არ იცის, რომ სხვადასხვა დაავადებას თავისი კონკრეტული "კარმული მიზეზები" გააჩნია და ადამიანებს, ესა თუ ის სენი კონკრეტული პრობლემის საკუთარ თავში დასამუშავებელ სიგნალს აძლევს. მთავარი ის არის, რამდენად ვხვდებით და ვაცნობიერებთ ჩვენ ამას. დღეს გვინდა არასრული სია შემოგთავაზოთ დაავადებების და მათი გამომწვევი კარმული მიზეზების, რომელზე დაფიქრებაც მერწმუნეთ, უდავოდ ღირს და სასურველია.
ალერგიას საკუთარი შესაძლებლობების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება იწვევს.
ხშირი გაცივება და გრიპი სხვათა განკითხვის ჩვევაში გადასვლის ბრალია.
წონის მატებისკენ მიდრეკილება სხვადასხვა ტიპის სტრესისგან ფსიქოლოგიური თავშესაფრის მოთხოვნილებას მიუთითებს.
კბილებთან დაკავშირებული პრობლემები, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების უუნარობის შედეგია.
ფილტვების სისუსტეს მომავალსა და ოჯახის წევრებზე ამაო შიშები და ფორიაქი განაპირობებს.
კუჭ-ნაწლავის პრობლემებს კი შური, სიძუნწე და გარშემო მყოფებზე გაუცნობიერებელი წყენა ბადებს.
გულის დაავადებების რისკს სკეპტიციზმი, სიყვარულისა და ემოციების გამოხატვის კომპლექსი განაპირობებს.
შარდსასქესო სისტემის მოშლას კი სექსუალური მოთხოვნილებების დათრგუნვა.
თირკმელის დაავადებები გარემომცველი სამყაროს მიუღებლობის, ცვლილებების მიმართ შიშის და ფარული აგრესიის შედეგია.
ღვიძლის დაავადებებს საკუთარი სიმართლის ნებისმიერი მეთოდით დაცვის მოთხოვნილება იწვევს. თავის გამართლების ძლიერი სურვილი, ყველა სიტუაციაში.
თვალებთან დაკავშირებული პრობლემები არსებული რეალობის და ოჯახის წევრების მიუღებლობის შედეგია.
ღრძილების დაავადებას აგრესიის, პროტესტის გრძნობის დათრგუნვა განაპირობებს საკუთარ თავში.
ვარიკოზი და ვენების გაგანიერება კი მოქნილობის, გარშემო მყოფებთან დიპლომატიის არქონის შედეგია. ასეთ ადამიანებს უყვართ სხვადასხვა სახის უსაფუძვლო ვალდებულებებით თავის შეზღუდვა.