აპრილის ტაროპროგნოზი, ანჟელა პერლის მიხედვით

აპრილის ტაროპროგნოზი, ანჟელა პერლის მიხედვით

თუ მარტი თავისი ჭირვეული ხასიათით ნაკლებად ჰგავს გაზაფხულის თვეს, აპრილზე ამას ვერ ვიტყვით. 2019 წლის აპრილში მმართველი პლანეტების განლაგება სრულიად ემთხვევა ბუნების აქტიურ და დადებით ძალებს. ვნახოთ, როგორ აისახება ეს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე:

1. ვერძი

აპრილის იუბილარები დაბადების დღისთვის კარგ საჩუქარს მიიღებენ. ფინანსებს რაც შეეხება, წარმატება გელით. ფული ყველაფერში გეყოფათ: რაც გჭირდებათ და რაც არ გჭირდებათ, იმაშიც.

ძალების მოზღვავებას იგრძნობთ და შესაძლებლობაც გექნებათ, რომ სურვილის თუ მიზნის რეალიზება მოახდინოთ. არ დაეჭვდეთ, იმოქმედეთ! ეს შესანიშნავი პერიოდია იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება ისე მოეწყოს, როგორც თქვენ გსურთ. ასევე, შეეცადეთ ინტუიციას მოუსმინოთ: აპრილში ის ნამდვილად არ დაგაღალატებთ.

Astrologia

2. კურო

აპრილის პირველი რიცხვებიდან კუროების ცხოვრებაში ცვლილებები დაიწყება. მიიღებთ ინფორმაციას, რომელიც თავის მხრივ იდეას შობს, თუ როგორ უნდა შეცვალოთ ცხოვრება.მოსალოდნელია სხვაგან გადასვლა ან სამსახურის შეცვლა.

შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც თქვენს მსოფლმხედველობას შეცვლის. კუროების ცხოვრებაში ცვლილებები მეყსეულად და ელვისებურად მოხდება. გირჩევთ, ამ პერიოდში ახლობელ ადამიანებს საჩუქრები ხშირად გაუკეთოთ და საპასუხოდ თქვენც მიიღებთ საჩუქარს ცხოვრებისგან.

Astrologia

3. ტყუპი

ტყუპის ცხოვრებაში ახალი პერიოდი იწყება აპრილში. გექნებათ ძალა, ენერგია და შესაძლებლობა, რომ მოქმედება დაიწყოთ. სრულიად შესაძლებელია ახალი ურთიერთობის დაწყება ან ცვლილებები სამსახურში.

შეეცადეთ არ მიაქციოთ ყურადღება, რას ლაპარაკობენ სხვები, რომ ამან თქვენს თვითშეფასებაზე არ იმოქმედოს. გირჩევთ, ნეგატიურად აზროვნება და ფიქრი შეწყვიტოთ. სამსახურს რაც შეეხება, აპრილში თქვენი შრომა დაფასდება.

Astrologia

4. კირჩხიბი

აპრილში რომ კარგი ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ, ისწავლეთ მოდუნება. შეეცადეთ არ ინერვიულოთ და სტრესულ სიტუაციებს მოერიდეთ. თუ ამას დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ, ფსიქოლოგს მიმართეთ.

ამ თვეში სერიოზულად უდა დაფიქრდეთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. თუ ფული გამუდმებით გაკლდებათ, რად გინდათ ასეთი სამსახური? ისწავლეთ, შეიძინეთ სხვა ხელობა, ეძებეთ სხვა ვაკანსიები... შესაძლოა, მეგობარმა გაცილებით ხელსაყრელი წინადადება შემოგთავაზოთ.

Astrologia

5. ლომი

ახალი ნაცნობობა, მოლაპარაკებები, შერიგება... აპრილი ძალიან ხელსაყრელი თვეა კომუნიკაციებისთვის, მოლაპარაკებებისთვის.

პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი. მაღალი ალბათობაა, რომ თქვენი მეორე ნახევარი იპოვოთ. უკვე დაოჯახებულ ლომებს კი რომანტიკული პერიოდი დაუდგებათ. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ!
Astrologia

6. ქალწული

აპრილში ქალწული თავს ნამდვილ მონარქად იგრძნობს, თანაც ცხოვრების ყველა სფეროში. წარმატება თქვენს მხარესაა. ამიტომ, თუ რამე გეგმები გქონდათ და განხორციელების გეშინოდათ, დროა, რომ იმოქმედოთ. ყველაფერი კარგად იქნება.

