მკითხველებს astrologi.ge და ბიბლუს გალერეა გთავაზობთ სასიამოვნო სიურპრიზს. მხოლოდ ერთი დღეს - 18 დეკემბერს, ბიბლუს გალერეაში ასტროლოგიის მოყვარულთათვის გაიმართება საღამო, სადაც ვისაუბრებთ დამდეგი 2016 წლის ტენდენციებზე, მოგცემთ პრაქტიკულ რჩევებს როგორ და რანაირ გარემოში შევხვდეთ ახალ წელს, როგორი ტიპის საჩუქრები შევარჩიოთ, რანაირად მოვრთოთ სუფრა და ა.შ.
ასტროლოგი სოფია ბზეკალავა ისაუბრებს:
– როდიდან შედის მაიმუნის წელი ძალაში;
– პრაქტიკული რჩევები წარმატებული 2016 წლისათვის;
– სად და როგორ გარემოშია სასურველი შევხვდეთ ახალ 2016 წელს;
– როგორ მოვრთოთ საახალწლოდ სახლი და სადღესასწაულო სუფრა;
– როგორ შევარჩიოთ საახალწლო ღამეს სამოსი/მაკიაჟი.
დასაწყისი: 19:00 სთ.
დასწრება თავისუფალია