ავალონის სიბრძნე - "ბიუროკრატები"

ავალონის სიბრძნე - "ბიუროკრატები"

. გარკვეულ ლეგენდებში, ავალონი არის არტურის მისანი დის – ჯადოქარ მორგანას ადგილსამყოფელი და სამფლობელო. ავალონის მკვიდრნი განსაკუთრებულ ცოდნას ფლობდნენ, ისინი ადამიანებს ოცდაოთხ ფსიქო-ტიპად ყოფდნენ და მიაჩნდათ რომ ყოველ მათგანში შემავლ ინდივიდებს, კონკრეტულად მათთვის მინიჭებული მისია გააჩნდათ ამ ქვეყანაზე...

წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს:

"ბიუროკრატები"

9 ივნისი 1926 – 4 მარტი 1927

14 აპრილი 1935 – 8 იანვარი 1936

17 თებერვალი 1944 – 13 ნოემბერი 1944

24 დეკემბერი 1952 – 18 სექტემბერი 1953

29 ოქტომბერი 1961 – 15 ივლისი 1962

3 სექტემბერი 1970 – 30 მაისი 1971

10 ივლისი 1979 – 5 აპრილი 1980

15 მაისი 1988 – 8 თებერვალი 1989

20 მარტი 1997 – 14 დეკემბერი 1997

ადამიანები, რომელთაც ამგვარი მისიით დაბადება ერგოთ ბედად, კარიერისტული მისწრაფებებითა და ამბიციური ხასიათით არიან გამორჩეულნი. მათ უმრავლესობას ახასიათებს გარკვეული სნობიზმი და მლიქვნელური თვისებები. გასული ინკარნაციიდან მათ გადმოჰყვათ დიქტატორის, თავისზე სუსტების მჩაგვრელისა და ტიტულების მოყვარულის კარმა. და ეს თვისებები, ამ ცხოვრებაშიც მკვეთრადაა გამოხატული ამგვარი მისიით დაბადებული ადამიანების ხასიათში. ამიტომ მათი ძირითადი მისწრაფებები ყოველთვის უკავშირდება კარიერას, სამსახურეობრივ წინსვლას და მაქსიმალურად მაღალი თანამდებობის დაკავებაზე ოცნებას. უარეს შემთხვევაში, ისინი საკუთარ ოჯახის წევრებზე ტირანიის განხორციელების და ჭირვეულობის ხარჯზე ცდილობენ დაიმკვიდრონ "ლიდერის" პოზიცია და ასე იკმაყოფილებენ "ეგოს" მოთხოვნებს. თუმცა, სულის სიღრმეში, რაც არ უნდა დიდ თანამდებობასა და პროფესიულ წარმატებას მიაღწიონ, ეს ადამიანები მუდმივად განიცდიან დისკომფორტისა და შურის განცდას, იმიტომ რომ, როგორც წესი, ყოველთვის მოიძებნება ვინმე, ვისაც მათზე უფრო მაღალი პოსტი უკავია, ან გაცილებით დიდ კარიერულ სიმაღლეებს მიაღწია ცხოვრებაში. რეალურად ამ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რამდენად წარმატებულად მოიწყვეს კარიერა, ყოველთვის უწევთ თავის დამცირება და გარკვეული ფსიქოლოგიური ზეწოლის ატანა ზემდგომებისგან. აქედან გამომდინარე, თუ ეს ადამიანი ვერ სწავლობს იმას, რომ გაცილებით უფრო თავმდაბალი უნდა იყოს გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში უმაღლესი ძალები, მას "არშემდგარი სულის" კატეგორიას მიაწერენ და შესაძლოა, ასეთმა პიროვნებამ სიცოცხლე ტრაგიკულად, საკმაოდ ადრეულ ასაკშიც დაასრულოს. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ასეთი პიროვნება ახერხებს სხვების დახმარების, თანადგომის და მეგობრობის ხარჯზე შეიძინოს ჭეშმარიტი აღიარება და ძალაუფლება, ნაცვლად ბიუროკრატიული კარიერიზმისა, მათში ყალიბდება გასაოცარი სამართლიანობის შეგრძნება და უნარი, ზუსტად გაარჩიონ ამ ქვეყანაზე კეთილი და ბოროტი. ასეთ შემთხვევაში ისინი გადაინაცვლებენ გაცილებით უფრო პოზიტიურ ჯგუფში რომელსაც "მშვიდობისმყოფებელის" ჯგუფი ჰქვია.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?