ავალონის სიბრძნე - "შურიანი ადამიანები"

ავალონის სიბრძნე - "შურიანი ადამიანები"

არტური. გარკვეულ ლეგენდებში, ავალონი არის არტურის მისანი დის – ჯადოქარ მორგანას ადგილსამყოფელი და სამფლობელო. ავალონის მკვიდრნი განსაკუთრებულ ცოდნას ფლობდნენ, ისინი ადამიანებს ოცდაოთხ ფსიქო-ტიპად ყოფდნენ და მიაჩნდათ რომ ყოველ მათგანში შემავლ ინდივიდებს, კონკრეტულად მათთვის მინიჭებული მისია გააჩნდათ ამ ქვეყანაზე...

წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს:

"შურიანი ადამიანები"

13 სექტემბერი 1925 – 8 ივნისი 1926

18 ივლისი 1934 – 13 აპრილი 1935

25 მაისი 1943 – 17 თებერვალი 1944

30 მარტი 1952 – 23 დეკემბერი 1952

1 თებერვალი 1961 – 28 ოქტომბერი 1961

8 დეკემბერი 1969 – 2 სექტემბერი 1970

14 ოქტომბერი 1987 – 14 მაისი 1988

25 ივლისი 1996 – 19 მარტი 1997

ადამიანები, რომელთაც მსგავსი მისიით ერგოთ დაბადება,  ხშირად შესაძლოა აბსოლუტურად გაუცნობიერებლადაც კი განიცდიან სხვების მიმართ თავისებურ შურს და შეჯიბრის სურვილს. ნებისმიერ მათგანს მიაჩნია, რომ სხვაზე უფრო ნიჭიერი და ჭკვიანია, უბრალოდ პირობები არ ექმნება საკუთარი პოტენციალის დასამტკიცებლად ან გარშემო მყოფები არ აღიარებენ მის ტალანტს. ბუნებით უზომოდ პატივმოყვარეებსა და ამაყებს, წარმოდგენაც კი უჭირთ იმის, რომ სხვამ შეიძლება დაიკავოს მათზე უფრო პრიორიტეტული პოზიცია ცხოვრებაში ან პროფესიულ სარბიელზე წინ გაუსწორს, როგორც უკეთესმა მუშაკმა.

ამ ადამიანებს აღიარება, აპლოდისმენტები და მუდმივი პროჟექტორის შუქი სწყურიათ. თუმცა, სხვების მიმართ გაჩენილი ქიშპობის მომენტით და გამუდმებული მცდელობით ითვლებოდნენ ყველაზე უკეთესად, შესაძლოა თავადვე იტანჯებოდნენ ყველაზე მეტად. იმიტომ რომ რეალურად ამ ხალხის გარეგნული სიამაყე და თავდაჯერებულობა, კარგად შენიღბული არასრულფასოვნების კომპლექსების მთელ პირამიდაზეა დამყარებული. სინამდვილეში ისინი უზომოდ მგრძნობიარეები, გულჩვილები და სულიერად მტვრევადები არიან. აქედან გამომდინარე, მათზე ნებისმიერი სახის, თუნდაც უმნიშვნელო კრიტიკაც კი დამთრგუნველად მოქმედებს. სულის სიღრმეში მათ სურთ საყოველთაო სამართლიანობა დაამკვიდრონ გარშემო და ზოგადად, იბრძოლონ დაჩაგრული ან შეჭირვებული ადამიანების დასაცავად. თუმცა, გარემოებები მუდმივად ლაგდება ისე რომ ამ ხალხს საკუთარი სურვილის წინააღმდეგ უწევს მოქცევა. უფრო მეტიც, ხშირად ისინი ამპარტავანი და დიქტატორი ინდივიდების რანგშიც გამოდიან ხოლმე.

ამ ხალხის მთავარი პრობლემა არის ის, რომ მათ უჭირთ ან არ შეუძლიათ გარშემო მყოფებს ნდობა გამოუცხადონ. ამიტომ სანამ ისინი იმ მარტივ ჭეშმარიტებას არ გააცნობიერებენ, რომ საჭიროა მეტი რწმენა იქონიონ ადამიანების მიმართ,  მათ გაუჭირდებათ საკუთარი რეალური ადგილის პოვნა ცხოვრებაში. სამაგიეროდ, იმ შემთხვევაში თუ ასეთი ადამიანი ახერხებს, დასძლიოს გადამეტებული პატივმოყვარეობა მას ეძლევა საშუალება რეალურად გახდეს საჭირო და შეუცვლელი გარშემო მყოფებისთვის და მათთან ასე ნანატრი აღიარებაც, სწორედ ამ გზით მოვა. ამ შემთხვევაში ისინი გადაინაცვლებენ ჯგუფში რომელსაც "ზეციური თანაშემწეები" ეწოდება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?