ესაჭიროება. ჩვენი საიტი ამიერიდან გაძლევთ შანსს დასვათ თქვენთვის საჭირბოტო ნებისმიერი კითხვა საიტის ფორუმზე, კონკრეტულ "კვირის თემაში" და მიიღოს მასზე ამომწურავი პასუხი.
astrologi.ge-ს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, შაბათი დღის ფრომატი იცვლება. ამიერიდან, ყოველი კვირის დასაწყისში ჩვენ დავასახელებთ ფორუმზე "კვირის აქტიურ თემას" და მასში დასმულ უახლეს 10-15 კითხვაზე პასუხს, თქვენ შაბათ დღეს საიტზე სტატიის სახით იხილავთ.
თუ ჯერაც არ ხართ ფორუმზე დარეგისტრირებული, დარეგისტრირდით სასწრაფოდ და დასვით თქვენთვის საინტერესო კითხვა "კვირის აქტუალური თემის" ფარგლებში. თუმცა, აქვე მინდა მარტივი ინსტრუქციაც გაგაცნოთ საიმისოდ, რომ სამომავლოდ გარკვეული სახის გაუგებრობები ავიცილოთ თავიდან. შეკითხვა აუცილებლად ქართული შრიფტით და კარგად უნდა იყოს ფორმირებული. გარდა ამისა, აუცილებლად მიუთითეთ მასში თქვენი ზუსტი მონაცემები (დაბადების წელი, თვე, რიცხვი, ზუსტი საათი, ქალაქი სადაც დაიბადეთ და სქესი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი შეკითხვა საიტის ადმინისტრაციის მიერ ვერ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას და გთავაზობთ მკითხველის დიდი ინტერესიდან გამომდინარე რიგით მეხუთე და განმეორებად თემას – "როდის დაოჯახდებით" (ნაწილი მეორე)
mara1555
გამარჯობა. დიდად მადლობელი დაგრჩებით თუ მომაწვდით ინფორმაციას ამ თემასთან დაკავშირებით. დავიბადე 1984 10 სექტემბერს 17:50 სთ. ქალაქი თბილისი. (მდედრობითი) დიდი მადლობა წინასწარ.
პასუხი
- ოჯახს სავარაუდოდ სამეგობრო წრის ადამიანთან ან ინტერნეტით გაცნობილთან შექმნით.
marikela
გამარჯობა, დავიბადე 1995 წლის 17 სექტემბერს გამთენიის 5 საათზე ქალაქ თბილისში, გოგო ვარ, მაინტერესებს როდის დავოჯახდები და რამდენად წარმატებული იქნება ჩემი ქორწინება))))))
პასუხი - ასაკით უმცროსს ან თანამშრომელს (სამსახურეობრივ სიტუაციაში გაცნობილს) გაყვებით ცოლად. რაც შეეხება ქორწინების წარმატებულობას, კარგი იქნება თუ თავისუფლების გადამეტებულ მოთხოვნილებას გააკონტროლებთ საკუთარ ხასიათში და უფრო მეტად დამთმობი იქნებით პარტნიორის მიმართ.
Marianka
გამარჯობა, დავიბადე 1985 წლის 13 სექტემბერს 22:45 საათზე. რამდენიმე წლის წინ შევქმენი ოჯახი, რაც სამწუხაროდ ცუდად დასრულდა. იქნებ მითხრათ მომავალში მელოდება თუ არა ისევ დაოჯახება და დაახლოებით მაინც როდის. ასევე საინტერესოა თქვენი აზრი იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს ჩემთვის ურთიერთობებში წარუმატებლობის მიზეზი. პატივისცემით
პასუხი - საქმე იმაშია, რომ პირადი ურთიერთობისას პრობლემის წარმოშობის მიზეზები არა პარტნიორში, თავად თქვენს ხასიათში უნდა ეძებოთ. გახასიათებთ ზედმეტი დეტალიზაცია, წვრილმანებს აქცევთ უფრო დიდ მნიშვნელობას ვიდრე საჭიროა. გარდა ამისა, გაგაჩნიათ დაბალი თვითშეფასება და შინაგანი შიში, რომ არ ხართ "ზუსტი", არ იმსახურებთ, რომ ვინმეს გულწრფელად უყვარდეთ. მოთხოვნილება კი იმისა, რომ დედოფლად გაღიარონ და გაგაღმერთონ ძალიან დიდი გაქვთ. უბრალოდ, თავად უნდა გამოძერწოთ საკუთარი თავისგან დედოფალი. იმუშავეთ თქვენს ნაკოვანებებზე და თუ მათ წარმატებით გაანეიტრალებთ, აუცილებლად გეწვევათ კიდევ სიყვარული.
