ბედის ციფრი და სასურველი ავტომობილი - ციფრი 3

ბედის ციფრი და სასურველი ავტომობილი - ციფრი 3

როგორც ნუმეროლოგები ამტკიცებენ, ნებისმიერ ადამიანს საკუთარი ბედის ციფრის მიხედვით, კონკრეტული სტილისა და მოდელის მანქანა შეეფერება. მოდით, გამოვთვალოთ რომელი ავტომობილია თქვენი.

ბედის ციფრის გამოთვლის მაგალითი: ადამიანი, რომელიც დაიბადა 1972 წლის 15 ნოემბერს, ციფრი 9 მფლობელია.

ჯამური ციფრის გამოთვლა კი სრულიად მარტივად ხდება: 15 + 11 + 1972 = 1998 => 1 + 9 + 9 + 8 = 27 => 2 + 7 = 9

მაშ ასე, თუკი თქვენი ბედის ციფრია – 3

სამიანები უზომოდ კომუნიკაბელურები და აქტიურები არიან. მათ არ შეუძლიათ მარტოობასა და სიწყნარეში დიდი ხნით ყოფნა. შესაბამისად, სამიანის ტიპის ადამიანისთვის აუცილებელია ავტომობილი, რომლის სალონშიც იგი თავისი ხმაურიანი სამეგობროს რაღაც ნაწილის მაინც მოათავსებს უპრობლემოდ. აქედან გამომდინარე, მათთვის ყველაზე შესაფერისია ნებისმიერი ამერიკული მოდელი ან ტევადი ჯიპის რომელიმე სახეობა. სამიანის ხასიათს კარგად შეესაბამება ასევე "ალფა რომეო", "ბუგატი" ან "ლამბორჯინი". რაც შეეხება საჭესთან მის დამოკიდებულებას, უნდა ითქვას რომ, სამიანები არცთუ იშვიათად ქმნიან ავარიულ საფრთხეს, რადგან საჭესთან ყოფნისას ხშირად კონცენტრაციის პრობლემა უჩნდებათ. მათ უყვართ ავტომობილის მართვისას ხალისიანი ჭორაობა და საუბარი, რაც ხშირად ხდება ყურადღების გაფანტვის მიზეზი.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?