პაწაწინა ფრთებს ისე მალავს, რომ ერთი შეხედვით ვერავინ წარმოიდგენს მას თუ ფრენა შეუძლია, ძველი ეგვიპტელები გასაოცარ თვისებებს მიაწერდნენ. ნამდვილ ფუნიგორია ხოჭოს თუ დააკვირდებით, იგი უზომო შრომისმოყვარეობით და შეუპოვრობით გამოირჩევა. მას შეუძლია იცვალოს ფორმა საჭიროების მიხედვით და დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთშიც კი შეძლოს ფრენა, მიუხედავად იმისა რომ ერთი შეხედვით ვერავინ წარმოიდგენს თუ მას ამის შესაძლებლობა გააჩნია.
ძველი ეგვიპტური თქმულების მიხედვით, სწორედ ამ პაწაწკინტელა მწერს შესწევს საოცარი ძალა, გაიმეოროს მზის ციკლი – სიბნელიდან კვლავ სინათლისკენ, სასწაულებრივად აღდგეს და გარდაისახოს, სრული დაცემიდან აღზევებამდე. ეგვიპტელები ფუნიგორია ხოჭოს მზეს ადარებდნენ – წრიული ფორმის გამო, ამას გარდა მზის დისკო საკუთარ თავში ატარებს ყოველივე ცოცხალის საწყისს.
ხოჭოსთავიანი ღმერთი ხეფერი
ისევე, როგორც ფუნიგორია ხოჭოს გააჩნია უნარი, ხოხვის გარდა იფრინოს კიდეც. ამ მწერს ეგვიპტურ მითოლოგიაშია ღმერთი ხეფერი (ხეფრი) შეესაბამება, რომელსაც ხოჭოს თავით გამოსახავდნენ ძველი ეგვიპტელები. იგი მზის ერთ-ერთ ღვთაებად იყო მიჩნეული და თავისი არსით ამომავალ მზეს ასახიერებდა. მისი სახელი სიტყვა სიტყვით ითარგმნება როგორც "თვითმყობადი", "საკუთარი წიაღიდან წარმოქმნილი". შესაბამისად, როგორც ამულეტი და სიმბოლო ეგვიპტური ხოჭო ატარებს ძლიერ ენერგეტიკულ დატვირთვას, რომელიც საკუთარი თავის შეცნობის შედეგად, პიროვნული ზრდისკენ უბიძგებს ადამიანს. თუკი თქვენ, ეგვიპტური სამეფო ხოჭოს ირჩევთ ამულეტად, იცოდეთ რომ მოგეთხოვებათ საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა, საიმისოდ რომ ერთი შეხედვით მხოხავი არსებიდან, გარდასახვა მოახდინოთ იმ პიროვნებამდე რომელსაც მზესთან მიახლოვებაც კი შეუძლია საკუთარი ფრთებით.