როგორც ნუმეროლოგები ამტკიცებენ, ნებისმიერ ადამიანს საკუთარი ბედის ციფრის მიხედვით, კონკრეტული სტილის და მოდელის მანქანა შეეფერება. მოდით გამოვთვალოთ რომელი ავტომობილია თქვენი.
ბედის ციფრის გამოთვლის მაგალითი: ადამიანი, რომელიც დაიბადა 1972 წლის 15 ნოემბერს, ციფრი 9 მფლობელია.
ჯამური ციფრის გამოთვლა კი სრულიად მარტივად ხდება: 15 + 11 + 1972 = 1998 => 1 + 9 + 9 + 8 = 27 => 2 + 7 = 9
მაშ ასე თუკი თქვენი ბედის ციფრია – 8
რვიანი ბუნებით ლიდერი და აქტიური ნატურაა. მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად პრესტიჟული მარკის ავტომობილით უწევს გადაადგილება, იმიტომ რომ, ამაზე მისი იმიჯია დამოკიდებული საზოგადოებაში. შესაბამისად, რვიანებს ფული მანქანის შეძენისას არასოდეს ენანებათ. ის კი არა ბევრ მათგანს მინი ავტოპარკიც კი აქვს მოწყობილი, სადაც უძვირფასესი მარკის ავტომობილებს მონდომებით უყრის თავს. თუმცა, თითოეულ მანქანას რვიანი, განსაკუთრებულად უვლის და უფრთხილდება. ისინი მისთვის მარტოოდენ რკინის კონსტრუქციას ნამდვილად არ წარმოადგენენ. ერთით თუ საქმეებზე და მნიშვნელოვან შეხვედრებზე დადის (მაგ., "ლიმუზინით") მეორე ქალაქგარეთ პიკნიკისთვის ესაჭიროება, მესამეს კი შორეული მოგზაურობისას გამოიყენებს, ეს შეიძლება იყოს "ლანდ კრუიზერი" ან რამე მსგავსი ტიპის მოდელი.
ზოგადად კი რვიანისთვის მანქანის შეძენისას ორი მთავარი კომპონენტია მნიშვნელოვანი – ფუნქციონალურობას პლუს პრესტიჟულობა.