არტური. გარკვეულ ლეგენდებში, ავალონი არის არტურის მისანი დის - ჯადოქარ მორგანას ადგილსამყოფელი და სამფლობელო. ავალონის მკვიდრნი განსაკუთრებულ ცოდნას ფლობდნენ, ისინი ადამიანებს ოცდაოთხ ფსიქო-ტიპად ყოფდნენ და მიაჩნდათ რომ ყოველ მათგანში შემავლ ინდივიდებს, კონკრეტულად მათთვის მინიჭებული მისია გააჩნდათ ამ ქვეყანაზე..
უუფლებო ხალხი
1 ოქტომბერი 1922 – 22 მაისი1923
7 აგვისტო 1931 – 2 მაისი 1932
12 ივნისი 1940 – 7 მარტი1941
17 აპრილი 1949 – 10 იანვარი 1950
20 თებერვალი 1958 – 17 ნოემბერი 1958
27 დეკემბერი 1966 – 22 სექტემბერი 1967
1 ნოემბერი 1975 – 28 ივლისი 1976
7 სექტემბერი 1984 – 2 ივნისი 1985
13 ივლისი 1993 – 8 აპრილი 1994
18 მაისი 2002 – 11 თებერვალი 2003
ადამიანებს, რომლებიც ამგვარი მისიით იბადებიან წარსული ინკარნაციიდან მოჰყვებათ ე.წ „დაბინძურებული კარმა“, რაც იმაში მდგომარეობს რომ გასულ ცხოვრებაში მათ სიხარბის, მოძალადეობის, აგრესიის, პატივმოყვარეობის ცოდვა დაიდეს კისერზე. ამიტომ ახლდანდელ განსახიერებაში მათ უწევთ ისწავლონ თავმდაბლობა, სხვების მსახურების და მოთმინების ხარჯზე. ამასთან ერთად მათ უმრავლესობას, არ გააჩნია შინაგანად იმის გამბედაობა რომ წინ აღუდგეს მასზე ზემდგომებს ან ჩინოსნებს რომლებიც ავიწროვებენ ამ უკანასკნელს საკუთარი არაადექვატური მოთხოვნებით. თუმცაღა ეს სრულიად კანონზომიერია, იმიტომ რომ აგრესიის და პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში წარსულის ნეგატიური კარმისგან გათავისუფლების ნაცვლად, ისინი უფრო დიდ სასჯელს დაიმსახურებენ კოსმოსისგან. აქედან გამომდინარე, ამგვარი მისიით დაბადებულ ხალხს მოეთხოვება იყოს კეთილი, ლოიალური და მშვიდი გარშემომყოფთა მიმართ. არასოდეს უპასუხოს აგრესიას აგრესიით და ისწავლოს თავმდაბლად ცხოვრება. თუკი ის ამას შესძლებს სამომავლოდ გადაინაცვლებს ჯგუფში რომელსაც „გულუხვი მდიდრების“ ჯგუფი ეწოდება. მათ შესახებ კი მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.