ასტროლოგი და ტაროლოგი ანჟელა პერლი სწორედ იმ სასიამოვნო ცვლილებების შესახებ გვიამბობს, რომელიც ზოდიაქოს ნიშნებს ელით მაისის თვეში. მაშ ასე, დავიწყოთ:
1. ვერძი
მაისში წარმატება იმ ვერძებს ელით, რომლებიც ახალ წამოწყებებს გაბედავენ. იქნება ეს სწავლა, მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმება, სხვაგან გადასვლა და ა.შ. მაისი ხელსაყრელი პერიოდია ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლადაც.
ფული შესაძლოა ისეთი წყაროდან მიიღოთ, რომლის შესახებ წარმოდგენაც არ გაქვთ. ისინი, ვინც სამსახურს ეძებენ, აუცილებლად იპოვიან მას მაისში. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ. და რაც მთავარია: დასაოჯახებელი ვერძები თავის სიყვარულს იპოვიან.
2. კურო
კუროს ყველა რესურსი ექნება იმისთვის, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოს. არ შეჩერდეთ შუა გზაზე და შედეგს აუცილებლად მიიღებთ.
გაარჩიეთ მთავარი მეორეხარისხოვანისგან. დაუთმეთ მეტი დრო ახლობლებს და დასვენებას და თქვენი ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა უბრალოდ შესანიშნავი იქნება.
ტყუპს მაისში ყველა შანსი აქვთ იმისთვის, რომ სიამოვნება მიიღონ ურთიერთობებისგან და პროდუქტიულად იმუშაონ. ერთადერთი პირობაა: არ წაეპოტინოთ მიუწვდომელს და არ დაისახოთ გრანდიოზული გეგმები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შელახული თავმოყვარეობა თქვენს გეგმებსა და იმედებზეც იმოქმედებს. კარგი პერიოდია იმისთვის, რომ საკუთარ თავზე იმუშაოთ და გაარკვიოთ რა გინდათ. კარგი დროა საცხოვრებლის შესაცვლელად.
მაისში კიბოების ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. თანაც, რამდენიმე სფეროში ერთდროულად. უამრავი ენერგია და რაც მთავარია სურვილიც გექნებათ, რომ რამე აკეთოთ. ნუ იზარმაცებთ, მოუსმინეთ გულს და დაიწყეთ სურვილების განხორციელება. გახსოვდეთ, წარმატება თქვენს მხარესაა. იყავით ურთიერთობებისთვის გახსნილი: ეს სარგებელს მოგიტანთ.
კარგი პერიოდი დგება იმ ლომებისთვის, რომელთაც საკუთარ ცხოვრებაში ცვლილებები განუზრახავთ. დროა წახვიდეთ სამოგზაუროდ, მოინახულოთ ახლობლები. შესაძლოა ფინანსური შემოთავაზებაც მიიღოთ, რომელზეც აუცილებლად უნდა დათანხმდეთ. იმისთვის, რომ ჯანმრთელობამ არ გიმტყუნოთ, არ ინერვიულოთ და არ აჰყვეთ განცდებს. ბედნიერება უკვე ზღურბლზეა.
მოემზადეთ ნაყოფიერი შრომისთვის, წარმატებული შედეგისა და მატერიალური კმაყოფილებისთვის. თვის დასაწყისში ახალი შესაძლებლობები გექნებათ, რომ საცხოვრებელი პირობები და გარემოებები შეცვალოთ.
თვის ბოლოს შესაძლოა სრულიად მოულოდნელი და საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ. გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღოთ, ამიტომ მთელი ყურადრება ამაზე გადაიტანეთ. თვის მეორე ნახევარი კარგი პერიოდია დამატებითი შემოსავლის მოსაძიებლად.
მაისში უნდა გახსოვდეთ, რომ ნერვულმა გადაღლამ შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს.დაისვენეთ, იყავით სუფთა ჰაერზე. შეეცადეთ პრობლემებს მოსწყდეთ და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ.
თვის დასაწყისი კარგი პერიოდია მუშაობისთვის, რასაც შედეგად კარგი ანაზღაურებაც მოჰყვება. თვის შუა პერიოდში კი შესაძლოა რაღაც ძვრას ჰქონდეს ადგილი, საბედნიეროდ, ეს მხოლოდ ბიძგი იქნება წინსვლისთვის, რასაც მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება მოყვება. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ.
თვის პირველი ნახევარი მშვიდად და ჰარმონიულად ჩაივლის, მეორე კი ცოტა იმედს გაგიცრუებთ ფინანსური თვალსაზრისით. ნუ იდარდებთ, ამის გამოსწორებაში ახლობლები დაგეხმარებიან.
სასიყვარულო ფრონტზე შესაძლოა ცვლილებები, კამათი და რთული მომენტები. თუმცა, მალე ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება.
კეთილი საქმეები თავის ნაყოფს გამოიღებენ: რთულ მომენტებში დახმარების ხელს აუცილებლად გამოგიწვდიან. კარიერული და ფინანსური კუთხით წარმატებული თვე გელით.ჯანმრთელობაც არ გიმტყუნებთ.
წინ იყურეთ და ნუ შეჩერდებით იმაზე, რაც უკვე წარსულშია. წინ სასიამოვნო სიურპრიზი გელით.
თვის პირველ ნახევარში შესაძლოა საბედისწერო, მოულოდნელი შეხვედრა. კარგი პერიოდია რომანტიული ურთიერთობებისთვის, ხელის სათხოვნელად და ქორწილისთვის.
თვის მეორე ნახევარში შესაძლოა ფინანსებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინოს თავი. მატერიალურ ნიადაგზე შესაძლოა კონფლიქტებიც აღმოცენდეს.
ფინანსურ სფეროში ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად შეუძლიათ თევზებს პარტნიორთან მუშაობა და გარისკვა. რაც შეეხება სიყვარულს, რომანტიკის დეფიციტი არ გექნებათ - გაიცანით და გამოუტყდით საკუთარ გრძნობებში. დაოჯახებულმა თევზებმა კი ხშირად გაანებივრეთ მეუღლე ყვავილებით თუ საჩუქრებით.