Astrologi.ge -ს ადმინისტრაცია დამდეგ ახალ წელს გილოცავთ!

Astrologi.ge -ს ადმინისტრაცია დამდეგ ახალ წელს გილოცავთ!

საახალწლო სასწაულების განსაკუთრებული განწყობით ელის ახალ 2015 წელს. მართალია, ასტროლოგიური ახალი წლის დადგომამდე ჯერ კიდევ თვეზე მეტი დარჩა (ოფიციალურად იგი თებერვლის ბოლოს დაიწყება), მაგრამ დღესასწაულები ყოველთვის იწვევს ადამიანებში მომატებულ პოზიტივს და ერთმანეთის მიმართ ლოიალურობის მოთხოვნილებას. საახალწლო სურვილებს ჩვენი საიტის ადმინისტრაციაც გულითა და სულით უერთდება.

თავდაპირველად, როცა ჩვენი საიტის იდეა, ჯერ კიდევ ჩანასახში არსებობდა საკმაოდ ბევრი ფიქრისა და განსჯის შემდეგ შევურჩიეთ მას „დაბადების თარიღი" – მერწყული. ასტროლოგია მოგეხსენებათ, მერწყულის პროფესიაა. გარდა ამისა, საიტის სახელწოდებას თუ კარგად დააკვირდებით, მისი საწყისი ასო პლანეტა იუპიტერის სიმბოლოს იმეორებს და არც ეს ფაქტია შემთხვევით, ჩვენმა დიზაინერებმა იზრუნეს იმაზე, რომ საიტს სამომავლოდ ბევრი ადამიანისთვის მოეტანა პოზიტიური განწყობა, ღიმილი, იმედი და ახლის შეცნობის სურვილი. ამიტომაც ზის "თამადად" იუპიტერი საიტის თავფურცელზე. ის ხომ გაფართოების, წარმატებისა და ბედნიერების სიმბოლოა.

ჩვენ კი გულით გვსურს ყველა თქვენთაგანის ოჯახში სუფევდეს ბედნიერება, სიმშვიდე, კომფორტი და დიდი სიყვარული.

უკვე აღვნიშნე იუპიტერისთვის დამახასიათებელია გაფართოების ფუნქცია, საიტიც მაქსიმალურად უწყობს ფეხს ამ ფაქტს. ახალი წლიდან გეგმაში ბევრი სიახლე გვაქვს, რომლითაც ჩვენს მკითხველებს კიდევ უფრო გავახარებთ. საიტს სულ მალე დაემატება ვიდეოგალერეა, სადაც შეძლებთ თქვენთვის საინტერესო თემებზე, გაცილებით ბევრი რამ მოისმინოთ და ნახოთ. ქონთენთი რაღა თქმა უნდა ასტროლოგიური თემატიკის იქნება.

გარდა ამისა, გვაქვს გეგმაში კიდევ რამდენიმე სასიამოვნო სიახლე, რომელსაც ჯერჯერობით სიურპრიზად ვტოვებთ და მათთვის, ვინც ჩვენი ერთგული მკითხველია დღიდან დაბადებისა, აუცილებლად იქნება სასიამოვნო აღმოჩენა ეს ყველაფერი.

დაბოლოს, დამდეგ ახალ წელს მოგილოცავთ ყველას მთელი გულით! 2015 წელი გაცილებით უფრო მშვიდ, პოზიტიურ და რაც მთავარია, დადებით ძვრებს მოიტანს ადამიანების ცხოვრებაში. გისურვებთ ულევ ღიმილს, სიყვარულსა და სულის სიმტკიცეს!

საუკეთესო სურვილებით საიტის ადმინისტრაცია

(სოფია და რუსო)

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?