ადამიანს, ახასიათებს გარკვეული თვისებები ხასიათში, რომელიც შესაძლოა გარშემო მყოფებისთვის გამაღიზიანებელიც იყოს. ადამიანების უმეტესობას ურჩევნია, რომ საკუთარ თავზე მხოლოდ დადებითი ინფორმაცია გაიგოს, თუმცა პერიოდულად საჭირო კი არა აუცილებელიც კია, რომ საკუთარ შეცდომებს თვალებში ჩავხედოთ. ეს საუკეთესო გზაა საკუთარ თავზე სამუშაოდ და ჩვენში პიროვნების "აღსაზრდელად".
ამიტომ მოდი, ღიად ვისაუბროთ იმაზეც, თუ რა ნაკლი აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს.
მაშ ასე, რატომ არ უყვართ ყველაზე ხშირად ქალწული?
1. იგი პერფექციონისტია - დიახ, ქალწული იდეალურობას დაეძებს ყველაფერში. იგი გამუდმებით ცდილობს გარშემო სამყარო გააუმჯობესოს. გახადოს იგი უფრო მოწესრიგებული და დალაგებული. მისი ამგვარი პერფექციონიზმი კი ხანდახან ძალიან დამღლელია.
2. იგი პედანტია - საკუთარი ჩვეულებების მიმართ ერთგულება ქალწულებს ხშირად მანიაკალურ დამოკიდებულებაში გადასდის. სხვაგვარად აბა როგორ ახსნით სიტუაციას როცა ადამიანი ყოველ დილით ზუსტად 8.00 იღვიძებს, 09.30 სვამს ჩაის და ზუსტად 10.00 სამსახურშია?
3. იგი გამუდმებით აკრიტიკებს სხვებს - თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალწული საკუთარ ნაკლს ვერ ამჩნევს. უბრალოდ თქვენ არასოდეს უნდა მიუთითოთ ამაზე მას. სამაგიეროდ, თავად აძლევს უფლებას თავს, გამუდმებით გაგაკრიტიკოთ.
4. არ სჯერა სასწაულების - ქალწულები საოცარი რეალისტები არიან. მათთვის დამაჯერებელია მხოლოდ ის, რასაც საკუთარი თვალით ხედავენ და ეხებიან. ამიტომ ოცნება ქალწულის სფერო არ გახლავთ.
5. ემოციურად ცივია -
ქალწულების უმეტესობას არ ეხერხება სიყვარულის ღიად, სიტყვებით ან მოფერება-ჩახუტებით გამოვლინება. ქალწულის სიყვარული ზრუნვითა და ყურადღებით გამოიხატება. ეს არის მისთვის საკუთარი ემოციების ქმედითი და სწორი აფიშირება.