salo111
გამარჯობა, დავიბადე 1995 წლის 18 დეკემბერს ქალაქ ლენინგრადში დაახლოებით საღამოს 5–ის ნახევარზე, ამ თემასთან დაკავშირებით მაინტერესებს ყველაფერი, მადლობთ
პასუხი - ერთი ქორწინება გელით, საკმაოდ მყარი და სტაბილური. მეუღლე შეიძლება იყოს ცნობადი სახე, პოლიტიკოსი. გაიცნობთ მეგობრების დახმარებით ან ინტერნეტ-მიმოწერით.
lela91
დავიბადე 13.11.1991 წელს ღამის პირველ საათზე. ქუთაისში. მდედრობითი. ვარ
დაოჯახებული. მაინტერებს ერთი ქორწინება მიჩანს თუ არა?
პასუხი - არ ვიცი რატომ დაინტერესდით დაოჯახებული ადამიანი ასე ძალიან ამ თემით, თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ 2 ქორწინების ალბათობას თქვენი რუკა დიახაც რომ აჩვენებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს აუცილებლობა და კანონია. თქვენი პრობლემა არის ის, რომ ზედმეტად ბევრს გასცემთ პარტნიორის მისამართით ან ზედმეტს ითმენთ, მაშინ როცა აჯობებს მშვიდად და კონკრეტულად დააფიქსიროთ ხოლმე საკუთარი აზრი, როცა რაიმე არ მოგწონთ ურთიერთობაში. თუკი ამ თვისებებს დააბალანსებთ, შესძლებთ ერთი და მყარი ქორწინება შეინარჩუნოთ.
annie
19.12.1985 დილის 10 საათი.
პასუხი - ქორწინება წესით გექნებათ ერთი, დაახლ. 30 წლამდე. მეუღლე ფინანსისტი ან მსგავსი სფეროს წარმომადგენელი იქნება. შეიძლება ნაცნობობა შედგეს ბანკში.
leonsio21
მაინტერესებს ამ თემასთან დაკავშირებით ყველაფერი. 17.02.1988 17:00 საათი თბილისი
პასუხი - თქვენი რუკა გარკვეულ პრობლემებს აფიქსირებს პირადი ცხოვრების კუთხით. შესაძლოა ოჯახი გქონდეთ, ოღონდ ეს იყოს არაოფიციალური ურთიერთობა. მეუღლეს გაიცნობთ სუფრაზე, გასართობ დაწესებულებაში ან ის იქნება ხელოვანი.
tuta
მოგესალმებით, 05/20/1987 საღამოს 8 სთ (female), თემასთან დაკავშირებით რომ მიპასუხოთ, მადლობა
პასუხი - ქორწინება გექნებათ ერთი. 30 წლამდე. მეუღლე შესაძლოა იყოს ასაკით უმცროსი, თანამშრომელი ან მედიცინის მუშაკი.
girl
ძალიან დიდი ბოდიში, მე ეხლახან შემოგიერთდით და შესაბამისად ეხლა ვანხე ეს პოსტი და თუ შეიძლება მეც რომ მომწეროთ დაოჯახებით თემაზე. 1991 წლის 11 თებერვალი, დილის 6 საათი.
პასუხი - თქვენ შემთხვევაში, ქორწინების ალბათობა არის ერთი, ოღონდ ამ ფაქტს შესაძლოა გარკვეული ემოციები და ნერვიულობა ახლდეს თან. შესაძლოა, მომავალ მეუღლეს თქვენთან ნაცნობობისას ჰყავდეს ოჯახი ან შემდეგ დასცილდეს ცოლს. ასევე გამორიცხული არ არის, იგი იყოს საგამოძიებო სფეროს ან რაიმე დახურული ტიპის ორგანიზაციაში მომუშავე პიროვნება.