კარგი პერიოდია იმისთის, რომ დრო ხელოვნებისთვის და საკუთარი ნიჭის განვითარებისთვის გამონახოთ. სრულიად შესაძლებელია ახლობელი ადამიანისგან ისეთი ღირებული და სასიამოვნო საჩუქარი მიიღოთ, რომელიც თქვენს განწყობაზეც მოახდენს გავლენას.

Astrologia

7. სასწორი

აპრილში სასწორებს საინტერესო პერსპექტივები ელით. ვიღაცისთვის ეს ახალი სამსახურია მისთვის უჩვეულო სფეროში, ვიღაცისთვის კი პირველი ნაბიჯები საკუთარ ბიზნესში. რომელ სფეროსაც არ უნდა შეეხოთ, წარმატება გარანტირებულია.

თვის მეორე ნახევარში შესაძლოა არასასურველმა კონფლიქტმა იჩინოს თავი. შეეცადეთ ამაზე დრო არ დახარჯოთ და ნეგატიური ემოციებით არ დაიტვირთოთ.

Astrologia

8. მორიელი

ფინანსურ სფეროში ყველაფერი მშვენივრად იქნება. შესაძლოა ფული იქიდან მიიღოთ, საიდანაც არ ელით. არც ჯანმრთელობის მხრივ გექნებათ პრობლემები.

შეეცადეთ მეტი დრო გამონახოთ ოჯახისთვის და დაეხმაროთ ახლობლებს. თუ მარტოხელა ხართ, ვენერას კეთილგანწყობის იმედი უნდა გქონდეთ ამ თვეში. ამ პერიოდში დაწყებული ლამაზი რომანი მყარი და ბედნიერი ქორწინებით დასრულდება.

Astrologia

9. მშვილდოსანი

სრულიად შესაძლებელია, სურვილი გაგიჩნდეთ, ყველაფერს თავი დაანებოთ რაც არ გაინტერესებთ და თავიდან დაიწყოთ. ეს ის პერიოდია, როცა ფრთებს ისწორებთ, სწავლობთ და იმეცნებთ რაღაც ახალს. შესაძლებელია ხანმოკლე, მაგრამ ნაყოფიერი მოგზაურობა.

დასაოჯახებელი მშვილდოსნები დიდი ალბათობით თავის მეორე ნახევარს იპოვიან. კონკრეტულად სად? - მიმოიხედეთ ირგვლივ!

Astrologia

10. თხის რქა

აპრილში თხის რქებს აქტიურობა მოეთხოვებათ. მოგიწევთ თანამედროვე ტენდენციებს ფეხი აუწყოთ. როგორც ფინანსურ, ისე სასიყვარულო სფეროში ცვლილებები არაა მოსალოდნელი - ყველაფერი ჩვეულ რიტმში იქნება. თუმცა, სწორედ ასეთი სტაბილურობა გჭირდებათ თქვენ, რომ შინაგან ჰარმონიას მიაღწიოთ.
Astrologia

11. მერწყული

აპრილში მერწყული საბოლოოდ მიხვდება და გადაწყვეტს, რომ დროა სხვების შეხედულებებზე მორგებას შეეშვას. კარგი პერიოდია, რომ რაღაც ნულიდან დაიწყოთ, იქნება ეს ბიზნესი თუ ახალი ურთიერთობა.

ახალი შესაძლებლობა საშუალებას მოგცემთ ფინანსურ სფეროში ახალ საფეხურზე ახვიდეთ. შესაძლოა ჯანმრთელობის მხრივ მცირე პრობლემები, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი. მთავარია, დროზე მიხედოთ ამ პრობლემას და ისწავლოთ დროულად დაძინება.

Astrologia

12. თევზები

აპრილის შუა პერიოდში თევზებს დასვენების სურვილი გაუჩნდებათ. გადით შვებულებაში, გამორთეთ ტელეფონი და წადით იქ, სადაც ინტერნეტი არაა.

თვის მეორე ნახევარი სასიამოვნო სიურპრიზებითა და რომანტიკული შეხვედრებით დაგამახსოვრდებათ. შესაძლოა ძველმა ავადმყოფობამ თავი შეგახსენოთ - სახსრებმა, ხერხემალმა თუ მუხლებმა და მკურნალობაც დაგჭირდეთ.
Astrologia

წყარო intermedia.ge

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?