებაც თქვენ მოგიწევთ. ახლო მეგობარი გაგიზიარებთ საიდუმლოს მომავალი განქორწინების ან ღალატის შესახებ.
კარგი კვირა ელოდებათ იმ ვერძებს, რომლებსაც ამბიცია ამოძრავებთ. ადამიანი, რომელიც დაბადებულია კირჩხიბის ან მორიელის ნიშნით, თქვენს ცხოვრებაში პოზიტიურ და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. შესაძლოა მისი დახმარებით მიზანს მიაღწიოთ ან პრობლემასთან გამკლავება გაგიადვილდეთ. ამ კვირაში შეგაწუხებთ მამაკაცი, რომელსაც ფინანსური ინტერესები აქვს თქვენთან დაკავშირებით.
ტყუპი
სერიოზულად დაფიქრდებით რომანტიკული ურთიერთობის დასრულებაზე, რადგან პერსპექტივას ვერ ხედავთ.
მოსალოდნელია გახდეთ ისეთი მოვლენის თანამონაწილე, რომელიც ბავშვის ირგვლივ განვითარდება. კარგი კვირაა მოკლევადიანი მოგზაურობისთვის. სამსახურთან დაკავშირებული დავალების შესასრულებლად შეიძლება ქალაქი დატოვოთ.