ვერძი იმპულსური და ვნებიანი ნიშანია. მკვეთრი სუნამო მას უფრო ყურადღებიანსა და მიზანსწრაფულს გახდის.
იდეალური არომატი: ციტრუსი (ბერგამოტი, ლიმონი, მანდარინი).
ეთერზეთები: პიტნა, ვარდი, დარიჩინი, სალბი, მიხაკი, სანდალოზი.
სუნამოს კოლოფი: ალუბლისფერ-წითელი.
კურო მიზანდასახული და შეუპოვარი ნიშანია. სუნამო ჰარმონიულად უნდა მიესადაგებოდეს მის ბუნებას.
იდეალური არომატი: ყვავილების ტკბილი სურნელი (მაგნოლია, ჟასმინი).
ეთერზეთები: ლიმონი, პიტნა, დაფნა, ტუია.
სუნამოს კოლოფი: ან მკვეთრი წითელი, ან – მწვანე.
ტყუპს ძალიან უჭირს სერიოზული საქმის შესრულება, მისი გონება მუდმივ "მოგზაურობაშია". იგი მსუბუქი, ჰაეროვანი ნიშანია და სუნამოსაც ასეთს ირჩევს.
იდეალური არომატი: ციტრუსი (ბერგამოტი, ლიმონი, მანდარინი).
ეთერზეთები: ევკალიპტი, ლავანდა, ფორთოხალი, ილანგ-ილანგი.
სუნამოს კოლოფი: ცისფერი, ან ღია ყვითელი.