თუ კონკრეტულად რომელ გზას ვირჩევთ ცხოვრების გზაზე სასიარულოდ და რამდენად ვაძლევთ ჩვენს თავს იმის უფლებას, რომ არ გამოავლინოს გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას "მხეცი"... ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი თავის მხრივ დგას ცდუნებებისა და საცდურების ზღვარზე. ყველა მათგანს გააჩნია ხასიათში ე.წ. "ჩრდილოვანი" მხარე, რომლის გადაწონვაც მასში არსებულ ნათელ ენერგეტიკას შეუძლია...
კურო
კუროს დემონი
სიძუნწესა და წრეგადასულ, დამანგრეველ მრისხანებაში ვლინდება.
ხოლო მისი ანგელოზური მხარე ერთგულების უნარი და გულკეთილობაა.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კუროს ერთი შეხედვით ფლეგმატური ვიზუალის მიღმა საკმაოდ ემოციური ნატურა იმალება. შესაბამისად, თუკი მას მოთმინების ფიალა ამოეწურა, დემონი მარტივად ახერხებს გავლენა მოიპოვოს ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანზე, რაც დამანგრეველ მრისხანებაში გამოვლინდება.
დემონის ზეგავლენა კუროს ხელს უშლის იმაში, რომ იყოს ერთგული და სტაბილური გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში. მასში არსებული მატერიალიზმი კი ხშირად ხდება კუროს მიმართ არაკეთილმოსურნე დამოკიდებულების მიზეზი საზოგადოების მხრიდან – ადამიანები მას უბრალოდ "მეშჩან" და ძუნწ ინდივიდად თვლიან.
კუროს მფარველ ანგელოზად ამატილა ითვლება . მას ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის მოაქვს წარმატება, მატერიალური კეთილდღეობა და სიუხვე. ასევე აჯილდოებს მას ოპტიმიზმით, გულუხვობითა და სითბოს გამოხატვის უნარით, რომლის გამოც პატივისცემას იმსახურებს საზოგადოებაში.