აგვისტოს ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ორშაბათი - დღეს მზის დაბნელებაა

აგვისტოს ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ორშაბათი - დღეს მზის დაბნელებაა

ყველაზე რთულ თვედ მოიაზრება ასტროლოგების მიერ. ეს იმიტომ, რომ რიგ პლანეტარულ განლაგებებთან ერთად, აგვისტოს ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა მთვარისა და მზის დაბნელებაც ემთხვევა. მთვარის დაბნელება უკან მოვიტოვეთ 7 აგვისტოს, ამჯერად კი უმთავრესი - მზის სრული დაბნელება გვაქვს დღის წესრიგში და ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მოვლენაა.

დაბნელებები თავისი არსით დიდი და რადიკალური ცვლილებების საწყისს განაპირობებს, ის გავლენას ახდენს როგორც მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე ისე ლოკალურად, ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაზე. ამიტომ ეს ორშაბათი, რომელიც ტრადიციულად მძიმეა მზის დაბნელების ენერგეტიკის გავლენის გამო ასმაგად ფრთხილად უნდა გავიაროთ. დაბნელებისას კოსმოსიდან უდიდესი ენერგეტიკა მოდის, რაც თავის მხრივ ადამიანების ფსიქიკას "აწვება".

მით უმეტეს, რომ ამ კონკრეტულ დაბნელებას ემთხვევა მარსთან შეერთებაც, რაც თავის მხრივ კონფლიქტებისა და დაპირისპირებების ალბათობას ერთი ათად გაზრდის, როგორც სამსახურეობრივ, ისე ოჯახურ ნიადაგზე. დაბნელება ლომის ზოდიაქოშია, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტუალური თემები ძალაუფლების გადანაწილებას, პატივისა და ღირსების საკითხს დაუკავშირდება. შესაძლებელია კონფლიქტების დიდი ნაწილიც ზუსტად რომ იმიჯის, საკუთარი ღირსების დაცვის თემატიკაზე იყოს აღმოცენებული. არ არის გამორიცხული სირთულეები პირად ცხოვრებაში და ბავშვებთან, ლომის ზოდიაქოს სასიყვარულო კავშირებს და ბავშვებთან კომუნიკაციასაც შეესაბამება.

სასურველია ამ დღეს სიმშვიდე, წინდახედულება და კეთილგონიერება გამოიჩნოთ ზემდგომებთან კომუნიკაციისას. მაქსიმალურად ერიდეთ აგრესიის ნებისმიერი სახით გამოვლინებას, იმიტომ რომ დაბნელების პერიოდში ჩვენ მიერ გაცემული ნებისმიერი აგრესია უკან საოცარი სისწრაფით ბრუნდება ბუმერანგული პრინციპით. არ არის გამორიცხული მნიშვნელოვანი მოვლენები მსოფლიო და ადგილობრივ პოლიტიკურ სპექტრშიც. დაბნელების ენერგეტიკა, როგორც წესი, სათავეს უდებს ხანგრძლივვადიან მოვლენებს, რომელთა განვითარების ხაზიც შესაძლოა უახლოესი რამდენიმე წელიწადიც კი გაგრძელდეს.

ამიტომ კარგად დააკვირდით ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე ნებისმიერ მოვლენას და ადამიანებს, რომლებთანაც მოგიწევთ სამყაროს კანონზომიერების მიხედვით შეხება. ისინი სამომავლოდ დიდ და გადამწყვეტ როლს ითამაშებენ თქვენს ცხოვრებაში. უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც წესი, დაბნელებებს ნეგატიურ ფონთან ერთად ბევრი დადებითიც მოაქვს. ეს საუკეთესო დროა თქვენი მომავლის კორექტირებისთვის. იმიტომ რომ, ამ პერიოდში ჩაფიქრებულ სურვილებს, გასაოცარი სისწრაფით და სიზუსტით ასრულებს სამყარო. შესაბამისად ამ ეტაპზე, რაკი დაბნელება ლომის ნიშანში ხდება უნდა იმოქმედოთ გულით (ლომი ხომ გულით იმართება) და გულწრფელად, რათა სამომავლოდ თქვენი ნებისმიერი ჩანაფიქრი და სურვილი აასრულოს კოსმოსმა.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?