ასტროლოგიური კონსულტაცია - "ინდიგო ბავშვები"

ასტროლოგიური კონსულტაცია - "ინდიგო ბავშვები"

ჩვენი საიტი ამიერიდან გაძლევთ შანსს დასვათ თქვენთვის საჭირბოტო ნებისმიერი კითხვა საიტის ფორუმზე, კონკრეტულ "კვირის თემაში" და მიიღოს მასზე ამომწურავი პასუხი.

astrologi.ge-ს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, შაბათი დღის ფრომატი იცვლება. ამიერიდან, ყოველი კვირის დასაწყისში ჩვენ დავასახელებთ ფორუმზე "კვირის აქტიურ თემას" და მასში დასმულ უახლეს 10-15 კითხვაზე პასუხს, თქვენ შაბათ დღეს საიტზე სტატიის სახით იხილავთ.

თუ ჯერაც არ ხართ ფორუმზე დარეგისტრირებული, დარეგისტრირდით სასწრაფოდ და დასვით თქვენთვის საინტერესო კითხვა "კვირის აქტუალური თემის" ფარგლებში. თუმცა, აქვე მინდა მარტივი ინსტრუქციაც გაგაცნოთ საიმისოდ, რომ სამომავლოდ გარკვეული სახის გაუგებრობები ავიცილოთ თავიდან. შეკითხვა აუცილებლად ქართული შრიფტით და კარგად უნდა იყოს ფორმირებული. გარდა ამისა, აუცილებლად მიუთითეთ მასში თქვენი ზუსტი მონაცემები (დაბადების წელი, თვე, რიცხვი, ზუსტი საათი, ქალაქი სადაც დაიბადეთ და სქესი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი შეკითხვა საიტის ადმინისტრაციის მიერ ვერ განიხილება.

არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანები "გენეტიკური ინფორმაციით" იბადებიან. ანუ ყოველ ახალ თაობას, გაცილებით გაუმჯობესებული გონებრივი მონაცემები გააჩნია, იმიტომ რომ მასში გაერთიანებულია წინაპრების საერთო ინტელექტუალური ხაზის სრული პოტენციალი. თუმცა, არსებობენ ისეთი ბავშვებიც, რომელთა გონებრივი განვითარება ხშირად იწვევს გაოცებას და აღფრთოვანებას ჩვენში. ამგვარი პატარები სხვებზე ადრე სწავლობენ საუბარს და თანატოლებისგან განსხვავებული ინტერესების სფეროთი გამოირჩევიან. ისინი ხშირად სვამენ უფროსებისთვის "ჩიხში შემყვან" და "ჩამჭრელ" შეკითხვებს და ყოველთვის ცდილობენ გაიგონ იმაზე მეტი, ვიდრე იციან. ამგვარ პატარებს "იისფერი რასის" შთამომავლები ანუ – "ინდიგო ბავშვები" ჰქვიათ.

ამ კვირის აქტუალური თემაა – "ინდიგო ბავშვები" და მათი მახასიათებლები

timea

ჩემი ვაჟიშვილი დაიბადა 14/12/2005 წელს, ოთხშაბათს ღამის პირველის ნახევარზე.

მაინტერესებს მიეკუთვნება თუ არა ინდიგო ბავშვებს. აქ ჩამოთვლილი თვისებებიდან თითქმის ყველა ემთხვევა. მადლობა წინასწარ.

პასუხი – დიახ, არ ცდებით ეს ბავშვი მართლაც ფლობს ინდიგოს ასპექტებს და ზოგადად რომ ვიმსჯელოთ, საკმაოდ კარგი მომავალიც ელოდება. თუმცა, შესაძლოა, გარკვეული სირთულეები შეხვდეს პირად ცხოვრებაში, ეს მისი ყველაზე სუსტი წერტილი იქნება.

miranda

გამარჯობა, ჩემი გოგონა მარიამი დაიბადა 2009 წლის 12 ივლისს 18:00 საათზე თბილისში. ხან მიჭირს მასთან ურთიერთობა. მაინტერესებს, არის თუ არა ის ინდიგო ბავშვი. მადლობა.

პასუხი - უდავოდ ინდიგოსთან გვაქვს საქმე. უფრო სწორად კრისტალთან (გოგონებს კრისტალები ეწოდებათ). უძლიერესი ინტუიციის მქონე ძალიან ნიჭიერი, მაგრამ თავისუფლებისმოყვარე ბავშვია. ნუ შეუზღუდავთ თავისუფლებას. მინდა გითხრათ, რომ იგი ძალიან ნათელი გენეტიკური კარმით დაიბადა. წესით, უნდა გააჩნდეს წინაპრებისგან გადმოყოლილი რაიმე უნიკალური ნიჭი ან შესაძლებლობა.

marishka83

გამარჯობა, 2007 წლის 1 ივლისსაა დაბადებული 10–ის ნახევრიდან 10–მდე, შეგიძლიათ კონკრეტული პასუხი გამცეთ, არის თუ არა ინდიგო?

პასუხი - როცა კითხვას გზავნით აუცილებელია მეტი კონკრეტიკა შეიტანოთ მასში. ათის ნახევარი დილისაც არსებობს და საღამოსიც. როცა ზუსტი დრო არ ვიცით, რუკაც მცდარი გამოდის. შემდეგ ჯერზე იქნებ შეკითხვა უფრო დაზუსტებულად მოგვაწოდოთ! ამ ადამიანს მით უმეტეს, თუ ის გოგონაა, აქვს ინდიგოს მახასიათებლები.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?