ხორარული ასტროლოგია ე.წ „შეკითხვის ასტროლოგიაა“, რომელიც მიმდინარე მოვლენების დიაგნოსტიკას და მისი გადაჭრის გზებს, წარმოქმნილი სიტუაციის შედეგად დასმულ კითხვაზე, რუკის შედგენის მეშვეობით ეძებს. ხორარის მეშვეობით ხდება დაკარგული ნივთების პოვნა, სამსახურეობრივი პრობლემების გადაჭრა, ქორწინებისთვის შესაფერისი თარიღის დადგენა და ა.შ. თავად ხორარის პრინციპებს და ასტროლოგიის ამ მიმდინარეობას, ჩვენ კიდევ არაერთგზის დავუბრუნდებით, ამჯერად კი გთავაზობთ ჩელიაბინსკში მიმდინარე უჩვეულო კოსმიური მოვლენის ანალიზს ზემოთხსენებული ხორარის გზით.
ქ. ჩელიაბინსკი, რუსეთის ერთ-ერთი, დიდი სამრეწველო ქალაქი. ჩელიაბინსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. ხორარული რუკის მიხედვით, რომელიც ქალაქის დაარსების დროის მიხედვით გაკეთდა, (ათვლის წერტილი მისი ადმინისტრაციულ ცენტრად აღიარების თარიღი), შავი მთვარე ანუ ლილიტი გადიოდა ტყუპების ზოდიაქოს და ზედ ასცედენტზე იყო განთავსებული. ამას გარდა, მთვარე ვერძიდან (აფეთქების ალბათობა) კუროს ზოდიაქოში გადავიდა (სიტუაციის დასტაბილურების მაჩვენებელი), თუმცა თავად ლილიტის მდებარეობა ტყუპებში, აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ინფორმაცია რაც ამ მოვლენას უკავშირდება, საზოგადოებისგან მაქსიმალურად იქნება გასაიდუმლოებული. ასევე დიდი ალბათობაა იმის, რომ ყველაფერ ამას რაიმე სახის, ხელოვნულად გამომწვევი მიზეზები უძღოდა წინ და ფართო საზოგადოება სიმართლეს ნაკლებად გაიგებს ოდესმე.
ყურადსაღები ფაქტია ის, რომ ექსტრემალური მოვლენების აღმნიშვნელ მერვე სახლში, ხორარულ რუკაზე ამჯერად პლანეტა პლუტონი ზის, სოციუმის მმართველი პლანეტა. ხოლო თავად მერვე სახლის მმართველი სატურნი მორიელის ზოდიაქოს იკავებს ამ ეტაპზე, მორიელისვე საბედისწერო ანუ „დამწვარ“ გრადუსზე და მეექვსე სახლში (ჯანმრთელობა, სამედიცინო პრობლემები, ჭრილობები). უფრო მეტიც, სატურნი ზუსტ შეერთებაშია პროზერპინასთან ( პლასტიკური ოპერაციები) და აღმავალ კვანძთან - მოვლენა ქალაქისთვის და მისი მაცხოვრებლებისთვის, ბედისწერით იყო განპირობებული და იგი კარმული პროგრამის ნაწილია. თუმცა იმდენად რამდენადაც, არ არებობს ასპექტი იუპიტერთან (სიმბოლურად გარეშე მტრები) და ასცედენტის მმართველი მერკური მასთან რეცეფციულ მდგომარეობაშია, სავარაუდოა რომ მოვლენა „შინაურულ“ წრეში იყო ინსცენირებული და მისი მიზეზის მსოფლიო მასშტაბით ძებნა საფუძველს მოკლებულია. თუმცა სიმართლეს ყოველივე ამის შესახებ, ფართო საზოგადოება ვერასოდეს გაიგებს, ან თუ გაიგებს იგი დამახინჯებული ფორმით მიეწოდება მას.