სიყვარული - შეცვალეთ ინტერიერი საძინებელში, უფრო ჰარმონიული გახადეთ იგი. საყვარელი ადამიანი გაანებივრეთ გემრიელობებით.
ფინანსები და კარიერა - შეიძლება უცხოელი კლიენტები გამოგიჩნდნენ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა პარტნიორებთან. ყურადღებით მოაგვარეთ იურიდიული საკითხები.
ჯანმრთელობა - კვირაში ერთხელ მაინც მოიწყვეთ განტვირთვის დღე. გაუფრთხილდით ყელს, კისერს.
ტყუპი
სიყვარული - სიტყვა ძლიერი იარაღია. ნებისმიერ ადამიანს დაიპყრობთ საჭირო სიტყვით. ვნების ალს სწრაფად გაააღვივებთ პარტნიორში. თუმცა, მთავარი მისი შენარჩუნება და გაძლიერებაა.
ფინანსები და კარიერა - ენერგიის მომატებას იგრძნობთ და რთულ ვალდებულებებს მარტივად გაართმევთ თავს.
ჯანმრთელობა - გამოჯანმრთელებას თავად უნდა შეუწყოთ ხელი.
კირჩხიბი
სიყვარული - მცირე უსიამოვნებების გამო საკუთარ თვს ნუ დაიმარხავთ. პირიქით, გააქტიურდით. იცოდეთ საკუთარი თავის ფასი.
ფინანსები და კარიერა - ორშაბათსვე ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. ლოიალურად მოექცეცით კლიენტებს.
ჯანმრთელობა - გაუფრთხილდით ღვიძლს. ნერვების დასამშვიდებლად მეტად იკონტაქტეთ შინაურ ცხოველებთან.
ლომი
სიყვარული - გჭირდებათ პარტნიორი, რომელიც მუდამ მზადაა თქვენი სექსუალური სურვილების დასაკმაყოფილებლად.
ფინანსები და კარიერა - საქმეების გასაუმჯობესებლად გავლენიანი ადამიანების დახმარება დაგჭირდებათ. სამსახურში კომფორტული პირობები შეიქმენით.
ჯანმრთელობა - დაბინძურებულმა გარემომ და მტვერმა შეიძლება სასუნთქი ორგანოები დაგიზიანოთ. ოთახი ხშირად გაანიავეთ.
ქალწული
სიყვარული - შეიცავლეთ გარემო, დამოკიდებულება საყვარელი ადამიანის მიმართ და ეცადეთ, გაამრავალფეროვნოთ თქვენი სექსუალური ცხოვრება.
ფინანსები და კარიერა - ახალი პროფესიების, ათვისების სურვილი გაქვთ.
ჯანმრთელობა - ერთადერთი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, ფარისებრი ჯირკვალია.
სასწორი
სიყვარული - იყავით მეტად თამამი, თუ მოგწონთ ის ადამიანი, ვის გვერდითაც ახლა ხართ. დასვენების დღეები საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
ფინანსები და კარიერა - კვირის დასაწყისი წარმატებულია და არ იზარმაცოთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. მარტივად აიღებთ კრედიტს.
ჯანმრთელობა - 20-წუთიანი ყოველდღიური ვარჯიში ყველა უსიამოვნებას მოგაცილებთ. თუმცა, ნურც დასვენებას დაივიწყებთ.
მორიელი
სიყვარული - პირადი ურთიერთობის დალაგება თუ გსურთ, რჩევები გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ. იზრუნეთ სიყვარულის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე.
ფინანსები და კარიერა - გააუმჯობესეთ ურთიერთობა კლიენტებთან, საქმიან პარტნიორებთან. კვირის მეორე ნახევარში დაიწყეთ ხელშეკრულებების გაფორმება, საბუთების მოწესრიგება.
ჯანმრთელობა - ნუ გამოიყენებთ პარფიუმერიულ და კოსმეტიკურ საშუალებებს, რომლებიც კანს გიღიზიანებენ.
მშვილდოსანი
სიყვარული - დაარეგულირეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. განსაკუთრებით, თუ ბოლო დროს დაძაბულობა შეიმჩნეოდა.
ფინანსები და კარიერა - ხანდახან უსიამოვნო საქმეებიც უნდა შეასრულოთ. კარგ შედეგებს მოგიტანთ მოლაპარაკებები. შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ.
ჯანმრთელობა - მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. მოეშვით თვითმკურნალობას და მიაკითხეთ ექიმს.
თხის რქა
სიყვარული - სწორად გაიგეთ საყვარელი ადამიანის მოთხოვნები. ურთიერთობაში ცოტა რომანტიკა და ეროტიკა აუცილებელიცაა.
ფინანსები და კარიერა - სარისკო ქმედებები დიდ ყურადღებას მოითხოვს. გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღეთ ფინანსებთან დაკავშირებით.
ჯანმრთელობა - კბილები, პირის ღრუ და ლორწოვანი გარსი საჭიროებს მეტ მოვლას. მოქნილობისთვის უნდა ივარჯიშოთ.
მერწყული
სიყვარული - თუ საყვარელი ადამიანი გაეჭვიანებთ, დაფიქრდით, იქნებ თქვენგან არ იღებს საჭირო მზრუნველობას, სიყვარულს?..
ფინანსები და კარიერა - საკადრო ცვლილებების კვირაა. მეტი დრო დაუთმეთ სამსახურში სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.
ჯანმრთელობა - განწყობა და ჯანმრთელობა შეგიძლიათ ფიზიკური აქტიურობით (იოგა, ცეკვა) გაიუმჯობესოთ.
თევზები
სიყვარული - საქმეებისა და ვალდებულებების მიუხედავად ნურც პირად ცხოვრებას დაივიწყებთ. ფრიგიდულ და მუდამ უკმაყოფილო ადამიანს პარტნიორი დიდი ხნით ვერ გაუძლებს.
ფინანსები და კარიერა - მნიშვნელოვანი პროექტები კოლეგებთან ერთად განახორციელეთ. ყველასთვის გასაგებად გამოთქვით თქვენი მოსაზრებები. ნუ ჩაერთვებით ინტრიგებში.
ჯანმრთელობა - გაუფრთხილდით ნერვებს და ძვლოვან სისტემას. ტრავმულობის ალბათობა მატულობს.