გზას ვირჩევთ ცხოვრების გზაზე სასიარულოდ და რამდენად ვაძლევთ ჩვენს თავს იმის უფლებას, რომ არ გამოავლინოს გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას "მხეცი"... ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი თავის მხრივ დგას ცდუნებებისა და საცდურების ზღვარზე. ყველა მათგანს გააჩნია ხასიათში ე.წ. "ჩრდილოვანი" მხარე, რომლის გადაწონვაც მასში არსებულ ნათელ ენერგეტიკას შეუძლია...
ქალწული
ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს ანგარების, მეწვრილმანეობისა და შურის დემონი ებრძვის ყველაზე მეტად.
შური ეს ის თემაა, რომელიც სულს უწამლავს ქალწულს. ხოლო ცხოვრებით მუდმივი უკმაყოფილება ხშირად გადასდის აკვიატებულ იდეაფიქსში. ამის გამო, იგი დამღლელი და აუტანელი პერსონა ხდება მეგობრებისა და ზოგადად საზოგადოების თვალში. დემონის თვისებების გაძლიერებას კი ქალწული აუცილებლად მიჰყავს ფიზიკურ დაავადებამდე და დეგრადაციამდე.
ქალწულის ანგელოზური მხარე – ზრუნვის, დაცვის, თანადგომის ნიჭია. ამ ადამიანებს შესწევთ ძალა რეალურად იყონ სასარგებლო და შეუცვლელი გარშემო მყოფებისთვის. თუკი მფარველი ანგელოზის პრინციპებს მიჰყვება, ქალწული ბრძენი ადამიანის სახელს იხვეჭს და მას არაერთგზის მიმართავენ რჩევის საკითხავად სხვები.
ქალწულის მფარველი ანგელოზია კადმიილი. იგი მას მოვლენების სწორად შეფასების უნარს და ობიექტურობას ანიჭებს. აძლევს ძალას იყოს მზრუნველი, სამართლიანი და კეთილი.