5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც მილიონს მარტივად იშოვის

5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც მილიონს მარტივად იშოვის

რამდენად გაქვთ იღბალი და ნიჭი სოლიდური კაპიტალის დასაგროვებლად, არამხოლოდ თქვენი გამჭრიახობა და ცოდნა (თუნდაც ორი დიპლომის ქონა) არამედ ვარსკვლავების განლაგება და კონკრეტულად, თქვენი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს. არსებობს საკმაოდ ცნობილი სტატისტიკა იმის შესახებ თუ ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე მდიდარი და ფინანსურად წარმატებული ადამიანები. გთავაზობთ ამ ნუსხას და თუ მასში საკუთარი თავი წინა ფლანგზე აღმოაჩინეთ, ის დროა ხელები დაიკაპიწოთ და საქმეს შეუდგეთ...

როგორც აღმოჩნდა ყველაზე მეტი მილიონერი და მილიარდელი ქალწულის ნიშნით იბადება – 98% . ამ ხალხის ძირითადი კაპიტალი საბანკო-საფინანსო სფეროში მოღვაწეობის შედეგია.

მას გვერდს უმშვენებს მორიელი – 91 %. ისინი როგორც წესი ფულს სადაზღვევო ბიზნესით, სალომბარდო ან აზარტული თამაშების ქსელის ფლობით შოულობენ. არც არალეგალურ შემოსავლებს ერიდებიან.

არანაკლებ წარმატებულია ფინანსურად ტყუპის ზოდიაქო – ამ ხალხის შემოსავლის წყარო ძირითადად მედია სფეროა – ბეჭდური მედია, ინტერნეტკომუნიკაცია და ა.შ.

მეოთხე საპატიო ადგილს იკავებს ვერძი – 88%. ამ ხალხის სიმდიდრის წყაროა ინოვაციური პროექტები, რეკლამა-მარკეტინგი, სახელოვნებო სფერო.

ხოლო მეხუთე ადგილზე მერწყულის ნიშნით დაბადებულები დგანან – 82%. როგორც აღმოჩნდა, მერწყულები ფულს სოციალური პროექტების მეშვეობით და სატელევიზიო საქმიანობით შოულობენ.