სტატისტიკური მონაცემებით, ზემოთ ხსენებული პროფესიის ყველაზე ნიჭიერი წარმომადგენლები მხატვრებიდან: კირჩხიბის – რემბრანდტი, თევზების – მიქელანჯელო, ვერძის – ვან გოგი და ლომის გენიალური დავით კაკაბაძე, ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან.
არქიტექტორებს შორის ლიდერობენ თხის რქები, მერწყულები, სასწორები და თევზები . თუმცა, კირჩხიბის გავლენა აქაც აქტიურად გამოერევა – ლეგენდარული არქიტექტორი, ანტონიო გაუდი სწორედ ამ ზოდიაქოს ნიშნით გახლდათ დაბადებული.
ზემოთ ხსენებულ პროფესიებში ჭეშმარიტი ტალანტის გამოსავლენად, ადამიანის კოსმოგრამაში შემდეგი პლანეტები უნდა იყოს ძლიერი და დომინანტური:
მხატვრებისთვის მზე – რეალობის ორიგინალურად ასახვის უნარი, ვენერა – სილამაზის, სტილის, ფერთა გამის აღქმა. მერკური – მოქნილი ხელები, საიმისოდ რომ ფუნჯმა ტილოზე ულამაზესი კომპოზიციები შექმნას. გარდა ამისა, აუცილებელია ძლიერი პლუტონი – სოციუმზე საკუთარი ნააზრევით შთაბეჭდილების მოხდენის ნიჭი და ნეპტუნი, მდიდარი და ფერადოვანი შინაგანი სამყარო.
ვინსენტ ვან გოგი – "კართოფილის მჭამელნი"
მათ კი ვისაც პრეტენზია არქიტექტორობაზე აქვს, პირად რუკაში სატურნის – კონსტრუქციული სივრცითი აღქმა, ურანის – ორიგინალური ხედვა და ნეპტუნის – მდიდარი ფანტაზია, სიძლიერე მოეთხოვება.
ანტონიო გაუდი – "საგრადა ფამილია"
მოქანდაკეებისთვის
დომინანტი პლანეტების სია ასე გამოიყურება – მზე, სატურნი, ვენერა და ნეპტუნი. ხოლო, თუკი თქვენ მონუმენტალისტობაზე გაქვთ პრეტენზია მეხუთე დამატებითი პლანეტა სიძლიერის მხრივ თქვენს კოსმოგრამაში, აუცილებლად უნდა იყოს პლუტონი.
ზემოთ ჩამოთვლილი სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, სასურველია სუსტად ჰქონდეთ გამოვლენილი – პროზერპინა (იგი ხელს უშლის მათ ნამუშევრის მთლიანობაში აღქმას), იუპიტერი და მარსი.
მოქანდაკეებში ყველაზე აქტიურად გვხვდებიან: თევზები – მიქელანჯელო ბუონაროტი, მორიელები – ოგიუსტ როდენი და კუროები – დენიელ ჩესტერი.
ოგიუსტ როდენის – "მოაზროვნე"
რაც შეეხება ასპექტებს: მხატვრებისთვის აუცილებელია: ვენერა–მერკურის, მზე–მთვარე–პლუტონის, მზე–ქირონი–პლუტონის, მზე–მარსი–ნეპტუნის და მთვარე–ვენერა–ქირონის დადებითი ასპექტების სიმრავლე პირად კოსმოგრამაში.
სკულპტორების შემთხვევაში აუცილებელია: მზე–სატურნის, მზე–სატურნი–ვენერას და ნეპტუნი–სატურნი–მზის დადებითი ურთიერთკავშირები.
ხოლო არქიტექტორებს – მზე–ურანი–სატურნისა და ვენერა–ურანი–სატურნის კარგი ასპექტები უნდა გააჩნდეთ პირად რუკაში, მაქსიმალური წარმატების მისაღწევად.
არანაკლებ დადებით გავლენას ახდენს ზემოთ ჩამოთვლილი პროფესიის ადამიანების განვითარებაზე ვენერა ან მზე ასცედენტზე, ან იგივე მზე მედიუმ ქოელზე და ქირონის მდებარეობა ასცედენტზე.
წარმატებულ არქიტექტორებს , როგორც წესი, ურანი აქვთ ხშირად ასცედენტზე ან მასთან ახლოს. ასევე ხშირია ასცედენტზე სატურნის აქტიური გამოვლინება.
რაც შეეხება სტიქიებს:
მხატვრებისთვის იდეალურია
: წყალი–ცეცხლი, ცეცხლი–წყალის კომბინაცია. ხოლო დომინანტური წყლის სტიქიის გავლენით ხშირად მხატვარ–აკვარელისტები იბადებიან.
არქიტექტორების რუკაში აუცილებელია: მიწა–ცეცხლის ან ჰაერი–წყალის კომბინაცია.
მოქანდაკეებისთვის კი კარგია თუ რუკაში წყალი–მიწის კომბინაციები იქნება დომინანტური.
ნებისმიერ ზემოთ ჩამოთვლილ პროფესიაში წარმატებისთვის სასურველია რუკაში აქტიური იყოს შემდეგი სახლები : 5, 2, 4 და 11 .
არქიტექტორების შემთხვევაში განსაკუთრებული სიძლიერით უნდა იყოს დატვირთული ზემოხსენებული 11 სახლი.
შედარებით სუსტი უნდა იყოს 6 სახლი (პროფესიის ამ სახეობებში თავს ადამიანი მარტო იმკვიდრებს, მეექვსე სახლი კი გუნდური მუშაობის მოთხოვნილებაა), 12 და 7 სახლები (ჭეშმარიტმა ხელოვანმა ნაკლებად უნდა მიაქციოს ყურადღება საზოგადოების აზრს და არ უნდა მოექცეს ჩარჩოებში).