არტური. გარკვეულ ლეგენდებში, ავალონი არის არტურის მისანი დის - ჯადოქარ მორგანას ადგილსამყოფელი და სამფლობელო. ავალონის მკვიდრნი განსაკუთრებულ ცოდნას ფლობდნენ, ისინი ადამიანებს ოცდაოთხ ფსიქო-ტიპად ყოფდნენ და მიაჩნდათ რომ ყოველ მათგანში შემავლ ინდივიდებს, კონკრეტულად მათთვის მინიჭებული მისია გააჩნდათ ამ ქვეყანაზე..
წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს:
უმაღლესი ჰარმონიის მისიით დაბადებული ადამიანები:
16 სექტემბრეი 1924 – 16 აპრილი 1925
16 სექტემბერი 1931 – 16 აპრილი 1932
16 სექტემბერი 1938 – 16 აპრილი 1939
16 სექტემბერი 1945 – 16 აპრილი 1946
16 სექტემბერი 1953 – 16 აპრილი 1954
16 სექტემბერი 1959 – 15 აპრილი 1960
16 სექტემბერი 1966 – 15 აპრილი 1967
16 სექტემბერი 1973 – 15 აპრილი 1974
16 სექტემბერი 1980 – 15 აპრილი1981
16 სექტემბერი1987 – 15 აპრილი1988
16 სექტემბერი 1994 – 15 აპრილი1995
16 სექტემბერი 2001 – 15 აპრილი 2002
16 სექტემბერი 2008 – 15 აპრილი 2009
ამგვარი მისიით მოვლენილი ადამიანები, განსაკუთრებულ თვისებებს ფლობენ, ამიტომ მათი გამორჩევა გარშემო მყოფებისგან საკმაოდ ადვილია. ისინი თანდაყოლილი გულკეთილობით, სილამაზის აღქმა-დანახვის უნარითა და ირგვლივ ჰარმონიის შექმნის ნიჭით იბადებან. მათში დიდი დოზითაა კოსმოპოლიტური აზროვნება, ამიტომ ასეთი ხალხი სამყაროს როგორც ერთ მთლიანობას ისე აღიქვამს. ყოველგვარი სოციალურ-ეთიკური დაყოფის და გამიჯვნის გარეშე. ამიტომ მათთვის ცხოველის და ადამიანის გარდაცვალება ერთნაირი ტრაგედიაა, რადგან მიაჩნიათ, რომ სამყარო ჯაჭვური მოვლენების კალეიდოსკოპს წარმოადგენს, რომელიც ყოველთვის ბუმერანგივით აბრუნებს ყველაფერს უკან – კარგსაც და ცუდსაც.
ძალიან ხშირად ამ ჯგუფის ხალხში გვხვდებიან ექიმები, ფსიქოლოგები, მაშველები, სოციოლოგები, ქველმოქმედები და მეცენატები. უმაღლესი ჰარმონიის ადამიანები საზოგადოებაში, როგორც წესი პატივისცემით სარგებლობენ, თუმცა თავად ისინიც მოწიწებითა და სიფრთხილით ეკიდებიან ნებისმიერ ურთიერთობას. ბევრ მათგანს ნათელხილვის ან წინასწარმეტყველების ნიჭიც გააჩნია, ასეც რომ არ იყოს, ამ ჯგუფში შემავალ ინდივიდებს ზოგადად ძალიან მძაფრი ინტუიცია გააჩნიათ, რომლის მეშვეობითაც ხშირად ახერხებენ ხიფათი აირიდონ თავიდან. თუკი ისე მოხდა, რომ ამგვარი მისიით დაბადებულ ადამიანს სიამაყე დაძლევს, გაამპარტავნდება და სხვების მიერ მისთვის გამოცხადებულ ნდობას ბოროტად გამოიყენებს, იგი "ჟანგმოკიდებულთა" კატეგორიის ადამიანებს დაემსგავსება. მათ შესახებ კი მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.