ადამიანს, რომელიც ამ პროფესიას ეუფლება, კარგად ჰქონდეს გააზრებული ის, თუ რამდენად რთულ საქმეს აპირებს მიუძღვნას საკუთარი თავი. შესაბამისად, სასურველია თუ პირადი რუკის მონაცემებსაც გაითვალისწინებს პროფესიის არჩევისას პიროვნება, რომელსაც თავის მოწოდებად მედიკოსობა მიაჩნია. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ე.წ. "მსახურების" ტიპის პროფესიას ეხება.
როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ, სტატისტიკურად სამედიცინო სფეროს წარმატებულ წარმომადგენლებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდებიან : ქალწულები – თერაპია, ფარმაცია (ქალწულის ზოდიაქო ზოგადად მედიცინის სფეროს კურირებს), კუროები – მათ ძირითადად ჰომეოპათიის განხრით ვხვდებით, ლომები და თხის რქები – ქირურგია, სასწორები – მათგან კარგი რეანიმატოლოგები და პათანატომები გამოდიან.
მედიკოსებს რუკაში დომინანტური უნდა ჰქონდეთ შემდეგი პლანეტები : მერკური, მარსი, ქირონი და ნეპტუნი.
სასურველია, შედარებით სუსტად იყოს გამოვლენილი ექიმის კოსმოგრამაში: იუპიტერი – იგი ხელს შეუშლის მას, პაციენტის მდგომარეობის დეტალურ აღქმაში, დიაგნოზის დასმისას. ვენერა – საიმისოდ, რომ არ წასძლიოს სულმა და არ შეიბრალოს პაციენტი, მკურნალობის მეთოდების შერბილების ხარჯზე, რაც ისევ და ისევ ამ უკანასკნელის ჯანმრთელობას მიაყენებს ზიანს.
მედიცინის მუშაკებს, რომელთაც მკურნალობის არატრადიციული მეთოდები იზიდავთ ან ინოვაციური სახის სამკურნალო პრეპარატებს ნერგავენ პრაქტიკაში, პირად რუკაში ძლიერად გამოხატული ნეპტუნი და ურანი ესაჭიროებათ. თუ ეს ორი პლანეტა სუსტია, ამ შემთხვევაში საქმე შეიძლება გვქონდეს "შარლატანთან", რომლის ე.წ "სამეცნიერო ექსპერიმენტებსაც" შესაძლოა ბევრი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლოს.
საიმისოდ, რომ ადამიანისგან წარმატებული ექიმი გამოვიდეს, მის კოსმოგრამაში ვერძის, მშვილდოსნის, ქალწულისა და მორიელის ნიშნების სიძლიერე უნდა ფიგურირებდეს. ხოლო ქალწულისა და მორიელის ნიშნის დომინანტურობა, აუცილებელია მათთვის ვისაც ქირურგობა სურს.
ერთ-ერთი, ყველაზე ნეგატიური ასპექტი რომელიც ადამიანის კოსმოგრამაში მედიცინის სფეროსგან თავის მაქსიმალურად არიდებაზე მოუთითებს, ეს არის შავი მთვარის ანუ ლილიტის მდებარეობა ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში, ან დაღმავალი კვანძი იგივე კეტუ ქალწულის ზოდიაქოში.
ექიმისთვის საჭირო ასპექტებია : მერკური-მარსი-ქირონი (ეს ასპექტი აუცილებელია ზოგადად, ნებისმიერი პროფილის მქონე ექიმისთვის). მერკური-მარსი-პროზერპინას ან მერკური-ქირონი-პროზერპინას ასპექტები კი ქირურგებისთვისაა საჭირო, განსაკუთრებით პლასტიკური ქირურგიის დარგის წარმომადგენლებისთვის. ხოლო პედიატრებს რუკაში მერკური-იუპიტერი-მთვარის კარგი ასპექტები ესაჭიროებათ.
წარმატებული მედიცინის მუშაკისთვის ასევე სასურველია მერკური-ნეპტუნის, მერკური-ქირონის, მერკური-მარსის ან მარსი-ქირონის შეერთება ასცედენტზე. ძლიერი პლუტონი, განსაკუთრებით პლუტონი-ქირონის კარგი ასპექტაცია, ძალიან კარგია ქირურგიული კარიერის გასაკეთებლად. რეანიმატოლოგებს კი რუკაში ვენერა-პლუტონის კარგი ურთიერთკავშირი ესაჭიროებათ. ხოლო ექიმ-დიეტოლოგებს პლანეტა ვენერას დომინანტური მდებარეობა მოუტანს წარმატებას კარიერაში.
რაც შეეხებათ სტომატოლოგებს, მათთვის ძალიან კარგია პროზერპინა ასცედენტზე ან მერკურის მდებარეობა МС-ზე. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი სტომატოლოგი გვხვდება ტყუპის ან თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთა შორის.
აქტიური სახლები :
აუცილებელია დომინანტური 9 სახლი , ეს იმიტომ რომ ექიმს, აუცილებლად უნდა შეეძლოს სხვების ეფექტურად დარწმუნება-გადარწმუნება.
ასევე აუცილებელია აქტიური 12 სახლი – კარგი ექიმი პირველ რიგში კარგი ფსიქოლოგი უნდა იყოს და შეეძლოს პაციენტი მისი პერსონის მიმართ რწმენით განაწყოს.
წარმატებულ ექიმს ასევე ესაჭიროება 6-2 სახლების ინტენსივობა – ანუ შრომისუნარიანობას პლუს მეთოდურობა.
ქირურგებს კი 6 სახლის მაგივრად, აქტიური 8 სახლი სჭირდებათ – ტრანსფორმაციისა და სარისკო გადაწყვეტილებების ცივ გონებაზე მიღების უნარი.
ხოლო ექიმ-ვირუსოლოგებს , რუკაში ნეპტუნისა და პროზერპინას კავშირი გამოადგებათ, საიმისოდ რომ ვირუსის ბუნებისა და მისი გამომწვევი მიზეზების დადგენა უშეცდომოდ შეძლო
ნ.