ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში უნდა მოხდეს, დაბადების რუკის მიხედვით, პლანეტების განლაგებისა და მათი ერთმანეთთან კონფიგურაციებით შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ. ამიტომ ასტროლოგი, რომელიც თქვენთვის პირად კოსმოგრამას ადგენს, აუცილებლად ხედავს მასში თქვენი ცხოვრების მანძილზე მიმდინარე სახიფათო მოვლენების ალბათობას. აქედან გამომდინარე, იგი ვალდებულია თუნდაც დელიკატური გზით, მაგრამ მაინც გაგაფრთხილოთ ამის შესახებ.
უბედური შემთხვევების, ავარიების, მოტეხილობების და სხვა სახის ექსტრემალური მოვლენების ალბათობას, ჩვენს ცხოვრებაში ე.წ „დამსჯელი“ პლანეტების ნეგატიური ტრანზიტული ურთუერთდაპირისპირებები განაპირობებს . მსგავსი სახის მოვლენები, ჩვენი კოსმოგრამის მიხედვით არა ერთი ან ორი, რამოდენიმეც შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, საიმისოდ, რომ ცხოვრების კონკრეტულ ეტაპზე მათი გააქტიურება ავიცილოთ თავიდან, აუცილებელია საცხოვრებელი ადგილი, რაღაც პერიოდის მანძილზე შევიცვალოთ (დავტოვოთ უშუალოდ ქვეყანა და არა კონკრეტულად უბანი ან სახლი) მანამ, სანამ გააქტიურებული ნეგატიური ტრანზიტის მოქმედება შესუსტდება. მსგავსი პრეცენდენტის ნათელი მაგალითია, ცნობილი ასტროლოგი და მისტიფიკატორი სერგეი ვრონსკი , რომელმაც გერმანელების ხელში სიკვდილს, საბჭოთა კავშირში სატუსაღოში ჯდომის ალბათობა არჩია.
თუმცა არსებობს, გარდაცვალების მეორე ვარიანტი, რომელსაც „კარმული სიკვდილი“ ეწოდება და იგი, წინა სტატიებში ნახსენები თორმეტი კარმული ციკლის დასკვნით ეტაპზე ხდება მხოლოდ. ასეთ შემთხვევაში ადამიანი, რომელსაც კარმული სიკვდილი ემუქრება, ხშირად იღუპება ახალგაზრდა, თუმცა როგორც პიროვნება იგი დაბადებიდავნე მაღალი სულიერი განვითარების დონით იბადება. ეს იმიტომ, რომ ამ უკანასკნელს, წინა ინკარნაციებში უკვე „გადამუშავებული“ აქვს საკუთარი კარმული ვალების მთელი რაოდენობა . შესაბამისად, მისი ამ ქვეყნად მოვლინება, ხანმოკლე და სხვებისთვის დასამახსოვრებელია და ძალზე ხშირად მისი ამგვარი ტრანსფორმაცია - გარდაცვალება, ავია ან ავტო-კატასტროფების შედეგად ხდება.
თვალი, თვალის წილ...
ასტროლოგები, გარდაცვალების მიზეზიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის კარმულ მოვლენებზე საუბრობენ. ასე მაგალითად: