ასცენდენტი და გარეგნობა - Asc. ქალწული

ასცენდენტი და გარეგნობა - Asc. ქალწული

იგი ნებისმიერი ადამიანის კოსმოგრამაში, პირველი სახლის უმაღლეს ნიშნულზე მდებარეობს და თავისი მნიშვნელობით ლამის მზის განლაგებას უტოლდება. ასცენდენტის ნიშანი განაპირობებს იმას თუ როგორი ნიღაბი გვიკეთია სოციუმში. როგორ აღგვიქვამენ გარშემო მყოფები ერთი შეხედვით. ასცენდენტი ასევე განაპირობებს ჩვენს გარეგნულ თავისებურებებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ იმ ზოდიაქოს ნიშნის იერს ვიღებთ, რომელშიც ჩვენი ასცენდენტია განლაგებული. თუმცა უფრო კონკრეტულად და ვრცლად რომ გაგარკვიოთ ასცენდენტის თემაში, მოდით დეტალურად განვიხილოთ ასცენდენტის მდებარეობა თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანში.

ფოტოზე მომღერალი კურტ კობეინი – ასცენდენტით ქალწული

ასცენდენტი ქალწულში

ზემოთ ხსენებული ასცენდენტით დაბადებულ ადამიანებს, სახის დახვეწილი ნაკვთები და ნატიფი ხელ-ფეხი აქვთ. იშვიათად არიან მაღლები ან ძვალმსხვილები. უმეტესად ტანმორჩილი ხალხი ჭარბობს მათში. თუმცა, ტანთან შედარებით ხელ-ფეხი ხშირად უფრო გრძელი უჩანთ. ქალებს იშვიათად აქვთ დიდი მკერდი, ხოლო მამაკაცები არ გამოირჩევიან განსაკუთრებული მასკულანური აღნაგობით. ორივე სქესის წარმომადგენლი უმეტესად თინეიჯერულ გარეგნობას ინარჩუნებს ხანდაზმულ ასაკამდე.

შუბლი მაღალი აქვთ, წარბებზედა არე – გამოკვეთილი.

თვალები იშვიათად აქვთ ფართო ან დიდი ზომის. უმეტესად ბუდეში ღრმად ჩამჯდარი, ლამაზი ფორმის თვალები ახასიათებს ამ ასცენდენტს.

ცხვირი ბევრ მათგანს სწორი და ოდნავ აპრეხილი აქვს. იშვიათად მაგრამ კეხიანი ცხვირის პატრონებიც გვხვდებიან.

ტუჩები თხელი აქვთ, გამოკვეთილი კონტურით.

თმები თხელი, სრიალა ან ოდნავ ტალღოვანი ბოლოებში.

განსაკუთრებული დეტალი: ამგვარი ასცენდენტის მქონე ხალხი, დახვეწილი ვიზუალით და უჩვეულო ფოტოგენურობით გამოირჩევა (მათ შორის ბევრ მსახიობს ვხვდებით). სიარულის მანერა სწრაფი აქვთ, მოუსვენარი ტიპები არიან. უყვართ წესრიგი და შესანიშნავი გემოვნება გააჩნიათ ჩაცმა-დახურვის თვალსაზრისით. ისინი ყოველთვის საკუთარ ასაკზე უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან, იმიტომ რომ ინტენსიურად ზრუნავენ საკუთარ თავზე.

ხმა მელოდიური აქვთ, ტემბრი სასიამოვნო. იმ იშვიათი შემთხვევების გარდა, როცა პირად რუკაში აქტიურადაა გამოკვეთილი ლომის, მერწყულის ან ვერძის ზოდიაქო.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?